საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგის დასავლეთ ზონაში მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგის დასავლეთ ზონაში მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა. აქ გათამაშებას სათავეში ორი გუნდი უდგას - რუსთავის "ხარები" და თბილისის "აკადემია". ორივე დღემდე დაუმარცხებელია, ერთმანეთთან დაპირისპირებაში კი პირველ წრეში ფრეს დასჯერდნენ.

"ხარებმა", რომელსაც 35 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, შინ დაამარცხა თბილისის "ხულიგანა" - 29:5. თბილისური გუნდი ამ წაგების შემდეგ ლიდერს 14 ქულით ჩამორჩა და მესამე ადგილზეა. აკადემიელებმა კი უმძიმეს ბრძოლაში, მატჩის მიწურულს გატანილი ლელოს წყალობით დაამარცხეს "არმია" - 10:7. "აკადემიას" 32 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზეა.

ტურის კიდევ ერთ მატჩში ოზურგეთის "არწივებმა" სტუმრად დაამარცხეს ჭიათურის "იმერეთი" - 47:15. რეგულარული გათამაშების დასრულებამდე გუნდებს ოთხ-ოთხი შეხვედრა დარჩათ გასამართი. ლიდერთა დუეტს დანარჩენები იმდენად ჩამორჩებიან, რომ ძნელი სავარაუდოა, მათ ვინმემ პლეი ოფში გამსვლელი საგზური დააკარგვინოს.

ჭაბუკთა A ლიგა. დასავლეთი ზონა

IX ტური

იმერეთი-არწივები 15:47, აკადემია-არმია 10:7, ხარები-ხულიგანა 29:5.

სატურნირო მდგომარეობა

1. ხარები - 35 ქულა, 2. აკადემია - 32, 3. ხულიგანა - 21, 4. არწივები - 20, 5. არმია - 18, 6. იმერეთი - 5, 7. ყოჩები - 2.

X ტური

არმია-არწივები, ყოჩები-აკადემია, ხულიგანა-იმერეთი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის B ლიგაში პლეი ოფის მატჩები 21 სექტემბრიდან დაიწყება. აქ რვა გუნდი ორ, A და B ჯგუფებშია განაწილებული. ჩემპიონის ტიტულისთვის ჯგუფებში საუკეთესოები იბრძოლებენ ფინალში.

A ჯგუფები: ჯიქები (თბილისი), ხულიგანა (თბილისი), რაინდები (ფოთი), აია 3 (ქუთაისი).

B ჯგუფები: ხარები (რუსთავი), აკადემია (თბილისი), აია 1 (ქუთაისი), აია 2 (ქუთაისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა