საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის შემდეგ თბილისის "დინამოს" ესპანელ ლეგიონერს კომენტარი ჩამოვართვით
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის შემდეგ კომენტარი თბილისის "დინამოს" ესპანელ ლეგიონერ ჩისკოს ჩამოვართვით.

თბილისის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი 2003-05 წლებში "ვალენსიაში", 2005-08 წლებში კი "ბეტისში" თამაშობდა. "დინამოში" ჩარიცხვამდე, 2011 წლამდე კი, "ლევანტეს" ღირსებას იცავდა.

ცხადია, პრიმერადივიზიონში ესპანეთის ნაკრების ბევრ მოთამაშეს იცნობს და მატჩის შემდეგ "ფურია როხას" წევრებს მეგობრულად ელაპარაკებოდა.

"დიდი ხანია, კასილიასთან ვმეგობრობ. გარდა იმისა, რომ ის მსოფლიო დონის მეკარეა, ძალიან კარგი ადამიანიც გახლავთ.

მას და საერთოდ, ესპანელებს საქართველოს ნაკრებისგან ასეთი წინააღმდეგობა გაუკვირდათ", - ამბობს ჩისკო.

ჩისკოს განვლილი შეხვედრის თაობაზეც დავეკითხეთ:

"საწყენი არ უნდა იყოს, თუ ვიტყვი, რომ ამ მატჩის ფავორიტი ესპანეთი იყო. დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით გუნდი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა და ყველა მეტოქეს ერთი თავით სჯობდა.

საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ესპანეთს ასე ბევრად ძლიერ ევროპულ ნაკრებებთანაც არ გასჭირვებია.

საქართველო დაცვითი ტაქტიკით თამაშობდა, მაგრამ ეს გასაგები უნდა იყოს. გაიხსენეთ იტალიასთან ევროპის ჩემპიონატის ფინალი. სანამ ტიაგო მოტას გააგდებდნენ, ესპანეთი მანამდეც უპრობლემოდ იგებდა.

რა თქმა უნდა, ესპანელებმა თბილისში გამომგზავრებამდე იცოდნენ, რომ დიდ წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ, მაგრამ ამბობდნენ, რომ ასეთ რთულ მატჩს მაინც არ ელოდნენ.

ხომ ნახეთ, 87-ე წუთამდე გოლი ვერ გაიტანეს და ქართველებს მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, გატანა თავადაც შეეძლოთ.

ალბათ, შედეგი მაინც კანონზომიერი იყო.

ძალიან მომეწონა ლორია, თავდაჯერებულად და ძალიან კარგად იდგა. მან დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის მეკარეა. გიორგის სწრაფად გამოჯანმრთელებასა და წარმატებას ვუსურვებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩისკო: საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან მინდა

!UFF...! - საქართველო-ესპანეთის მატჩის გამოხმაურება ესპანურ პრესაში

საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა