ამერიკის ქალაქ კანზას სიტიში იწყება ქალთა საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი ამერიკული დოლარია. საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი მე-4 ნომრად განთესეს.

ამერიკის ქალაქ კანზას სიტიში იწყება ქალთა საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი ამერიკული დოლარია. საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი (136) მე-4 ნომრად განთესეს. ჩვენებურის პირველი მეტოქე "უაილდ ქარდით" მიწვეული მასპინძელი ირინა ფალკონია (288). ეს ქართველ და ამერიკელ თანატოლთა პირველი დაპირისპირებაა. გასულ კვირაში ორივემ ლას ვეგასში იასპარეზა, ფალკონიმ საკვალიფიკაციო ბადე გაიარა და პირველ წრეში დამარცხდა, ტატიშვილი კი მე-6 ნომრად იყო განთესილი და მომავალ ჩემპიონ ვარვარა ლეპჩენკოსთან (96) მეოთხედფინალში წააგო. ანა ამერიკელ კიმბერლი კაუტსთან (286) ერთად მე-2 ნომრად განთესეს. მათი პირველი მოწინააღმდეგეები "უაილდ ქარდით" მიწვეულები, ეშლი ვეინჰოლდი (აშშ, 519) და ბეატრის კარა (აშშ, 211) იქნებიან.

ამერიკაშივე, ქალაქ უილიამსბურგის (10 ათასი დოლარი) ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ორი ურეიტინგო ქართველი ცდილობდა, 24 წლის სალომე დევიძე და 20 წლის მაგდა ოქრუაშვილი. პირველი საკვალიფიკაციო წრე ორივემ გადალახა. დევიძემ 17 წლის ამერიკელ მოლი ო'კონიევსკის სძლია - 1:6, 6:3, 7:6 (7), ხოლო ოქრუაშვილმა - 15 წლის სამანტა კროუფორდს (აშშ) - 6:4, 6:1. დევიძემ მეორე წრეში 25 წლის სარა გრეისაც (აშშ) მოუგო - 6:1, 6:1. ოქრუაშვილი კი მე-2 ნომრად განთესილ მასპინძელ ელეონორ პიტერსთან (1059) დამარცხდა - 5:7, 6:7 (4). სალომე დევიძე საკვალიფიკაციო ბადის ფინალურ წრეშია გასული, სადაც 15 წლის შერი ლის (აშშ) ეთამაშება.

თურქულ ანთალიაში 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა 17 წლის გიორგი ცივაძემ სცადა. ცივაძეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ (სადაც III წრეში გავიდა) არსად უთამაშია. ანთალიაში მან ჯერ მე-15 ნომრად განთესილი სერბი ნებოისა პერიჩი (1767) გააგდო - 3:6, 7:6 (3), 6:3, შემდეგ - რუმინელი ელდარ-სებასტიან როსიანუ - 6:2, 6:4. ფინალურ წრეში ჩვენებური მე-4 ნომრად განთესილ რუს ალექსეი ვატუტინთან (1291) სამ სეტში დამარცხდა - 6:1, 2:6, 2:6.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა