ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვასილ კაკოვინი: ტესტებისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ

ვასილ კაკოვინი: ტესტებისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ

"ტულუზის" ქართველი მორაგბე კლუბში არსებულ მდგომარეობასა და ნაკრებზე საუბრობს
საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ვასილ კაკოვინი წლეულს, სეზონებს შორის შესვენებისას, საფრანგეთის გრანდში და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, "ტულუზში" ჩაირიცხა.

ცნობისთვის, ეს კლუბი საფრანგეთის ოცგზის ჩემპიონია და ოთხჯერ აქვს მოგებული ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, "ჰაინეკენის თასის" გათამაშება.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო ჩვენებურს სეზონის დასაწყისი გაუცდა. მან საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და დებიუტი "ტულუზის" შემადგენლობაში განვლილ ტურში "აჟენთან" მატჩში ჰქონდა. საერთო აღიარებით, კაკოვინმა შესანიშნავად ითამაშა. აი, რას წერს ყოველდღიური სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი" ქართველი მორაგბის შესახებ:

"მატჩის წინ "ტულუზის" მთავარი მწვრთნელი ტყუილად არ იქადნიდა, დღეს ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვეყოლებაო. გუნდის ახალწვეულისთვის, ვასილ კაკოვინისთვის ერთი ტაიმიც საკმარისი აღმოჩნდა, რათა კიდევ ერთხელ ეჩვენებინა თავისი ნიჭიერება. ის შერკინების მარცხენა მხარეს ბრდღვინავდა და ძალზედ ნაყოფიერად გაისარჯა."

აქვე შეგახსენებთ, რომ ამავე გაზეთის ვერსიით, კაკოვინი სიმბოლურ ნაკრებში შევიდა და შერკინების საუკეთესო მარცხენა ბურჯად დაასახელეს. მაშინ ვასო "ბრივში" თამაშობდა, რომელსაც ხელი მოეცარა და მეორე დივიზიონში დაქვეითდა.

ვასილ კაკოვინს ტულუზში დავუკავშირდით. საუბარი სამწუხარო ახალი ამბით დაიწყო. წინა დღეს, ვარჯიშზე ფეხის კუნთი გაუწყვეტია და სამი კვირა ისევ უქმობა მოუწევს.

- ფატალურად არ მიმართლებს. სეზონებს შორის შესვენებისას საზარდულის ოპერაცია გავიკეთე. მკურნალობის პროცესმა კარგად ჩაიარა, ყველაფერი თითქოს წესრიგში იყო. ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში ვითამაშე კიდეც. გუშინ კი ვარჯიშზე იმავე საზარდულის ოდნავ ზემოთ კუნთი გამიწყდა. ექიმები მეუბნებიან, რომ ერთ კვირაში ვარჯიშის დაწყებას შევძლებ, სამი კვირის თავზე კი ვითამაშებ კიდეც.

- ძალიან სამწუხაროა. არადა, პირველი მატჩის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშეთ, პრესის შესანიშნავი შეფასება დაიმსახურეთ...

- დიახ, არა მარტო პრესა, მწვრთნელებიც ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ორი თვეა, არ მითამაშია და მაქსიმალურად მოვინდომე, რათა ჩემი შესაძლებლობები გამომევლინა. ამასთან ერთად, კარგი ის იყო, რომ დიდი ანგარიშით მოვიგეთ. თანაც ვიცოდი, რომ ერთ ტაიმს ვითამაშებდი.

მეორე ტაიმში სამხრეთაფრიკელმა ხუთრო სტენკამპმა შემცვალა. მომდევნო ტურშიც ასე უნდა ყოფილიყო. ძირითად შემადგენლობაში ისევ მე მაყენებდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, სამი კვირის განმავლობაში ისევ მკურნალობა მომიწევს.

- ხუთრო სტენკამპი ახსენეთ, რომელიც თქვენი მთავარი კონკურენტია. როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან და, საერთოდ, როგორები არიან ფრანგული გრანდის მორაგბეები?

- ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები არიან. სხვა გუნდების მოთამაშეებისგან განსხვავებით, ცოტა უფრო მეტად პროფესიონალურად უდგებიან საქმეს.

- აი, სწორედ ეგ მინდოდა მეკითხა. რით განსხვავდება ერთმანეთისაგან "ბრივი" და "ტულუზი"?

- როგორც უკვე ვთქვი, აქ უფრო პროფესიული მიდგომაა ყველაფრისადმი. მაგალითად, საკუთარ მოედანზე "ტულუზს" დიდი ხანია, არ წაუგია. ეს ამ კლუბის მიმართ უმთავრესი მოთხოვნაა. ამას ითხოვენ კლუბის ხელმძღვანელებიც და გუნდის ქომაგებიც. შინაურ კედლებში მარცხი "ტულუზისთვის" წარმოუდგენელი ამბავია. ამიტომ თამაშისთვის მზადება, ყველა დეტალი უმაღლეს პროფესიულ დონეზე განიხილება. თამაშისას ყველა ბოლომდე იხარჯება.

"ბრივში" ასე არ იყო. ყველა გამარჯვებისთვის შემართული არ გახლდათ. ბევრი ცდილობდა, მხოლოდ საკუთარი თავი წარმოეჩინა და გუნდი მოიგებდა თუ წააგებდა, არ ადარდებდათ. "ტულუზში" მოთამაშეთა უმრავლესობა 7-8 წელიწადია, ერთად იბრძვის სხვადასხვა შეჯიბრებაში და ამიტომ ერთი ოჯახივითაა გუნდი შეკრული.

- თქვენ, ალბათ, ჯერ არ ხართ მთლად ტულუზელი...

- ცხადია, არა, სულ რაღაც ერთ მატჩში ვითამაშე. აი, ერთი სეზონის შემდეგ კი სულ სხვა იქნება - მართლა ტულუზელად ვიგრძნობ თავს.

- "ტულუზში" კიდევ ერთი ქართველი, ჯაბა ბრეგვაძე ირიცხება...

- ჯაბამაც ოპერაცია გაიკეთა, ცოლიც მოიყვანა. ახლა კარგადაა, ვარჯიში უკვე დაიწყო და, სავარაუდოდ, ორ თვეში თამაშსაც შეძლებს.

- საქართველოს ნაკრების ვეტერანი, შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძეც "ტულუზში" განაგრძობს კარიერას?

- დიახ, ოღონდ არა როგორც მოთამაშე, არამედ როგორც მწვრთნელი. მას "ტულუზის"' ყველა ასაკობრივ გუნდში შერკინების კვაჭების აღზრდა აბარია. ახალგაზრდა მორაგბეებსა და ბავშვებს ამ პოზიციაზე სათამაშოდ აუცილებელ უნარ-ჩვევებს უნერგავს.

- "ტულუზის" მიზანი, ცხადია, ისევ ჩემპიონობა იქნება, თუმცა სტარტზე ერთი მატჩი მაინც წააგეთ...

- ერთი თამაში წავაგეთ სტუმრად "ბიარიცთან". ჩვენმა დამრტყმელმა ხუთი საჯარიმო ვერ გაიტანა. ამ შაბათს ასევე სტუმრად ვეთამაშებით "პერპინიანს". აუცილებლად მოვუგებთ და თანაც დიდი ანგარიშით, ვინაიდან კატალონიელებს შერკინების ორივე ძირითადი ბურჯი ტრავმირებული ჰყავთ. ჩვენი მორკინალები ძალიან დაჩაგრავენ. ჰოდა, თუ "ტულუზმა" შერკინებაში უპირატესობა მოიპოვა, დამთავრდა, მისი შეჩერება შეუძლებელია.

- შარშანდელ ჩემპიონატში შერკინების საუკეთესო მარცხენა ბურჯად დაგასახელეს. არადა, საფრანგეთის ჩემპიონატში ძალიან ბევრი მაღალი დონის ბურჯები თამაშობენ...

- დიახ, ასე იყო, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ერთი დეტალი. სიმბოლურ ნაკრებს იმის მიხედვით ადგენენ, ვინ რამდენი ვარსკვლავი მიიღო. ანუ ყოველ ტურში თითოეული მორაგბის თამაშს ვარსკვლავებით აფასებენ. მე 18 ვარსკვლავი დამიგროვდა, რადგან ხშირად მიწევდა თამაში.

ჩემს თანაგუნდელ სამხრეთაფრიკელ სტენკამპს კი სულ შვიდჯერ მოუწია თამაში. ამიტომაც აღმოვჩნდი მასზე წინ, თორემ სტენკამპი ჩემზე მეტად გამოცდილია და რასაც ვუყურებ, ძალიან მაგარია. ის სამხრეთ აფრიკის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო. ეს კი შემთხვევით არ ხდება.

- ტულუზში საკმაოდ ძლიერი ფეხბურთის გუნდიც ჰყავთ. რომელი უფროა პოპულარული, რაგბი თუ ფეხბურთი? ქალაქი სარაგბოა თუ საფეხბურთო?

- ტულუზი სარაგბო ქალაქია. სიგიჟემდე უყვართ რაგბი, მორაგბეებს დიდ პატივს სცემენ. სადაც უნდა შეხვიდე, მაღაზიაში, ექიმთან სავადმყოფოში, საკონსულოში ვიზისთვის და ასე შემდეგ, ყველგან რიგს გვითმობენ.

ყოველი მოგებული მატჩის შემდეგ კი ქალაქში ზეიმი იმართება. ერთი სიტყვით, შესანიშნავი გარემოა.

აღარაფერს ვამბობ იმ პირობებზე, რაც ჩვენს კლუბს გააჩნია. აბსოლუტურად ყველაფერი აქვთ, შენ მხოლოდ ითამაშე. ახლა ახალ ბაზას აშენებენ, სადაც ყველა მორაგბეს ცალკე, თავისი მოსასვენებელი ოთახი ექნება. სავარჯიშო და დასასვენებელ სხვა პირობებზე აღარაფერს ვამბობ.

- ნოემბერში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი ტესტმატჩი აქვს სათამაშო იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან. იმედია, კლუბისგან პრობლემა არ შეგექმნება...

- ამ თემაზე ამათთან ჯერ არ მილაპარაკია. თუ გამომიძახებენ, ცხადია, ჩამოვალ. ძალიან მინდა ნაკრებში ვითამაშო. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რა მდგომარეობაში ვიქნები ჯანმრთელობის მხრივ.

ტრავმები მომეძალა და ვნახოთ, რა იქნება. ისე, იაპონია და ფიჯი ძალიან ძლიერი გუნდებია, საინტერესო იქნება მათთან თამაში. თუ მოგება გვინდა, კარგად უნდა მოვემზადოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის

ქართველები ევროტურნირების ფინალში

ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ

"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს