უეფამ ბელორუსთან მატჩში საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელის მიერ გატანილი ბურთი გასული კვირის საუკეთესო გოლად აღიარა
უეფამ ბელორუსთან მატჩში საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელის, თორნიკე ოქრიაშვილის მიერ გატანილი ბურთი გასული კვირის საუკეთესო გოლად აღიარა.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას გუნდმა ბელორუსები სწორედ ოქრიაშვილის ერთადერთი გოლით დაამარცხა (იხილეთ ვიდეო).

უეფამ კი საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქართველ ფეხბურთელს ასეთი სიტყვები მიუძღვნა:

"საბერძნეთისა და კვიპროსის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის მატჩში (1:0) 20 წლის მცველმა იანის პოტურიდისმა მეკარე კრიაკოს იანს მოედნის საკუთარი ნახევრიდან ბურთი თავზე გადაუგდო. თუმცა ჩვენი ჯილდო მაინც პოტურიდისის ქართველ თანატოლს ერგება.

თორნიკე ოქრიაშვილმა ბელორუსის ნაკრებთან მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩში ერთი მოძრაობით მეტოქე გუნდის სამი ფეხბურთელი დაიბრიყვა და ბურთი კარის შორეულ კუთხეში გაუშვა.

"ასეთი ინდივიდუალური ოსტატობისა და მნიშვნელობის გოლი ადრე არ გამიტანია", - ამბობს გოლის ავტორი.

ასეთი გოლი ცოტას თუ გაუტანია - დავამატებთ ჩვენ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს ფინეთთან 12 ოქტომბერს გამართავს, ხოლო 4 დღის შემდეგ ბელორუსთან. ორივე შეხვედრას გუნდი გასვლაზე ჩაატარებს.

gizog
გილოცავ თოკო. გიმრავლოს ღმერთმა ასეთი და უფრო უკეთესი და ლამაზი, რაც მთავარია მნიშვნელოვანი გოლები.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა