დევიდი ანდალუსიური კლუბის 75-პროცენტიან წილს უმიზნებს
ამერიკული "ლოს ანჯელეს თაიმსის" ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების ყოფილი ლიდერი დევიდ ბექჰემი ესპანური კლუბის "მალაგას" შეძენას აპირებს.

ჩვენი ამერიკელი კოლეგების ცნობით, 37 წლის ინგლისელი ანდალუსიური კლუბის 75-პროცენტიან წილს აშშ-ის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან, ალექსი ლალასთან ერთად უმიზნებს.

თუ "მალაგა" მართლაც გადავა დევიდის მფლობელობაში, ბექჰემი, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 115 მატჩი აქვს ჩატარებული, შეიხ აბდულა ბინ ნასერ ალ ტანის შეცვლის, რომელიც ესპანურ კლუბს 2010 წლიდან პატრონობს.

ყატარელმა "მალაგა" თავის დროზე 25 მილიონ ევროდ შეიძინა და მას მერე კლუბს ბევრი ფული დაახარჯა. ახლა კი, როგორც ირკვევა, ამ ჰობისადმი ინტერესი დაკარგა და ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, "მალაგას" გაყიდვა უნდა.

მას მერე, რაც ანდალუსიელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეაღწიეს, ამბობდნენ, შეიხს "მალაგასკენ" გული მიუბრუნდაო, მაგრამ ფაქტია, რომ ესპანურ კლუბს, რომელმაც წინა სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა, ჯერ კიდევ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა