შოთა გრიგალაშვილის ოსურ კლუბში გადასვლას პოლიტიკური გამოხმაურებაც მოჰყვა

ვლადიკავკაზის "ალანიას" პრეზიდენტი ვალერი გაზაევი ზაფხულის ტრანსფერებით კმაყოფილია და ახალწვეულები დაახასიათა, მათ შორის, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი, რომელიც გორის "დილადან" დაიმატა.

"მთლიანობაში, სატრანსფერო პერიოდში გაწეული მუშაობით კმაყოფილი ვარ, რადგან რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელით გავძლიერდით.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი დავიმატეთ, რომელსაც ცენტრალური და ფლანგის ნახევარმცველების პოზიციებზე შეუძლია თამაში", - ამბობს გაზაევი "ალანიას" ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში.

როგორც მოსალოდნელი იყო, გრიგალაშვილის ოსურ კლუბში გადასვლას პოლიტიკური გამოხმაურებაც მოჰყვა.

გამოცემა "ოსრადიოში" გამოქვეყნდა წერილი, სადაც საქართველოზე საკმაოდ შეურაცხმყოფელი რამ წერია. ამიტომ მხოლოდ მის ნაწილს შემოგთავაზებთ, საიდანაც ჩანს, რომ გრიგალაშვილს დასამკვიდრებლად მძიმე გზის გავლა მოუწევს.

"აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შესვლა კანონით ისჯება, მაგრამ გრიგალაშვილის "ალანიაში" გადასვლამ სხვა რამ გვაჩვენა.

გრიგალაშვილის "ალანიაში" ჩამოყვანა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ვლადიკავკაზური კლუბის პრეზიდენტი ვალერი გაზაევი თბილისს ესტუმრა - ტრანსფერი ამის შემდეგ, სექტემბრის დასაწყისში გაფორმდა.

არადა, ქართული კანონმდებლობით, გაზაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო, რადგან "ოკუპირებულ ტერიტორიებზე" მიღებული კანონის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე სამხრეთ ოსეთს რამდენჯერმე ესტუმრა. ამჯერად საქართველოში სწორედ ცხინვალის მხრიდან შევიდა.

უნდა ითქვას, რომ გრიგალაშვილის "ალანიაში" გადასვლამ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის პატრიოტების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ბევრი ფიქრობს, რომ ეს ტრანსფერი, შესაძლოა, კლუბში ქართველი მოთამაშეების ბირთვის შეკრების დასაწყისია.

ოსეთის ორივე ნაწილში(?!) გუნდში ოსი ვარსკვლავების ხილვა სურთ. ამიტომაც დაფიქსირდა გარკვეული უკმაყოფილება და იმედგაცრუება, ვაითუ გუნდში ქართველი მოთამაშეების მიწვევის ტრადიცია აღორძინდესო.

არის ფაქტები, რომ გულშემატკივრები "ალანიას" შეხვედრებზე დასწრებასა და გულშემატკივრობაზე უარს ამბობენ მანამ, სანამ გუნდში ქართველი ფეხბურთელები იასპარეზებენ", - წერს "ოსრადიოს" ჟურნალისტი.

წერილში ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ საქართველო ორმაგ სტანდარტებს იყენებს და გაზაევი იმიტომ გაატარეს, რომ ქართულ კლუბს ფული შესთავაზაო.

დალოცვილო, არაფერი უთხრეს, უპრობლემოდ შემოატარ-გაატარეს და გაზაევის დაკავება და ურთიერთობის კიდევ დაძაბვა უკეთესი იქნებოდა?

წესით, ეს წერილი საქართველოში უნდა დაწერილიყო, მაგრამ არის რაღაც ადამიანური, რომელსაც არასოდეს გადავუხვევთ, რადგან ოსებთან საუკუნოვანი ძმობა და ნათესაობა გვაკავშირებდა და მისი აღდგენა გვსურს. ფეხბურთი კი ამის მშვენიერ საშუალებას იძლევა.

ოსრადიო: ალანიაში ქართველის გადასვლას ვაპროტესტებთ?! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შოთა გრიგალაშვილი ვლადიკავკაზის "ალანიაში" ჩაირიცხა

შოთა გრიგალაშვილი: უკვე დროა, უცხოეთში წავიდე

Shoda
შევხედოთ მათ საქციელს, დააკვირდეთ და ბევრ რამეს გავიგებთ! ის აღარ ახსოვთ ჩვენმა ბიჭებმა ჩემპიონები რომ გახადეს!
Walkabout
ამ ძმობას და მეგობრობას რომ თავი დავანებოთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს და ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშეს რა უნდა გაუჭირდეს ისეთი რომ ჯერ სათამაშოდ რუსეთში წავიდეს, ისიც ალანიაში და თანაც ამ ბანდაჟებს სალაპარაკო მისცეს, სირცხვილი არაა?
Tornike
ოსრადიო ხო ცნობილია თავისი ფაშისტურ-ქსენოფობიური გამონათქვამებით... საბედნიეროდ ოსი ხალხის დიდი ნაწილი ასე არ ფიქრობს
ზურა
ერთი გიორგი ბრწყინვალე წამოაყენა და განახებდათ ძმობას.
ზურა
რა ძმობა,რის ძმობა? ქართული მიწა მიითვისეს და კიდევ ძმები არიან? ძმები კი არა, დაუძინებელი მტრები არიან.
ანთოკელი
სადაური ძმობა და მეგობრობა, სახლში თავშესაფარ რომ მისცემ და მერე ზურგში დანას ცაგარტყავს? ჰაოსი და ქართლოსი წაიკითხეთ და მერე მიხვდებით რა და როგორ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა