14 სექტემბერს საჩხერის "ჩიხურა", რომელმაც სეზონი ზედიზედ სამი გამარჯვებით დაიწყო, ბოლნისის "სიონს" მიიღებს
საქართველოსა და ესპანეთის სანაკრებო მატჩით მიღებული ემოციებიდან გამოსვლა ჯერ კიდევ ძნელია, მაგრამ ამიერიდან საქართველოს ჩემპიონატი განახლდება და დროა, ჩვენი ყურადღება შინაური საქმეებისკენ მივაპყროთ.

პრემიერლიგის მეხუთე ტური 14 სექტემბერს ორი მატჩით გაიხსნება, დანარჩენი ოთხი მატჩი კი 15 სექტემბერსაა დანიშნული.

ტურის ცენტრალური შეხვედრა სწორედ 15 შაბათს ჩატარდება - გორში "დილა" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს. ამ და 15 სექტემბერს გასამართ სხვა მატჩებზე "ლელოს" შაბათის ნომერში ვისაუბრებთ, ახლა კი დღევანდელ შეხვედრებს შევეხოთ.

საჩხერის "ჩიხურა", რომელმაც სეზონი ზედიზედ სამი გამარჯვებით დაიწყო, ბოლნისის "სიონს" მიიღებს.

თუკი "ჩიხურამ" წინა ტურში პირველი მარცხი განიცადა, "სიონი" ჯერჯერობით დაუმარცხებელია და სატურნირო ცხრილის შუალედშიც დამკვიდრდა. მასპინძლები გამარჯვების შემთხვევაში ლიდერთა ჯგუფში შეინარჩუნებენ ადგილს, სტუმრებისთვის კი, წესით, არც ფრე უნდა იყოს ურიგო შედეგი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინათ "სიონის" მთავარ მწვრთნელად არმაზ ჯელაძე დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე სადებიუტო მატჩი წინა ტურში, შინ "ვიტ ჯორჯიასთან" ჩაატარა.

ის შეხვედრა 1:1 დასრულდა. "ჩიხურა" კი გასულ ტურში მარტვილში "მერანთან" 0:1 დამარცხდა.

საჩხერის სტადიონი ჯერ კიდევ არ არის იმ მდგომარეობაში, ოფიციალურ მატჩს რომ უმასპინძლოს და ამჯერად "ჩიხურა" მეტოქეს სოფელ ივანწმინდაში დაუხვდება, სადაც მაღალი დონის საფარი ყოფილა.

საშინაო სტადიონის კიდევ უფრო მწვავე პრობლემა აქვს ბათუმის "დინამოს", რომელმაც თბილისის "დინამო" ზესტაფონში მიიღო, ახლა კი რუსთავის "მეტალურგს" ფოთში უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, ბათუმის სტადიონის მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა, ქობულეთში კი კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და "დინამოს" საშინაო მატჩების გამართვა იქ მალე შეეძლება.

ბათუმელებს ამ სეზონში ჯერ არ მოუგიათ, მაგრამ ცუდი სტარტის შემდეგ წინა ტურში "ზესტაფონთან" სტუმრად ფრეს მიაღწიეს, რაც "დინამოს" ფეხბურთელებს უდავოდ გამოუკეთებდა განწყობას და საკუთარი თავის რწმენასაც შემატებდა.

ასე რომ, სულაც არ იქნება გასაკვირი, აჭარული კლუბი დღეს საკუთარ აქტივს რაიმეს თუ შემატებს.

საწყის ორ ტურში "მეტალურგს" ორი გამარჯვება და ორი მარცხი აქვს და ქულათა მარაგის შევსება რუსთაველებსაც ჰაერივით სჭირდებათ.

ბათუმელთა მსგავსად, 14 სექტემბერს მათაც აქვთ წარმატების შანსი. საინტერესოა, დროულად შეძლებენ თუ არა "მეტალურგის" წევრები იმ შოკიდან გამოსვლას, რაც 2 სექტემბერს მიიღეს - მეოთხე ტურში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედოსთან" შინ 0:4 განადგურდა.

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბურთები

ქ

1.

დინამო (თბ)

4

4

0

0

12-2

12

2.

ტორპედო

4

3

0

1

8-3

9

3.

ჩიხურა

4

3

0

1

6-3

9

4.

მერანი

4

2

0

2

3-4

6

5.

მეტალურგი

4

2

0

2

2-5

6

6.

სიონი

4

1

3

0

6-5

6

7.

ზუგდიდი

4

1

2

1

3-2

5

8.

ზესტაფონი

4

1

1

2

3-3

4

9.

ვიტ ჯორჯია

4

1

1

2

2-3

4

10.

დინამო (ბთ)

4

0

2

2

2-7

2

11.

კოლხეთი

4

0

2

2

1-8

2

12.

დილა

4

0

1

3

4-7

1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა