საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის აღმოსავლეთ ზონაში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის აღმოსავლეთ ზონაში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ორი მატჩიდან ორი მოგებით სატურნირო ცხრილს სათავეში თბილისის "ივერია" ჩაუდგა, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის შარშანდელ შეჯიბრებაშიც იბრძოდა.

ივერიელებმა მეორე ტურში სტუმრად დაამარცხეს ერთ-ერთი ფავორიტი პატარძეულის "ვეფხვები" - 27:25. როგორც ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, მატჩი უკიდურესად დაძაბული გამოდგა და უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. "ივერიამ" ამ გამარჯვებით საკუთარი ამბიციების საფუძვლიანობა დაასაბუთა.

პირველ ტურში ისვენებდა და ამიტომ მეორეში პირველად ითამაშა თბილისის "თიბისიმ", რომელმაც ასევე უმძიმეს ბრძოლაში შეძლო თბილისის "ხულიგანას" ძლევა - 13:8. პირველი გამარჯვება მოიპოვა ერთ-ერთმა უძველესმა ქართულმა კლუბმა თბილისის "დინამომ". ამ უდიდესი ტრადიციების გუნდმა "უნივერსიტეტი" დაამარცხა დიდი ანგარიშით - 39:5.

ასევე პირველად მოიგო თბილისის "ტორნადომ", რომელიც რამდენიმე წლის წინათ შექმნილი კლუბია. ტორნადოელებმა გარდაბნის "მგლებს" სძლიეს - 14:6.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ ზონაში, სადაც ექვსი გუნდი ასპარეზობს, შეჯიბრება 30 სექტემბერს დაიწყება.

I ლიგა. აღმოსავლეთი

II ტური

მგლები-ტორნადო 6:14, ხულიგანა-თიბისი 8:13, უნივერსიტეტი-დინამო 5:39, ვეფხვები-ივერია 25:27.

სატურნირო მდგომარეობა

1. ივერია - 9 ქულა, 2. ხულიგანა - 6, 3. ვეფხვები - 6, 4. დევები - 5, 5. დინამო - 5, 6. თიბისი - 4, 7. ტორნადო - 4, 8. უნივერსიტეტი - 0, 9. მგლები - 0.

III ტური

თიბისი-მგლები, დევები-ხულიგანა, ტორნადო-ვეფხვები, ივერია-უნივერსიტეტი.

დასავლეთი: ბაგრატი (ქუთაისი), რაინდები (ფოთი), არწივები (ოზურგეთი), ჯრუჭი (საჩხერე), დელფინები (ბათუმი), მარტვილი (მარტვილი)

ამასობაში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგის გათამაშების მე-9 ტურის შეხვედრები A ჯგუფის გუნდებს შორის.

აქ ჯერჯერობით ისევ დაუმარცხებლად ასპარეზობს თბილისის "ლელო", რომელმაც ამჯერად გათამაშების აუტსაიდერ თბილისის "წიქარას" მოუგო დიდი ანგარიშით - 64:0. ლელოელებს ახლა 32 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.

"ლელოს" ერთი ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსანი "ქუთაისი", რომელმაც შინ ასევე მშრალი ანგარიშით მოუგო უშუალო კონკურენტ თბილისის "ჯიქებს" - 39:0. აღსანიშნავია, რომ თბილისური გუნდი ტურნირში შესანიშნავად ასპარეზობს და ასეთი ანგარიშით მარცხი მოულოდნელი იყო. "ჯიქებს" ახლა 25 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

აუტსაიდერების, თბილისური გუნდების, "ლოკომოტივისა" და "ჯვაროსნების" დაპირისპირება რკინიგზელების გამარჯვებით დასრულდა - 46:6.

ჭაბუკთა A ლიგა

A ჯგუფი

IX ტური

ლოკომოტივი-ჯვაროსნები 46:6, ქუთაისი-ჯიქები 39:0, ლელო-წიქარა 64:0.

სატურნირო მდგომარეობა

1. ლელო - 32 ქულა, 2. ქუთაისი - 31, 3. ჯიქები - 25, 4. ივერია - 23, 5. ლოკომოტივი - 15, 6. ჯვაროსნები - 5, 7. წიქარა - 0.

X ტური

ჯიქები-ჯვაროსნები, ლელო-ქუთაისი, წიქარა-ივერია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ტოტენჰემის" კაპიტანმა "არსენალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა
აბუაშვილმა "მეცს" "გენგამთან" გამარჯვება მოუპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - მუნდიალის გმირი მალე პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება
[VIDEOS] ზივზივაძემ ჩემპიონატი გოლით, "ჰაიდენჰაიმმა" კი გამარჯვებით დაიწყო
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
Marca: მესიმ მუნდიალის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი მუქარა მიიღო
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა