ბულგარულ ბურგასში, შავი ზღვის ქვეყნების მოჭადრაკეთა ფინალურ ტურნირში, 13 სექტემბერს მე-2 ტურის პარტიები გაიმართა
ბულგარულ ბურგასში, შავი ზღვის ქვეყნების მოჭადრაკეთა ფინალურ ტურნირში, 13 სექტემბერს მე-2 ტურის პარტიები გაიმართა.

იმის მიუხედავად, რომ თითოეულში 48-დან 75 სვლა გაკეთდა, მეტოქეები მაინც მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

დაზავდნენ: ლივიუ-დიტერ ნისიპეანუ (რუმინეთი) - ბაადურ ჯობავა (საქართველო), ალექსანდრ არეშჩენკო (უკრაინა) - ივან ჩეპარინოვი (ბულგარეთი), ვლადიმირ მალახოვი (რუსეთი) - სუათ ატალიკი (თურქეთი).

ამდენად, 2 ტურის შემდეგ 1,5 ქულით მალახოვი დაწინაურდა; არეშჩენკოს, ჩეპარინოვს, ატალიკსა და ნისიპეანუს თითო, ჯობავას კი 0,5 ქულა აქვს.

მეორეში უდანაკარგოდ

ათი შესაძლებლიდან 10 ქულა - ასეთი იყო საქართველოს მოჭადრაკეთა მონაგარი თურქული იზმირის მე-11 საერთაშორისო ტურნირის მე-2 ტურში (შეჯიბრებაში უნდა ეასპარეზა მალხაზ სულაშვილსაც, რომელსაც გამოუცხადებლობის გამო 12 სექტემბერს წაგება ჩაეთვალა.

13 სექტემბერს კი წილისყრიდან ამოღებული იყო (ეტყობა, იზმირში სათამაშოდ არ ჩავიდა): დავით მაღალაშვილი - ონურ ულანი 1:0, აკინ ოზოი - შოთა აზალაძე 0:1, გიგა ყუფარაძე - მურათკან ორაქსი 1:0, ზურაბ ჯავახაძე - დენიზ დემირი 1:0, ივერი ჭიღლაძე - უფუკ ოზკანი 1:0, ბაჩანა მორჩიაშვილი - მუსტაფა ულუსოი 1:0, ნურიე აისა გულაი - ალექსანდრე ებრალიძე 0:1, მარიამ ჭოლაძე - ემირხან ოზი 1:0, ბურა ერსოი - კონსტანტინე შანავა 0:1, იანკი კარა - არმენ გრიგორიანი 0:1.

ამდენად, ორი ტურის შემდეგ შანავას და გრიგორიანს 1,5-1,5 ქულა აქვთ, დანარჩენები კი უდანაკარგოდ განაგრძობენ პაექრობას.

14 სექტემბერს, მე-3 ტურში ჩვენებურები ასე დაწყვილდნენ: ფირატ სელეპსი - მაღალაშვილი, აზალაძე - ალპერ ერენი, ებრალიძე - ყუფარაძე, მელიხ ოქუზი - ჯავახაძე, სუხეი აიდინალპი - ჭიღლაძე, ორხან აბდულოვი - ჭოლაძე, დენიზ ჰაზარი - მორჩიაშვილი, შანავა - კიჰან დილეკი, გრიგორიანი - ქაან ქენგინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა