ვანკუვერის ოლიმპიადაზე ქართველი მოციგავის - ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით კანადელმა პოლიციელმა ტომ პავლოვსკიმ ოფიციალური რაპორტი გაუგზავნა ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ იოზეფ ფენდტს, რომელშიც ავარიის მიზეზად სპორტსმენის გამოუცდელობაა დასახელებული.

ვანკუვერის ოლიმპიადაზე ქართველი მოციგავის - ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით კანადელმა პოლიციელმა ტომ პავლოვსკიმ ოფიციალური რაპორტი გაუგზავნა ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ იოზეფ ფენდტს, რომელშიც ავარიის მიზეზად სპორტსმენის გამოუცდელობაა დასახელებული. ამასთან, პავლოვსკი „უინსლეტის“ ოლიმპიური ტრასის სახიფათოობაზეც მიუთითებს და რეკომენდაციას იძლევა, სათანადო ორგანოებმა ეს საკითხი შეისწავლონ. ამის მიუხედავად, პავლოვსკის განცხადებამ გარკვეული უკმაყოფილება მაინც გამოიწვია - უკმაყოფილების მიგვაჩნია, რომ აქცენტი სწორედ უსაფრთხოებაზე უნდა ყოფილიყო გადატანილი და არა გამოცდილებაზე, რადგან იმ ტრასის სახიფათო ხასიათზე ოლიმპიადამდეც ბევრს ლაპარაკობდნენ, უშუალოდ თამაშების მიმდინარეობისას კი იქ ძალზე ბევრი ავარია მოხდა. თან დაზარალებულთა შორის ოლიმპიური ჩემპიონიდან დაწყებული, ნებისმიერი რანგის სპორტსმენი აღმოჩნდა. უბრალოდ, მათ ქუმარიტაშვილზე მეტად გაუმართლათ, თორემ „უისტლერს“ სიკვდილის ტრასა ამ ტრაგედიამდე ბევრად ადრე უწოდეს. „აქ პირველივე დაშვებისას გავიფიქრე, რომ დამპროექტებლებს თვითმკვლელი ტრასა აუგიათ“ - განაცხადა იმ დღეებში ამერიკელმა მოციგავე ტონი ბენშუფიმ. „ჩვენ იმ მანეკენებს ვგავართ, რომლებსაც მანქანების გამოსაცდელად იყენებენ“ - უსაფრთხოებაზე საკითხებზე საუბრისას თემა გააგრძელა ავსტრალიელმა ჰანა კემპბელ-პეგმა, ქუმარიტაშვილის დაღუპვით შეძრწუნებულმა ლატვიელმა გუნტის რეკისმა კი განაცხადა, ახლა ჩემი მიზანია, ცოცხალი დავრჩე და როგორმე დადებითი მოგონებები გავიყოლო ვანკუვერიდანო. არანაკლებ კატეგორიული იყო თვით ფენდტიც: „ნუთუ ასე ძნელია იმის გაგება, რომ ოლიმპიურ ტრასაზე გამოდიან არა მხოლოდ ისეთი გამოცდილი სპორტსმენები, როგორნიც დემჩენკო, ცოგელერი და ლოხი არიან, არამედ გამოუცდელი გოგო-ბიჭებიც, რომელთათვისაც მთავარია არა ოლიმპიადაზე გამარჯვება, არამედ - მონაწილეობა?! რატომ მივდიოთ რეკორდებს, როცა ასეთი სისწრაფის პირობებში სპორტსმენი, პრაქტიკულად, დაუცველია? ნუთუ ვერავინ ხედავდა, რომ ადამიანები ამ ტრასაზე დასაშვებზე 20 კილომეტრით სწრაფად მიქროდნენ? ნუთუ ასე ძნელია შეცდომის აღიარება? ისეთმა გამოცდილმა სპორტსმენმაც კი, როგორიც ბობსლეისტი სტივენ ჰოლკომბია, განაცხადა, რომ მეცამეტე მოსახვევის უხიფათოდ გავლის შანსი 50/50-ზეა და რა შანსი აქვთ ამ დროს სპორტსმენებს?“ - სავსებით მართებულად იკითხა ფენდტმა, რომელიც თურმე, როგორც წამყვან სპორტსმენთა დიდი ნაწილი, მთელი წელიწადი ითხოვდა ორგანიზატორთაგან სიჩქარის დაგდებას. ტრაგედიის ძირითადად მიზეზად სწორედ ამიტომ მიგვაჩნია უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა, თორემ სპორტსმენს შეცდომა განა სიცოცხლის ფასად უნდა დაუჯდეს? პავლოვსკის მიმართვაში ისიცაა ნათქვმი, რომ სამაშველო სამსახური ავარიის ადგილზე დროულად მივიდა და ქუმარიტაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთაო. ეს მართალია, მაგრამ საკითხავია, მანამდე გაკეთდა თუ არა ყველაფერი მისი სიცოცხლის დასაცავად.

კანადელი პოლიციელის ზემოაღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილს ვთხოვეთ, რომელმაც შემდეგი გვითხრა:

- ეს წმინდა პოლიციური შინაარსის დასკვნაა, საქმეში ჩაუხედავის მიერ დაწერილი. არაა სწორი, 40 საუკეთესო სპორტსმენს შორის შესულ 21 წლის ბიჭს, რომელმაც ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა, გამოუცდელი უწოდო. ქუმარიტაშვილმა შარშან მსოფლიოს თასის 12 ეტაპზე იასპარეზა, წლეულს - 6 ტურნირში. მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, კაცმა საგზური მოიპოვა და შეურაცხმყოფელია, ასეთს გამოუცდელი უწოდო. ბუნებრივია, ყველა ერთნაირად ძლიერი ვერ იქნება, მაგრამ არც ლიცენზიის მოპოვება შეუძლია ყველას. კაცმა ამდენ შეჯიბრებაში იასპარეზა და გამოუცდელი როგორ იყო? თან იმ ტრასაზე ოლიმპიური ჩემპიონიც ჩამოვარდა დ სხვა გამოცდილ სპორტსმენებსაც მოუვიდათ ავარია. თან ქუმარიტაშვილმა იქ შარშანაც ისრიალა და იმ საბედისწერო ავარიის წინა დღესაც, უშუალოდ იმ დღეს კი მეექვსედ ეშვებოდა იმ ტრასაზე... პავლოვსკი ამ ტრაგედიას მიუდგა პოლიციური კუთხით, როგორც ადამიანის დაღუპვას, და არა სპორტული კუთხით. 21 წლის ასაკში ბევრი ამთავრებს კარიერას და ჩემთვის მიუღებელია, ქუმარიტაშვილს გამოუცდელი ვუწოდო.

პავლოვსკიმ ტრასის სახიფათო ხასიათზეც მიუთითა, თუმცა ეს ფაქტორი საორგანიზაციო კომიტეტმაც აღიარა, ოღონდ არაპირდაპირ, როცა მეორე დღესვე ტრასას რეკონსტრუქცია გაუკეთეს და სიჩქარე დააგდეს. სპორტსმენის გამოუცდელობაზე ერთი სიტყვა არ თქმულა არც საერთაშორისო ფედერაციის და არც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დასკვნებში, რადგან მათ მომხდარი სპორტული კუთხით განიხილეს. ცხადია, იყო მისი შეცდომა, მაგრამ შეუმცდარი არავინაა და სპორტის არც ერთ სახეობაში ეს ფატალურ შედეგში არ უნდა გადაიზარდოს.

რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმას, ცხადია, ყველაზე რეალური სასამართლოში სარჩელის შეტანაა, მაგრამ ოჯახის პოზიციას დაველოდებით. მე ორშაბათსაც ბაკურიანში ვიყავი ქუმარიტაშვილის საფლავზე - მისი ძეგლის გახსნაზე ჩავედი. ოჯახის პოზიცია იმთავითვე ისეთი იყო, რომ ჩივილს არ აპირებდნენ და გუშინწინაც იგივეს ამბობდნენ, ოღონდ მაშინ ამ განცხადების შესახებ არ ვიცოდით. გუშინ ოჯახს ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე დაუკავშირდა და არც მასთან გამოუთქვამთ სარჩელის შეტანის სურვილი, მაგრამ თუ ამას ისურვებენ, ცხადია, ვიჩივლებთ. ამ დღეებში კიდევ დავუკავშირდებით საბოლოო პასუხის გასაგებად.

მოგეხსენებათ, ქუმარიტაშვილის სახელზე ბაკურიანში საციგაო ტრასის აშენებაა განზრახული. რამდენადაც მე ვიცი, გერმანელი ექსპერტები ორ კვირაში უკვე დაამთავრებენ პროექტს, მალე კი ბაკურიანში სპორტის ამ სახეობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენდტი ჩამოდის. თუ ეს ტრასა მართლაც აშენდა, მისი სახელის უკვდავსაყოფად ეს ყველაზე კარგი იქნება. ტრასის მშენებლობა 5-7 მილიონი დოლარი დაჯდება, ამდენს კი სასამართლოში ჩივილით ვერც მოვიგებთ. სხვათა შორის, მამამისსაც ძალიან უნდა ამ ბაზის გაკეთება და ამბობს, იქ მე ვიმუშავებ და ჩემი შვილის სახელზე ისევ აღვზრდი მოციგავეთა ახალ თაობასო.

[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა