21-23 სექტემბერს ბაქო ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირს მასპინძლობს
ოლიმპიადა ჩამთავრდა და სპორტსმენთა უმეტესობა ისვენებს, მაგრამ ახალი სპორტული სეზონიც ნელ-ნელა გვიახლოვდება და ისინიც თანდათან უბრუნდებიან ასპარეზს.

სულ რაღაც ერთ კვირაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს მნიშვნელოვანი შეჯიბრება ელოდებათ - 21-23 სექტემბერს ბაქო ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირს მასპინძლობს, რომელშიც ჩვენებიც გამოვლენ.

მოგეხსენებათ, აქ მონაწილეობა ლიმიტირებულია, ანუ ეს უფლება ჯერ საკვალიფიკაციო ტურნირში უნდა მოიპოვო, რაც ჩვენგან ხუთმა ფალავანმა მოახერხა.

ესენი არიან: გიორგი ედიშერაშვილი, ტრისტან ჩირგაძე (ორივე - 55), იაკობ მაქარაშვილი (74), ელიზბარ ოდიკაძე (96), გიორგი საკანდელიძე (120), რომლებმაც საკვალიფიკაციო თეირანში იჭიდავეს, კრასნოიარსკში გამართულ მეორე მსგავს ტურნირში კი ჩვენი გუნდი საერთოდ არ გამოსულა, თორემ ბაქოში მეტი მონაწილეც გვეყოლებოდა.

"ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირი ავტორიტეტული შეჯიბრებაა, თუმცა, სავარაუდოდ, წლეულს სუსტი შემადგენლობა მოიყრის თავს და ოლიმპიადის მედალოსნები არ იქნებიან.

ასე მაგალითად, იქ გასაგზავნი შემადგენლობა გამოაქვეყნეს რუსებმა და მათ სიაში ოლიმპიადის არც ერთი მონაწილე არაა.

ბევრად უფრო წარმომადგენლობითი - ხუთკაცა გუნდი გვეყოლება კიევში 29-30 სექტემბერს გასამართ "უკრაინის სომეხთა კავშირის თასზე" - იქ ოლიმპიური გუნდის ნაღები გაემგზავრება: ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60); ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი დავით ხუციშვილი (74); ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (84); იგივე ზემოხსენებული ელიზბარ ოდიკაძე და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი დავით მოძმანაშვილი (120).

როგორც ვხედავთ, ხინჩეგაშვილი ახალ წონაში აქ მოსინჯავს ძალებს. ერთხელაც შეგახსენებთ, რომ მან საბოლოოდ გადაწყვიტა წონის შეცვლა და 60-ში გადადის.

ჩვენი "თავისუფლების" კალენდარში მორიგი უახლოესი შეჯიბრება უკვე ოქტომბერშია - 2-3-ში სომხური ვანაძორი სტეფან სარგისიანის ხსოვნის ტურნირს უმასპინძლებს, სადაც ძირითადად სათადარიგო ფალავნები იჭიდავებენ, დაახლოებით 20 კაცი.

არდადეგები მთავრდება, ფალავნებს სარბიელი უხმობს

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა