"კარპატის" ქართველმა ნახევარმცველმა "დინამოსთან" (1:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა
ლვოვის "კარპატის" ქართველმა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ კიევის "დინამოსთან" (1:3) უკრაინის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ყენიას გარდა "კარპატიში" ბუბა დაუშვილი ირიცხება. ყენია მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, ხოლო დაუშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა.

როგორც კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, მოედანზე ყენიას შესვლის შემდეგ კარპატელებს კარგი მომენტები გაუჩნდათ.

ლევანი კარგად შეეწყო თანაგუნდელებს და ზოგჯერ თამაშს საკუთარ თავზეც იღებდა. გარდა ამისა, ყენიას ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი გოლის გატანც შეეძლო, თუმცა ცოტა დააკლდა.

"ნამდვილად კარგი მომენტი იყო. მეკარესთან პირისპირ გავედი და უკვე ბურთს ბადეში ვხედავდი, მაგრამ ბოლო მომენტში ცივსისხლიანობა დამაკლდა, ამიტომაც ვერ გავიტანე.

საერთო ჯამში ჩემი თამაშის შეფასება არ მინდა, რადგან გუნდმა წააგო. მაგრამ ვგრძნობ, რომ თანაგუნდელებს უფრო კარგად ვუგებ და მოედანზე მათთან თამაში აღარ მიჭირს.

როცა მოედანზე გავედი, მთელი გუნდი გააქტიურდა, ხოლო "დინამომ" უკან დაიხია. ამან უკეთესი შედეგის მიღწევის შანსები მოგვცა. სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთხელ გავიტანეთ. ჩემი აზრით პენალტი სამართლიანად დანიშნეს.

რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ამჟამად კარგად ვარ და უკრაინაშიც ყველაფერი მაკმაყოფილებს. ადაპტაციასთან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემები მაქვს.

ყველაფერი მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ სამი ან ოთხი ტურის შემდეგ სრული მატჩის ჩატარებას შევძლებ. ამიტომ ახალი დაპირისპირებებისთვის მზად ვარ და ყველაფერს გავაეთებ, რომ გუნდს დავეხმარო", - თქვა ყენიამ.

gizog
ლევან, მოუთმენლად ველით შენს სრულფასოვან დაბრუნებას დიდ ფეხბურთში და საქართველოს ნაკრებში, სულ გამარჯვებით გევლოს, ღმერთი იყოს შენი მფარველი
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა