ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

მოკრძალებული მეომარი - ევანდერ ჰოლიფილდი

მოკრძალებული მეომარი - ევანდერ ჰოლიფილდი

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი ვიტალი კლიჩკოს შესახებ საუბრობს
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი ევანდერ ჰოლიფილდი უკვე 49 წლისაა, მაგრამ გარეგნულად პრაქტიკულად არ შეცვლილა იმ დროიდან, როცა თავისი ცნობილი და სკანდალური ბრძოლები ჩაატარა მაიკ ტაისონის წინააღმდეგ (არადა, უკვე 15 წელი გავიდა). ამერიკელი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება.

ჰოლიფილდის ოფიციალურ ვებგვერდზე მოკრივის შესახებ ასე წერია - "ისტორიაში ერთადერთი ხუთგზის ჩემპიონი".

მაგრამ თავად ჰოლიფილდი თავის თავს ოთხგზის ჩემპიონად მოიხსენიებს, თითქოს სირცხვილი იყოს WBF-ის (მსოფლიოს საკრივო ფონდი) ვერსიით მოპოვებული ტიტული. ეს ორგანიზაცია კრივში მეორეხარისხოვანია და მისი ტიტული პრესტიჟულად არ მიიჩნევა.

გარეგნული მოკრძალების მიუხედავად (მის ავტობიოგრაფიასაც "მოკრძალებული მეომარი" ჰქვია), რეალურად ჰოლიფილდი საკუთარ თავს საკმაოდ მაღლა აყენებს. მას სთხოვეს შეედგინა ყველა დროის საუკეთესო სუპერმძიმეწონოსანთა რეიტინგი.

ჰოლიფილდი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მან უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: ვინ მიაღწია რინგზე ყველაზე მეტს. "ყველაზე მეტს მე მივაღწიე. ასე რომ, მე უნდა ვიყო პირველ ადგილზე", - დამაჯერებლად ამბობს მოკრივე.

"მეორე ადგილზე მოჰამედ ალის დავაყენებდი, - მცირე ფიქრის შემდეგ ამბობს ჰოლიფილდი. - ლენოქს ლუისს - მესამეზე, შემდეგ მაიკ ტაისონს".

ლენოქს ლუისს ჰოლიფილდი საკუთარ თავზე დაბლა აყენებს, თუმცა მათი პირველი შეხვედრა ფრედ დასრულდა (ბევრი სპეციალისტი ამბობდა, რომ იმ ბრძოლის სამართლიანი შედეგი ლუისის მოგება იქნებოდა), მეორე ჰოლიფილდმა წააგო. ის, რაც ევანდერმა ვერ შეძლო, ჰასიმ რაჰმანმა მოახერხა, რომელმაც ნოკაუტში გაგზავნა ლუისი.

"მაშინ ბევრი ამბობდა, რომ რაჰმანს უბრალოდ გაუმართლა. თუმცა უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ ასეთ კრივში წარმატებაზე ფიქრი სისულელეა. როგორც ჩანს, მაშინ ის უკეთ იყო მომზადებული", - ამბობს ამერიკელი.

ძმები კლიჩკოები თავის რეიტინგში არ შეიყვანა, თუმცა აღიარებს, რომ მათ დღეს ბადალი არ ჰყავთ. "ყველას შეუძლია იტრაბახოს თავის შესაძლებლობებზე, მაგრამ კრივი - ეს არის სპორტი და რასაც ამბობ, ის უნდა დაამტკიცო კიდეც.

საუკეთესო რომ გახდე, რინგზე უნდა გაიმარჯვო. ასე რომ, ისინი საუკეთესოები არიან", - ამბობს ჰოლიფილდი და როგორც ჩანს, ნანობს იმას, რომ ვერავინ ახერხებს უკრაინელების დამარცხებას.

"დევიდ ჰეი არასაკმარისად კარგია, - ამბობს ჰოლიფილდი ბრიტანელ მოკრივეზე, რომელიც უკრაინელი ძმების ყველაზე სახიფათო მეტოქედ მიიჩნეოდა, მაგრამ ვლადიმერ კლიჩკოსთან დამარცხდა. - ჰეიმ გამარჯვებისთვის ცოტა გააკეთა.

კლიჩკოსაც დიდად არ მოუნდომებია, მაგრამ ის - ჩემპიონია. და თუ შენც გინდა ჩემპიონი გახდე, ბრძოლის დროს გაცილებით მეტი უნდა აჩვენო, ვიდრე იმან, ვინც ტიტულის მფლობელია".

ჰოლიფილდს არ უნახავს ვიტალი კლიჩკოს ბოლო ბრძოლა, რომელშიც მან 8 სექტემბერს მანუელ ჩარი დაამარცხა.

ეს ბრძოლა მეოთხე რაუნდში შეწყვიტეს იმის გამო, რომ გერმანელმა წარბი გაიხეთქა. ჩარი ამტკიცებს, რომ ის მზად იყო ბრძოლის გასაგრძელებლად, აპროტესტებდა მსაჯის გადაწყვეტილებას და პროტესტიც კი შეიტანა შეხვედრის საბოლოო შედეგზე.

ჰოლიფილდს ჰკითხეს, რამდენად მართებული იყო ასეთ სიტუაციაში ბრძოლის შეჩერების გადაწყვეტილება. ევანდერი ფრთხილ პასუხს იძლევა:

"რეფერის რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს. ეს არჩევანია. ასეთ სიტუაციაში მოკრივე ყოველთვის იტყვის: "ჩემთვის სულერთია. მე ჩხუბი მინდა". მაგრამ ამის გამო, შესაძლოა, მთელი ცხოვრება ინანოს.

ასე რომ, მსაჯს თავად უწევს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც უფრო კარგი იქნება მოკრივის ჯანმრთელობისთვის."

როგორც ჩანს, ჰოლიფილდს არ აქვს იმედი, რომ რომელიმე კლიჩკო დათანხმდება მასთან ბრძოლას.

ამერიკელმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის მხოლოდ საჩემპიონო შეხვედრისთვის გავიდეს რინგზე. "თუ ისინი ბრძოლაში არ გამომიწვევენ, პენსიაზე გავალ", - ამტკიცებს მოკრივე.

ბოლო პერიოდში ჰოლიფილდი სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის. ალიმენტების გადახდამ (ამერიკელი 11 შვილის მამაა) და საბანკო კრედიტებმა სერიოზულად შეარყიეს მოკრივის ფინანსური მდგომარეობა, არადა, კარიერის განმავლობაში ჰოლიფილდმა ათობით მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ივნისში მან საკუთარი სახლიც კი გაყიდა, მაგრამ სრულად ვალების დასაფარად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

კრედიტორებთან ანგარიშის გასასწორებლად ჰოლიფილდი ათასგვარ ხერხს იყენებს. მაგალითად, გამოუშვა სოუსი ბარბექიუსთვის და სარეკლამო კამპანიაში მაიკ ტაისონი მიიწვია ფრაზით: "ჰოლიფილდის ყური ამ სოუსით უფრო გემრიელი იქნებოდა". თავად ჰოლიფილდი ხუმრობს, რომ მისი სოუსი "გიღვიძებს სურვილს ვინმეს ყური მოაჭამო".

მიუხედავად იმისა, რომ ევანდერმა დიდი ხნის წინ აპატია ცნობილი ინციდენტი ტაისონს, ის არ დაიწყებდა ამ თემით სპეკულირებას, ფული ძალიან რომ არ დასჭირვებოდა.

თავისუფალ დროს ჰოლიფილდი ბიბლიას კითხულობს და ყოველ დღე "ტვიტერზე" ასეთი ტიპის ფრაზებს წერს:

"კრიტიკისგან თავის არიდების ერთადერთი ხერხი - ლოგინში წოლაა" ან "არასოდეს მისცე უფლება შიშს განსაზღვროს საბოლოო შედეგი". დრო და დრო მოკრივე ამ ორ საქმიანობას უხამებს ერთმანეთს და "ტვიტერზე" ბიბლიის" პროპაგანდას ეწევა. "ბიბლიაში ყველა კითხვაზე ვპოულობ პასუხს", - ამბობს ჰოლიფილდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა

17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა

საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა