16 სექტემბერს მიზანოში სან მარინოს გრანპრი გაიმართა და კიდევ უფრო გამოიკვეთა საერთო ჩათვლაში ხორხე ლორენსოს უპირატესობა
16 სექტემბერს მიზანოში სან მარინოს გრანპრი გაიმართა და კიდევ უფრო გამოიკვეთა საერთო ჩათვლაში ხორხე ლორენსოს უპირატესობა.

ამის მიზეზი ის არის, რომ პოულის მფლობელმა დანი პედროსამ ვერ შეძლო გამარჯვებისთვის ბრძოლა.

ტექნიკური პრობლემების გამო ესპანელმა ბოლო ადგილიდან აიღო სტარტი, პირველივე წრეზე ავარიაში მოყვა ("მოინდომა" ექტორ ბარბერამ) და საერთოდ გამოეთიშა თუნდაც ქულათა ზონაში მოხვედრის პრეტენდენტებს.

ამან გზა გაუხსნა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერ ლორენსოს. "იამაჰას" პილოტი მთელი რბოლა ლიდერობდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. მეორე ადგილზე კი გავიდა ვალენტინო როსი, რომელიც ბოლო დროს ვერ ანებივრებს თავის გულშემატკივრებს მაღალი შედეგებით (თუმცა ყველას ესმის, რომ საქმე არა მოტომრბოლელში, არამედ მოტოციკლშია).

რბოლის დასაწყისში კარგად გამოიყურებოდა შტეფან ბრადლი, მაგრამ ის ბრძოლას ჩამოშორდა და მაყურებელი ალვარო ბაუტისტასა და ანდრეა დოვიციოზოს დუელზე გადაერთო. პოდიუმისთვის ბრძოლა ბაუს გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც სამი მეათასედი (!) მოუგო იტალიელს.

სან მარინოს გრანპრი

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 27 წრე; 2. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +4,398; 3. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - +6,055; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - +6,058; 5. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +7,543; 6. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - +13,272...

საერთო ჩათვლა

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 270 წრე; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 232; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 186; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - 163; 5. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - 122; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - 120...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა