საქართველოს ნაკრების ბელორუსთან და ესპანეთთან მატჩებმა არაერთი რამ დაგვანახეს და სპეციალისტებს ვთხოვეთ აზრის გამოთქმა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრაზილია 2014-ის შესარჩევში პირველი ორი მატჩი ითამაშა და სამი ქულა მოიპოვა. ბელორუსს 1:0 მოუგო, ესპანეთთან კი ასეთივე ანგარიშით წააგო.

ამ შეხვედრებმა არაერთი რამ დაგვანახეს და სპეციალისტებს ვთხოვეთ აზრის გამოთქმა. რესპონდენტები სხვადასხვა თაობიდან ავირჩიეთ.

მკითხველისთვის, ალბათ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს დისკუსია საქართველოს ეროვნულ გუნდზე...

ოთარ გაბელია:

- ესპანეთთან ისე ვითამაშეთ, რომ ეს სხვანაირად არც მქონდა წარმოდგენილი. თავდადება ძალიან დიდი იყო, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი ჩადეს ამ თამაშში. შედეგის მისაღწევად ცოტაღა დაგვაკლდა, ასპროცენტიანი საგოლე მომენტიც გვქონდა. შეხვედრის ბოლოს ცოტათი დავკარგეთ კონცენტრაცია, თორემ...

საერთოდ, ესპანეთის ნაკრებთან სხვანაირად თამაში ძალიან რთულია.

- საქართველოს ნაკრებმა ბელორუსთანაც, ფაქტობრივად, დაცვითი ფეხბურთი ითამაშა...

- ბელორუსთან ისეთივე თამაში არ იყო, როგორც ესპანეთთან. ბელორუსთან მატჩი ამ შესარჩევის პირველი თამაში იყო. კარგია, როცა შედეგიც არის და სანახაობაც, მაგრამ თითოეულ გუნდს განსხვავებული ტაქტიკა უნდა მოარგო.

დასაწყისი კარგი გამოვიდა, სამი ქულა ავიღეთ.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს ჩემპიონატში მოიძებნებიან ისეთი ფეხბურთელები, აქამდე რომ არ უთამაშიათ ნაკრებში, მაგრამ გუნდის გაძლიერება შეუძლიათ?

- ვფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებს თემურ ქეცბაია ნაკრებში იძახებს. ქეცბაია ესწრება ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს, ფეხბურთელთა თამაშის სანახავად უცხოეთშიც დადის.

ყოველივე ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ სელექცია ამით დასრულებულია. სელექცია პროცესია; უბრალოდ, მწვრთნელი გუნდში იმ ფეხბურთელს იწვევს, კონკრეტულ პერიოდში საუკეთესო ვინც არის.

- გიორგი ლორიაზე ცალკე უნდა გკითხოთ...

- სასიხარულოა, რომ ლორიამ ძალიან დამაჯერებლად, უშეცდომოდ ითამაშა. თამაშის წინ შინაგანად ყველა ფეხბურთელი ღელავს, ბელორუსთან და ესპანეთთან მატჩის დროს კი ლორიას ნერვიულობა სულ არ ეტყობოდა.

- მიგაჩნიათ, რომ ლორია უკვე არის საერთაშორისო დონის მეკარე?

- საერთაშორისო დონეს რაც შეეხება, ლორია ჯერ კარგ უცხოურ გუნდში უნდა წავიდეს, საქართველოს ჩემპიონატში მას დიდი წინსვლა აღარ ექნება.

ლორია თავისი თამაშით უკვე იმსახურებს იმას, რომ უკეთეს ჩემპიონატში გადავიდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გურამ კაშია: რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ

თორნიკე ოქრიაშვილი: ესპანელებთან მატჩში ბოლომდე ვიბრძოლეთ

დავით თარგამაძე: ჩვენი დავალება იყო, დაცვითი ფეხბურთი გვეთამაშა

სერხიო რამოსი: ქართველების ტაქტიკამ და მინდორმა საქმე გაგვიჭირა

რობერტო სოლდადო: ქართველებმა საკუთარ საჯარიმოსთან გაუვალი კედელი ააგეს

თემურ ქეცბაია: ამ ბიჭებისგან აშენდება გუნდი, რომელიც საქართველოს გაახარებს

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

Shota
lasha მესმის რასაც მეუბნები, ბოღმა რტული რაგაცაა, ტან ფხბუტიც უტამასჰია მაგ ბიჭოს! Kარგადა მაგიტომაც ჩვენი ფხბურტი.
fgff
ესენი ნახე რა - ტყუპები ხო არ ხართ? ეს კაცი მაგარი ფულის მონაა,უკეთესი ვინ მყავდა? სერგო კოტრიკაძე-შენ თუ გაგიგია ესთი მეკერე შე ჭკვიანო.ოთარას ნაირებმა შეჭამეს ქართული ფეხბურთი.შოთა სადაც გინდა იქ შეგეჯიბრები Fეხბურთის ცოდნაში, და ფეხბუღტიც მითამაშია შენგან განსხვავებით. გაიგე ბიჭო?
lasha
Shota ასეთებს ყურადღება არ უნდ ამიაქციო ეტყობა ვინმე მაგაზ დაბოღმილი ადმაიანია ან ფეღბურთის არ მცოდნე უბრალოდ რო ისვრიან სიტყვებს
Shota
ოთარი არ იყო მეკარე და ვინმე უკეთესი გყავდა მეკარე შე ჭკვიანო შენა???
fgff
ოთარ შენ რა იცი მეკარე იყავი? :))))))))))))))))))))))))))) ვაი ქართულ ფეხბურთს შენნაირების ხელში
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა