ჰიონესმა კიოლნში გამართულ კონგრესზე მისთვის დამახასიათებელი "წვეტიანი აზრები" გამოთქვა
"ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესს ასეთი ჩვეულება აქვს: მინიმუმ კვარტალში ერთხელ აუცილებლად უნდა გააკეთოს ისეთი განცხადებები, რაზეც მერე მთელი საფეხბურთო გერმანია რამდენიმე დღე ილაპარაკებს.

60 წლის "ენაჭარტალა ული" უმეტესად მაშინ ფეთქდება ხოლმე, როცა საინტერესო ბევრი არაფერი ხდება, ანაც "ბაიერნს" პრობლემები აქვს.

ამჯერად აშკარად პირველ მიზეზთან გვაქვს საქმე, რადგან მიუნხენურ გრანდს პრობლემები ნამდვილად არ აქვს.

ჰიონესმა კიოლნში გამართულ კონგრესზე მისთვის დამახასიათებელი "წვეტიანი აზრები" გამოთქვა.

ძალადობა ფანების მხრიდან

"ვინც ეს პრობლემა თავის დროზე ვერ დაინახა, დღეს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. ამის ყველაზე კატასტროფული მაგალითი "კიოლნია", სადაც ე.წ. ფანები ფეხბურთელებს მოკვლით ემუქრებიან!

კიოლნში ბოლო სტუმრობის დროს, მატჩის წინ ამ კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად ვისადილე და მითხრეს, არც კი ვიცით, რა მოხდება, მეორე ბუნდესლიგაში რომ გავვარდეთო - ძალიან შეშინებულები იყვნენ. როცა კლუბს თავისი ფანების ეშინია, ეს უკიდურესად კრიტიკულ სიტუაციას ნიშნავს."

დორტმუნდის ბორუსია

"დორტმუნდი" ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ დიდხანს არ ნიშნავს იმას, რომ "ბორუსიამ" "ბაიერნის" დონეს მიაღწია, ან, მით უმეტეს, გაასწრო.

ვინც არ მეთანხმება, გაიაროს, მაგალითად, პეკინის ქუჩებში და სთხოვოს ხალხს გერმანული საფეხბურთო კლუბის დასახელება - დარწმუნებული ვარ, რომ ყველა "ბაიერნს" დაასახელებს და არა "დორტმუნდს". "ბაიერნს" მარტო ბოლო 30 წელიწადში ისეთი შედეგები აქვს ნაჩვენები, რომ "დორტმუნდს" ამ რენომეს მისაღწევად ზედიზედ ათი ჩემპიონობა სჭირდება. "ბორუსია" რეგიონალური თემაა, "ბაიერნი" კი "გლობალური მოთამაშეა".

იოახიმ ლიოვი და გერმანიის ნაკრები

"მე არ ვეთანხმები კრიტიკის იმ ფორმას და რაოდენობას, რაც გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაატყდა. საბერძნეთთან მატჩის შემდეგ ყველა იოგის აქებდა და ისეთი განცდა მქონდა, რომ ინგლისელი რომ ყოფილიყო, ლორდის წოდებას მიანიჭებდნენ.

სამ დღეში ბუნდესგუნდი იტალიასთან დამარცხდა და გერმანული საფეხბურთო საზოგადოების აზრი ლიოვის მიმართ უცებ რადიკალურად შეიცვალა. ასეთ დაძაბულ და ცვალებად გარემოში მუშაობა და წარმატებების მიღწევა ძალიან ძნელია.

მე ვფიქრობ, რომ იოგი ლიოვი ძალიან კარგი მწვრთნელია, გერმანიის ნაკრებს უდიდესი პროგრესი განაცდევინა და თავის საქმეს დღეს კარგად აკეთებს. ჩემი აზრით, წნეხის ქვეშ მოქცევას და კრიტიკას, პირველ რიგში, ბუნდესგუნდის ფეხბურთელები იმსახურებენ."

ბაიერნის მწვრთნელი იუპ ჰაინკესი

"გუშინ "ბაიერნის" სპორტულ დირექტორ მათიას ზამერს შევხვდი, რომელმაც მითხრა, ჰაინკესთან იდეალური ურთიერთობა მაქვსო. მათიასს ოდნავადაც არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ იუპთან ერთად კარგად მუშაობს.

შესაბამისად, არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ აქედანვე ვიფიქროთ, რა იქნება გაისად, როცა ჰაინკესს კონტრაქტი დაუმთავრდება. არ გამოვრიცხავ, რომ ჰაინკესთან თანამშრომლობა ამ სეზონის შემდეგაც გავაგრძელოთ."

ხავი მარტინესი

"ხავი მარტინესის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადავიხადეთ და ეს მართლაც დიდი თანხაა. ადრე ასეთ ტრანსფერებს ყოველთვის ვაკრიტიკებდი, თუმცა ჩემს მიერ გაკრიტიკებულ ძვირფას ტრანსფერებსა და მარტინესის მიუნხენში გადმოსვლას შორის განსხვავება ის არის, რომ "ბაიერნს" ამ ტრანსფერის განსახორციელებლად კრედიტის აღება არ მოუხდა.

ჩვენ ეს ტრანსფერი ჩვენი ფულით დავაფინანსეთ! რაც შეეხება ფეხბურთელს: ვფიქრობ, რომ ხავი უკვე ბუსკეტსის ან ჩაბი ალონსოს დონის მოთამაშეა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kabalierro
ვერ გავიგე რა უნდა ამ სტატიის ავტორს. სად ხედვას წვეტიან აზრს? ჰიონესი პირდაპირი და ეპატაჟური ფიგურა რომ არის ეს არავისთვის არ არის უცხო მგონი და არც არაფერი უთქვამს ლოგიკას მოკლებული. მაშინ გაამუქეთ ის აბზაცი სადაც ე.წ. წვეტიან აზრებს ხედავთ. ჰიონესი არი უნიკალური ადამიანი მთელს საფეხბურთო სამყაროში. ბაიერნის გულისთვის ცოლს მიცემს კაცი ალბათ სხვას.
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა