პეკინში მიმდინარე უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ელენა იანკოვიჩს მორიგი წარუმატებლობა ელოდა. სერბმა ჩოგბურთელმა თავის თანამემამულესთან - 18 წლის ბოიან იოვანოვსკისთან წააგო პირველი წრის მატჩი - 6:4, 2:6, 2:6.

პეკინში მიმდინარე უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ელენა იანკოვიჩს მორიგი წარუმატებლობა ელოდა. სერბმა ჩოგბურთელმა თავის თანამემამულესთან - 18 წლის ბოიან იოვანოვსკისთან წააგო პირველი წრის მატჩი - 6:4, 2:6, 2:6. ელენამ მატჩის შემდეგ თავის ბოლოდროინდელ ჩავარდნაზე ილაპარაკა და ხაზი გაუსვა იმას, რომ სეზონის ბოლოს ჯანმრთელობასაც უჩივის და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც.

"მას შემდეგ, რაც ზაფხულში პორტოროჟის ტურნირზე ფეხი გადავიბრუნე, ვერაფრით ვახერხებ საკუთარი თამაშის პოვნასა და ოპტიმალური ფორმის დაბრუნებას. ამ ეტაპზე მხოლოდ ვცდილობ ძველ დონეზე გასვლას, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ შორს არის. ბევრი უნდა ვიმუშაო ძველი თამაშის დასაბრუნებლად.

ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, ღირდა თუ არა პეკინში გამგზავრება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბევრს და ხარისხიანად ვვარჯიშობდი, მაგრამ მაინც პირველი წრეში ვაგებდი ტურნირებს. და ტოკიოს ტურნირის შემდეგ ვიგრძენი, რომ ფსიქოლოგიურად დავიღალე მუდმივი წარუმატებლობებისგან და იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ვარჯიშებზე კარგი თამაში ოფიციალურ შეხვედრებში ვერ გადამაქვს. მაინც გადავწყვიტე პეკინში გამოსვლა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თუ მონდომებით მუშაობას აგრძელებ, შედეგი აუცილებლად იქნება, უბრალოდ მოთმინების უნარი უნდა გქონდეს", - ამბობს ელენა იანკოვიჩი.

სერბმა თავისი 18 წლის მეგობარი და მეტოქე - ბოიან იოვანოვსკიც შეაქო: "ვიცი, რამდენად სასიხარულო და სასარგებლოა ახალგაზრდა ასაკში ასეთი დიდი გამარჯვებების მოპოვება. ყოველი ახალი მატჩის მოგება დამაჯერებლობასა და მოტივაციას გმატებს და მუშაობის სურვილს აძლიერებს. მე მას მომავალში დიდ წარმატებას ვუსურვებ".

გუშინ ელენას ბედი გაიზიარა რუსმა მარია შარაპოვამ, რომელმაც პეკინში მეორე მატჩის ჩატარება მოასწრო. მართალია, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი თანამემამულე ელენა ვესნინასთან მატჩში ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მარიას ცუდ ფორმა სეზონის დასკვნით ნაწილში.

წინა კვირას შარაპოვამ პირველივე წრეში წააგო 40 წლის იაპონელ კიმიკო დატესთან, ხოლო პეკინის საწყის მატჩში ბულგარელ ცვეტანა პირონკოვასთან მოგებამ ისე გაახარა, თითქოს "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში გასულიყოს. მაგრამ მეორე დღეს მარიამ ვერაფერი დაუპირისპირა ვესნინას. არადა, შარაპოვას მეტოქეზე მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ათი ასეთი შანსიდან მხოლოდ ორი გამოიყენა, ვესნინამ კი შვიდი ბრეიკ-პოინტიდან ოთხი ბრეიკად აქცია და ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა - 7:6, 6:2.

ვოზნიაცკის ინფექცია შეეყარა

დანიელი ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიკაცი პეკინის ტურნირზე პირველ მატჩს დღეს გამართავს, მაგრამ მსოფლიოს მეორე ჩოგანი იტალიელ სარა ერანისთან შეხვედრას პრობლემებით ხვდება, რადგან სკანდინავიელს კუჭის ინფექცია შეხვდა.

"კაროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ამიტომაც კარგია, რომ პირველი წრის გამოტოვება უწევს. ის უბრალოდ დაიღალა. ექიმმა დასვენება, ბევრი სითხის მიღება და დიეტის დაცვა ურჩია. ასეც მოვიქცევით", - ამბობს ჩოგბურთელის მამა და მწვრთნელი პეტერ ვოზნიაცკი.

კაროლინისთვის პეკინის ტურნირის გამოტოვება დაუშვებელი იყო. დანიელი ძალიან ახლოს არის უდიდეს მიღწევასთან - თუ ვოზნიაცკი ჩინეთში მეოთხედფინალამდე მიაღწევს, მომავალი ორშაბათიდან WTA-ის კლასიფიკაციას ჩაუდგება სათავეში. ის გახდება მე-20 ქალი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც რეტინგის პირველ ადგილს მოიპოვებს.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა