12 სექტემბერს მე-2 წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა პეტერ გოლდშტეინერი (ავსტრია) 7:5, 6:1 დაამარცხა

ექვსი ქართველი ჩოგბურთელი ვაჟიდან, რომლებიც ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე თბილისის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15 000 დოლარი) ჩაებნენ, ერთეულთა თანრიგში შეჯიბრებას მხოლოდ მესამე ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი შემორჩა.

12 სექტემბერს მე-2 წრეში მან პეტერ გოლდშტეინერი (ავსტრია) დაამარცხა - 7:5, 6:1 და მეოთხედფინალში უკრაინელი ოლექსეი აროვინის მძლეველს, ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილ ვლადიმირ ივანოვს (ესტონეთი) დაუპირისპირდება.

იმედით ველოდით გიორგი ჯავახიშვილის გამოსვლას, მაგრამ ჩვენებურს წარმატების ყოველგვარი შანსი გადაუწურა ტურნირის რეიტინგფავორიტმა ირჟი ვესელიმ (ჩეხეთი) - ქართველ ჩოგბურთელს მან ორივე პარტია მშრალი ანგარიშით მოუგო - 6:0, 6:0. ჩეხი უკვე ნახევარფინალშია, რადგან პოლონელი მათეუშ ჟმიგიელის ასევე მშრალი ანგარიშით დამმარცხებელი (6:0, 6:0) პიოტრ გადომსკი (პოლონეთი) შეჯიბრებას გამოეთიშა და ჩეხი სპორტსმენი მეოთხედფინალში მეტოქის გარეშე დარჩა.

13 სექტემბერს თუ ბასილაშვილი ივანოვის წინააღმდეგობას დაძლევს, ნახევარფინალში სწორედ დასვენებულ ვესელის შეხვდება.

უკვე გაუწყეთ, რომ მე-5 ნომერი იტალიელი მატეო მარაი უბრძოლველად გავიდა მეოთხედფინალში. იგი მე-4 ნომრად განთესილ ტონი ანდროიჩისს გაუწევს მეტოქეობას. გუშინ ხორვატმა არკადიუშ კოსილას (პოლონეთი) აჯობა - 7:5, 6:4.

ფრანგმა ლორენ რეკოუდერსმა იან ბლეჩა (ჩეხეთი) დაჯაბნა - 6:3, 6:2, ხოლო ჩილელმა ჰანს პოდლიანიკ-კასტილომ ალექსანდრე მეტრეველი ჩამოიცილა გზიდან - 7:6, 6:1. ოკეანისგაღმელი მე-2 ნომერია, ფრანგი - მეექვსე. მეოთხედფინალში სწორედ მათ დუელს ვიხილავთ.

12 სექტემბერს წყვილთა მეოთხედფინალური ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: ვლადისლავ მანაფოვი (უკრაინა), იარასლაუ შილა (ბელორუსი) - ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე (ორივე - საქართველო) 3:6, 7:6, 10:7, პიოტრ გადომსკი, ნიკოლაი იედრუშაკი (ორივე - პოლონეთი) - ლოიკ პერეტი (კალედონია), ლუკას ჟეილი (შვეიცარია) 6:3, 6:4, მატეო მარაი, ლორენცო პაპასიდერო (ორივე - იტალია) - მიხეილ ხმიადაშვილი, შოთა მეფარიძე (ორივე - საქართველო) 6:3, 6:4, ნოდარ ითონიშვილი, დავიდ კვერნაძე (ორივე - საქართველო) - პატრიკ იანიკი, მათეუშ ჟმიგიელი (ორივე - პოლონეთი) 6:3, 6:4.

ნახევარფინალში ითამაშებენ: მანაფოვი, შილა - გადომსკი, იედრუშაკი; ითონიშვილი, კვერნაძე - მარაი პაპასიდერო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა