იტალიაში გამგზავრებამდე ქართველი კალათბურთელი სანაკრებო პერიპეტიებზე საუბრობს
დასრულდა მორიგი შესარჩევი ეტაპი. საქართველოს ნაკრებმა მეორედ მოიპოვა ევროპის ჩეპიონატის საგზური.

წარმატებაში გუნდის თითოეულმა კალათბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა. ეს ციფრებით არ გამოიხატება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მეტი ქულა მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზეა - 144. იგი არა მხოლოდ გუნდში, არამედ შესარჩევ ეტაპზე ჩაჭრებში საუკეთესოა - 23 (საშუალოდ 2.9).

მანუ იტალიაში 12 სექტემბერს გაფრინდა, "კანტუს" შეუერთდა და ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას დღეიდან შეუდგება.

წასვლამდე მარკოიშვილს სანაკრებო პერიპეტიებზე გავესაუბრეთ.

- რთული ზაფხული იყო. წინასწარ ვიცოდით, რომ ხშირი მგზავრობა მოგვიწევდა. მოსალოდნელი იყო გადაღლილობაც. ამას დაერთო სხვა პრობლემები: გიორგი შერმადინს ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა, ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძესა და თორნიკე შენგელიას ტრავმების გამო შესარჩევი ეტაპის მატჩები გაუცდათ. თუმცა სასიხარულოა, რომ საბოლოოდ მიზანს მივაღწიეთ, ევროპის ჩემპიონატზე გავედით.

- შესარჩევი მეორე ადგილზე დავასრულეთ...

- ცუდია მეორე პოზიცია, კალათბურთელი ყოველთვის პირველობისთვის უნდა იბრძოდეს. თუმცა, შესაძლოა, მესამეები ვყოფილიყავით, რაც ლატვიაში გამარჯვებამ აგვარიდა თავიდან. ასეა თუ ისე, მთავარია, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ, თანაც შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე.

- რვიდან ხუთ მატჩში შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. უმეტესობაში გამარჯვებულები გამოხვედით...

- დაძაბული ბრძოლები გადავიტანეთ, იყო შემთხვევები, როცა ყველაფერს ისე ვერ ვასრულებდით, როგორც საჭირო იყო. ბევრი რამ კარგადაც გამოგვდიოდა. აწ უკვე განვლილ შესარჩევზე მიღებული გამოცდილება სამომავლოდ აუცილებლად წაგვადგება.

- მარცხის მიუხედავად, მეტად საინტერესო სანახავი თამაში იყო ბოსნიასთან, რომლის ლიდერმა ტელეტოვიჩმა მოგება ბოლო წამებზე წაგვართვა.

- იმ შეხვედრის ბედი ერთ კაცს არ გადაუწყვეტია. მირზა ტელეტოვიჩმა მხოლოდ წერტილი დასვა. ერთი კალათბურთელი გუნდს გამარჯვებას ვერასოდეს მოუტანს - ვერც მარკოიშვილი, ვერც სანიკიძე და ვერც ფაჩულია.

საერთოდ, თამაში დაცვიდან იწყება. შეტევამ შესაძლოა ერთი მატჩი მოიგოს, მაგრამ ჩემპიონატს დაცვა იგებს.

მოედანზე მყოფი ხუთივე ბოსნიელი დაცვაში სათანადოდ რომ არ მდგარიყო, ტელეტოვიჩი ვერაფერს უშველიდათ. რაც შეეხება თამაშს, დარბაზში საოცარი ატმოსფერო იყო, რაც დიდწილად გულშემატკივრის დამსახურება გახლდათ.

- ბოლო მატჩის დასრულებისთანავე პლაკატი გამოიტანეთ წარწერით: "მადლობა გულშემატკივარს"...

- ჩვენს ქომაგს მადლობა ნამდვილად ეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელოდა, ყველა მატჩზე უამრავი გულშემატკივარი მოდიოდა. ჩვენთვის იგი ნამდვილად მეექვსე მოთამაშეა, ტრიბუნებზე მყოფთა მონდომება და ენერგიულობა ჩვენზეც დადებითად ისახებოდა.

მნიშვნელოვანი მომენტია: რადგან მატჩებისას დარბაზი ბოლომდე ივსება, ე.ი. ქომაგი შენით კმაყოფილია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეტ-ნაკლებად კარგად თამაშობ. ჩემს კარიერაში ორი ეპიზოდია დაუვიწყარი: საქართველოს ნაკრებისა და "კანტუს" ქომაგობა.

- ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი სლოვენიაში გაიმართება, სადაც რამდენიმე წელი თამაშობდი ("ოლიმპიაში"). იქ უცხო დარბაზი, ალბათ, არ იქნება.

- ასე არაა. ევროპის ჩემპიონატისთვის ლუბლიანაში ახალი არენა ააშენეს, სადაც არ მითამაშია. შეჯიბრება სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. დედაქალაქი კი ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს.

- ევრობასკეტზე მეორედ ვითამაშებთ. რას ნიშნავს ეს კალათბურთელებისთვის?

- წინა ევროპის ჩემპიონატთან შედარებით, გამოცდილი გუნდი გვეყოლება. მოთამაშეებს არა გვიშავს, მთავარია შეჯიბრებისთვის სათანადოდ მომზადება. ბევრი რამ ჯანმრთელობაზეც იქნება დამოკიდებული.

შეკრება თავიდანვე ერთად უნდა დავიწყოთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ევრობასკეტს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ. იქ შესვენებები არ არის, თამაში ყოველდღიურად მოგვიწევს. მანამდე კი საკლუბო სეზონი გვაქვს წარმატებით ჩასატარებელი.

- იტალიური "კანტუ" წლეულს ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს ითამაშებს.

- ძალიან გვინდა ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, რაც იოლი არ იქნება. შარშანდელი სეზონის შემდეგ გუნდში არაერთი ცვლილება განხორციელდა და ვიდრე არ ჩავალ, ახალ მოთამაშეებს არ გავიცნობ, გამიჭირდება გუნდის დღევანდელ სახეზე ლაპარაკი.

"კანტუ" ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ თამაშს ბულგარულ "აკადემიკთან" 25 სექტემბერს გამართავს, ხოლო იტალიის ჩემპიონატში 2 ოქტომბერს ჩაერთვება - "ვენეციას" უმასპინძლებს.

მანუჩარ მარკოიშვილი

კანტუ (იტალია)

დაიბადა: 17.11.1986

სიმაღლე: 196 სმ

ამპლუა: უკანახაზელი

საკლუბო კარიერა:

ბათუმის "ბასკო" (2000-02)

იტალიის "ბენეტონი" (2002-03)

გერმანიის "მიტელდოიჩერი" (2004)

სლოვენიის "ოლიმპია" (2004-07)

უკრაინის "კიევი" (2007-09)

იტალიის "კანტუ" (2009-დან).

მიღწევები

იტალიის ჩემპიონი (2003)

ფიბას თასის მფლობელი (2004)

სლოვენიის ჩემპიონი (2005, 06

ადრიატიკის "ოლ სტარის" მონაწილე (2006)

სლოვენიის თასის მფლობელი (2005, 06)

სლოვენიის სუპერთასის გამარჯვებული (2005)

უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი (2009)

უკრაინის ვიცე-ჩემპიონი (2008)

იტალიის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2011)

საქართველოს ნაკრებში

35 თამაში, 1043 წუთი, 459 ქულა, 118 მოხსნა, 78 პასი, 56 ჩაჭრა

ქართული ქომაგობა დაუვიწყარი მომენტია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gzog
მანუჩარ, მართლა დიდი სპორცმენი ხარ, არ არცხვენ დიდი მანუჩარის სახელს. როცა მოედანზე ხარ, ვიცით რომ ბოლომდე დახარჯები. ყველგან გამარჯვებით გევლოს და გაგეხარებინოს შენი ოჯახიც და ქართველი ქომაგიც. გფარავდე ღმერთის მადლი ყველგან და ყველაფერში, გაიხარე!
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა