მთელი ყურადღება "სანჩეს პისხუანისკენ" - ამ სტადიონზე შეიძლება ჟოზე მოურინიოს გუნდმა ქულები ისევ დაკარგოს
სანაკრებო პაუზის შემდეგ ლა ლიგა ხელახლა ბრუნდება. რადგან ჩემპიონატის დაწყებიდან სულ რაღაც სამი ტურია გასული, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურნირი თავიდან იწყება.

ოღონდ, ამ მცირე პერიოდის მიუხედავად ჩემპიონ "რეალს" ლიდერ "ბარსელონასთან" უჩვეულოდ დიდი ჩამორჩენა აქვს - 5 ქულა.

კატალონიელებს იდეალური სტარტი ჰქონდათ, მაშინ როცა "სამეფო" ბანაკში დიდი რყევები იყო, მათ შორის, საუკეთესო ფეხბურთელის უცნაურზე უცნაური განცხადება.

უპირველესად სწორედ ეს გვაინტერესებს, როგორ ითამაშებს კრიშიტიანო რონალდო 15 სექტემბერს, ტურის ცენტრალურ მატჩში "სევილიას" წინააღმდეგ.

სერხიო რამოსი შინ ბრუნდება

მაშ ასე, მთელი ყურადღება "სანჩეს პისხუანისკენ"! ამ სტადიონზე თავისუფლად შესაძლებელია, ჟოზე მოურინიოს გუნდმა ქულები ისევ დაკარგოს.

მიჩელის "სევილიას" ურიგო სტარტი არ ჰქონია: გამარჯვება და 2 ფრე, ანდალუსიური კლუბი ჯერ არ დამარცხებულა და არც 2 გოლზე მეტი გაუშვია.

ერთადერთი ადამიანი, ვინც მიიჩნევს, რომ თუკი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო თავს ბედნიერად ვერ გრძნობს "რეალში", მაშინ უნდა წავიდეს, რამონ კალდერონია, "რეალის" ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ყველგან და ყოველი შესაძლებლობისგან "ლოს ბლანკოსის" ახალ ხელმძღვანელობას აკრიტიკებს.

"სევილიას", როგორც იქნა, გამოუჯანმრთელდა ნახევარმცველი დიეგო პეროტი, ვინც შესაძლოა "რეალთან" გამოჩნდეს კიდეც. აი, ხოსე ანტონიო რეიესი კი მხარის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

დისკვალიფიკაცია დაუსრულდა დიეგო ლოპესს, რომელიც კვლავ ჩადგება მასპინძელთა კარში. შესაძლოა, ფრანგი ჟოფრეი კონდობიას დებიუტიც ვიხილოთ.

რაც შეეხება "რეალს", ტრავმირებული არავინაა, გუნდს მხოლოდ პორტუგალიელი ფაბიო კოენტრაო დააკლდება, რომელსაც 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. ერთადერთი მცირე ტრავმის გამო კრიშტიანომ პირად მწვრთნელ კარლოს ლალინთან ივარჯიშა და არა საერთო ჯგუფში.

სტატისტიკა "რეალის" სასარგებლოდ მეტყველებს - ზედიზედ 7 მატჩია, "სამეფო კლუბი" ამარცხებს "სევილიას". "სანჩეს პისხუანზე" ანდალუსიელებმა "რეალი" ბოლოს 2009 წლის ოქტომბერში დაამარცხეს - 2:1. ბოლო ორი სტუმრობისას, "რეალმა" მეტოქეს 12 გოლი გაუტანა!

ბოლო სამ მატჩში რონალდომ 8 გოლი გაუტანა მიჩელის გუნდს. ბუნებრივია, სევილიელები უპირველესად მას უნდა უფრთხოდნენ, თუმცა არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც მუდამ ამწარებს მათ - იკერ კასილიასი. სევილიაში ახლაც ახსოვთ კასილიასის საოცარი სეივი, როცა მან დიეგო პეროტის დარტყმა მოიგერია.

გასულ სეზონში კაპიტანმა თითქმის იგივე გაიმეორა, როცა მანუ დელ მორალის დარტყმული აიღო.

მნიშვნელოვანია, მიჩელის დაპირისპირება ყოფილ კლუბთან, სადაც გაითქვა კიდევაც სახელი ლეგენდარულმა ფეხბურთელმა. სხვათა შორის, მწვრთნელის რანგში მიჩელი მხოლოდ აგებს "რეალთან" დაპირიპირებებში.

"ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვიბრძვით, ვისაც არ უნდა ვხვდებოდეთ და რომელ მოედანზეც არ უნდა იყოს მატჩი. "სევილიას" კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ მათ პრობლემების შექმნა შეუძლიათ ჩვენთვის.

ჩემთვის სევილიაში თამაში ორმაგად სასიხარულოა, ეს ხომ ჩემი სამშობლოა, მეგობრებს ვნახავ, ნათესავებს მოვიკითხავ. "სანჩეს პისხუანზე" თამაშიც დიდი რამაა ჩემთვის, ამ სტადიონმა ხომ ბევრი შემძინა ფეხბურთში. ფაქტობრივად, იქ გავიზარდე პროფესიონალად და პიროვნებად", - განაცხადა "სამეფო კლუბის" 26 წლის ვიცე-კაპიტანმა სერხიო რამოსმა.

სერხიო 10 წლის ასაკიდან "სევილიაში" ირიცხებოდა, "რეალში" კი 2005 წელს გადავიდა 27 მილიონ ევროდ.

დაბოლოს, "რეალი" სევილიაში ახალი მაისურებით ითამაშებს, რომელიც უჩვეულო ფერისაა - მწვანე. 1965 წლის შემდეგ "სამეფო კლუბს" მწვანე ფერის ფორმა არ სცმია.

სავარაუდო შემადგენლობები

სევილია: დ. ლოპესი - სისინიო, ბოტია, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - რაკიტიჩი, მედელი, ტროხოვსკი - ნავასი, ნეგრედო, დელ მორალი.

რეალი: კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.

მოახდენს ხეტაფე მეორე სასწაულს?

"ბარსელონა" "ხეტაფეს" სტუმრობს, გუნდს, რომელმაც ლა ლიგის ახალდაწყებული სეზონის მთავარი შოკი შემოგვთავაზა - ჩემპიონი დაამარცხა.

ახლა მოკრძალებული მადრიდული კლუბი შეეცდება იგივე "ილეთი" ლიდერსაც ჩაუტაროს. მით უფრო, რომ ტიტო ვილანოვას პრობლემები დაუგროვდა - საქართველოს ნაკრებთან მატჩში დაიმტვრა ანდრეს ინიესტა, ხოლო ხორდი ალბა თბილისში გაცივდა, სამხრეთამერიკელ ალექსის სანჩესს კი საზარდული აწუხებს.

ამას თავად ტიტოს პრობლემაც ემატება - ის დისკვალიფიცირებულია და სათადარიგოთა სკამზე ვერ ვნახავთ.

სამაგიეროდ, დიდი შანსია ვნახოთ კაპიტანი კარლეს პუიოლი სპეციალური ნიღბით (!), რომლითაც ვეტერანი გატეხილ ყვრიმალს დაიცავს.

"ხეტაფეს" რაც შეეხება, ტრავმირებული აბრაამია მარტო, თანაც ყოფილ ბარსელონელს თამაში შეუძლია. ის კი არა, ველით ალვარო ვასკესის დებიუტს "ხეტაფეში", რატომ გაუშვა ეს ნიჭიერი ფორვარდი "ესპანიოლმა", დღემდე საოცარია.

სხვათა შორის, "ხეტაფემ" სულ ახლახან, გასულ სეზონში გაამწარა "ბარსა", როცა ხუან ვალერას გოლით დაამარცხა. ლიონელ მესის მომდევნო გოლი მე-60 იქნება მისთვის 2012 წელს ყველა ოფიციალურ შეჯიბრებაში, ეს კი მისივე რეკორდის გამეორება იქნება (2010 წლის).

პედრო, რომელმაც ახლახან საქართველოს ნაკრებთან ითამაშა, ამტკიცებს, რომ "ხეტაფე" სერიოზული მეტოქეა და შეუძლია სიურპრიზების შემოთავაზება. ფორვარდი ამბობს, რომ "დიდებული იქნება, თუკი "ბარსა" კლასიკომდე შეინარჩუნებს "რეალთან" 5-ქულიან უპირატესობას".

სავარაუდო შემადგენლობები

ხეტაფე: მოია - ვალერა, აბრაამი, რუანო, მ. ტორესი - მიჩელი, ხ. ტორესი - პედრო ლეონი, ბარადა, კასტრო - ა. ვასკესი.

ბარსელონა: ვალდესი - მონტოია, პიკე, პუიოლი, ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი - პედრო, მესი, ტელიო.

ვალენსიას შუა გაკაფულია

15 სექტემბერსვე "ვალენსია" საფარგამოცვლილ "მესტალიაზე" ვიგოს "სელტას" უმასპინძლებს.

მაურისიო პელეგრინოს ძალიან ბევრი საკადრო პრობლემები აწუხებს - არგენტინის ნაკრებში დაშავდა ფერნანდო გაგო, ტრავმა აქვს დავიდ ალბელდას, რაც ისედაც შეთხელებულ შუახაზს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

შეგახსენებთ, რომ ვერ თამაშობენ კანალესი, ბანეგა და პიატი.

სავარაუდო შემადგენლობა

ვალენსია: დ. ალვეში - ჟ. პერეირა, რამი, რუისი,სისოკო - პარეხო, ტ. კოსტა - ფეგული, ჟონასი, გუარდადო - სოლდადო.

არანაკლებ ინტერესს იწვევს "მალაგასა" და "ლევანტეს" დაპირისპირება, რომელიც ასევე შაბათს, 15 სექტემბერს გაიმართება.

კვირას კი ყველაზე საინტერესო თამაში ბარსელონაშია - "ესპანიოლი", რომელმაც სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, ბილბაოს "ატლეტიკს" მასპინძლობს, რომელსაც ასევე ცუდი სტარტი ჰქონდა წლევანდელ ლა ლიგაში.

ესპანეთი. ლა ლიგა. IV ტური

15 სექტემბერი

მალაგა-ლევანტე 18:00

დისკვალიფიკაცია: იბორა (ლევ)

ტრავმა: ბაპტიშტა, ფერნანდესი, დემიკელისი (?), ტულალანი (?) - კარაბელასი

ვალენსია-სელტა 20:00

ტრავმა: კანალესი, ბანეგა, პიატი, ალბელდა, გაგო (?) - კაბრალი (?)

ხეტაფე-ბარსელონა 22:00

ტრავმა: აბრაამი - კვენკა, აბიდალი, მუნიესა, ინიესტა, ალბა (?), სანჩესი

სევილია-რეალი 00:00

დისკვალიფიკაცია: კოენტრაო (რეა)

ტრავმა: დიავარა, რეიესი, პეროტი (?)

16 სექტემბერი

ესპანიოლი-ბილბაო 14:00

ტრავმა: ს. გარსია, კოლოტო, ვერდიუ (?), ბაენა - ანდერი, ფ. ლორენტე (?)

გრანადა-დეპორტივო 18:00

დისკვალიფიკაცია: გომესი, ბენიტესი (გრა)

ტრავმა: ლუსენა, იებდა, რიკო, იგჰალო, რობერტო - გამა (?)

ოსასუნა-მალიორკა 20:00

დისკვალიფიკაცია: არიბასი, პუნიალი (ოსა)

ტრავმა: არმენტეროსი - ხიმენესი, არისმენდი, გარსია, ვიქტორი (?), სანტოსი

სოსიედადი-სარაგოსა 21:50

ტრავმა: ელუსტონდო, კასტრო, კადამურო - ლოოვენსი, ობრადოვიჩი, პინტერი, აპონიო (?), რომარიკი (?), ვილჩესი

ატლეტიკო-ვალეკანო 23:30

დისკვალიფიკაცია: რუბენი (ვალ)

ტრავმა: ადრიან ლოპესი (?, ატლ)

17 სექტემბერი

ვალიადოლიდი-ბეტისი 23:30

ტრავმა: გონსალესი (?) - ჩიკა (?), ამაია (?)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 3 3 0 0 8-2 9

2. მალიორკა 3 2 1 0 4-2 7

3. მალაგა 3 2 1 0 3-1 7

4. ვალეკანო 3 2 1 0 3-1 7

5. ვალიადოლიდი 3 2 0 1 3-2 6

6. დეპორტივო 3 1 2 0 6-4 5

7. სევილია 3 1 2 0 3-2 5

8. ატლეტიკო 2 1 1 0 5-1 4

9. რეალი 3 1 1 1 5-3 4

10. ხეტაფე 3 1 1 1 4-4 4

11. ლევანტე 3 1 1 1 4-5 4

12. ბეტისი 2 1 0 1 6-5 3

13. სელტა 3 1 0 2 3-3 3

14. სარაგოსა 3 1 0 2 2-3 3

15. ბილბაო 3 1 0 2 5-9 3

16. სოსიედადი 3 1 0 2 3-7 3

17. ვალენსია 3 0 2 1 4-5 2

18. გრანადა 3 0 1 2 1-5 1

19. ესპანიოლი 3 0 0 3 4-7 0

20. ოსასუნა 3 0 0 3 1-6 0

ბომბარდირები:

4 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 3 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), ტომერ ჰემედი (მალიორკა), ხორხე მოლინა (ბეტისი), გონსალო იგუაინი (რეალი); 2 - ალვარო ნეგრედო (სევილია), აბელ აგილარი (დეპორტივო), კრიშტიანო რონალდო (რეალი), რიკი (დეპორტივო), აბდელაზიზ ბარადა (ხეტაფე), რობერტო სოლდადო (ვალენსია), იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ვიქტორ პერესი (ვალიადოლიდი), მიკელ სან ხოსე (ბილბაო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
წავა ალისონი? - ბრაზილიელი მსოფლიო გრანდის მთავარი სამიზნეა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა