"ლევერკუზენში" 36 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, უკლუბოდ დარჩენილი ზენდენი ვარჯიშობს
ლევერკუზენის "ბაიერს" ბუნდესლიგაში ყველაზე მწირი განაცხადი აქვს და დიდი შანსია, რომ მწვრთნელების, სამი ჰიიპიასა და საშა ლევანდოვსკის შეგირდებს ამ დღეებში ერთი საკმაოდ ცნობილი მოთამაშე შეემატოს.

ორშაბათის შემდეგ "ლევერკუზენში" 36 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, უკლუბოდ დარჩენილი ბუდევინ ზენდენი ვარჯიშობს.

ლევანდოვსკიმ და ჰიიპიამ ზენდენის ვარჯიშებს სინჯები არ უწოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ვეტერან ჰოლანდიელს კონტრაქტის მიღების საკმაოდ კარგი შანსი აქვს, რადგან ჰიიპიას ძალიან მოეწონა.

"ბუდევინ ზენდენი ძალიან კარგ ფორმაშია. არ მეგონა, თუ 36 წლის ფეხბურთელი ფიზიკურად ასე კარგად იქნებოდა მომზადებული. ზენდენი ნამდვილი პროფესიონალია," - აცხადებს "ფარმაცევტების" ფინელი დამრიგებელი.

"ბილდის" ცნობით, ჰიიპიამ და ლევანდოვსკიმ კლუბის ხელმძღვანელებს უკვე სთხოვეს ზენდენთან გასაუბრება.

ცხადია ისიც, რომ ზენდენის აყვანა "ლევერკუზენისთვის" ფინანსურად არანაირ რისკთან არ არის დაკავშირებული, რადგან ბუდევინი უკლუბოდაა და "ფარმაცევტებს" მისთვის მხოლოდ ხელფასის გადახდა მოუწევთ.

თანაც, ზენდენი სავარაუდოდ მიზერულ ხელფასსაც დათანხმდება. ჰოლანდიელის პლუსი ისიცაა, რომ ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და მარცხენა მცველის, მიხალ კადლეცის ალტერნატივაც იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბუდევინ ზენდენი სხვადასხვა დროს "ეინდჰოვენში", "ბარსელონაში", "ჩელსიში", "მიდლსბროში", "ლივერპულში", "მარსელსა" და "სანდერლენდში" თამაშობდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა