ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლა ლიგა. IV ტური: ოქროსფერმა "ბარსამ" მწვანე "რეალი" რვა ქულით ჩამოიტოვა

ლა ლიგა. IV ტური: ოქროსფერმა "ბარსამ" მწვანე "რეალი" რვა ქულით ჩამოიტოვა

ორი გრანდი, ორივე უცნაური ფერის ფორმებით... ერთი კვლავ იგებს, მეორე კი კვლავ აგებს...
ორი გრანდი, ორივე უცნაური ფერის ფორმებით... ერთი კვლავ იგებს, მეორე კი კვლავ აგებს... მოკლედ, 4 ტურის შემდეგ "ბარსელონა" "რეალს" უკვე 8 ქულით უსწრებს! ჟოზე მოურინიო გაოგნებულია, ტიტო ვილანოვას კი უნაკლო სტარტი გამოუვიდა.

აქვე არ შეიძლება არ ვახსენოთ ლეო მესი, მან ხომ პირადი რეკორდი გააუმჯობესა - 2012 წელს ყველა ოფიციალურ მატჩში 61 გოლი გაიტანა, თანაც ჯერ წლის დასრულებამდე რამდენი დროა...

ბაჭიას დაბრუნება

ლა ლიგა ანდალუსიაში განახლდა, მანუელ პელეგრინის გუნდმა შინ "ლევანტე" 3:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ხავიერ სავიოლას ბენეფისი ვიხილეთ.

"ბაჭიამ" თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიტანა ლა ლიგაში, 30 წლის არგენტინელმა ისკოს შესანიშნავი პასი გამოიყენა და "მალაგა" პირველ ტაიმში დააწინაურა.

სიმართლე ითქვას, ანდალუსიელებს მანამდეც უნდა გაეტანათ, მაგრამ სერხიო ბალესტეროსის აშკარა უხეშობაზე (იმავე სავიოლას წინააღმდეგ) მსაჯმა თვალი დახუჭა. მეორე ტაიმის დასაწყისში "ლევანტემ" ერთადერთხელ დაარტყა ვილი კაბალიეროს კარში ზუსტად და გაიტანა კიდევაც. შორი მანძილიდან მიჩელ ერერომ იყოჩაღა, მაგრამ "მალაგას" პასუხი 12 წუთში ვიხილეთ, სავიოლამ საჯარიმოში ხოაკინ სანჩესი მოძებნა და ვეტერანმა ნახევარმცველმაც დააწინაურა "მალაგა".

თამაშის მიწურულს, როცა მასპინძლები 10 კაცით იყვნენ მოედანზე, ფრანსისკო პორტილიომ ულამაზესი გოლი გაიტანა. პელეგრინი ახლა "ზენიტთან" თამაშზე გადაერთვება.

ღამურების პირველი გამარჯვება

როგორც იქნა, "ვალენსიამ" ლა ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა, ახლად ამოსული "სელტა" 2:1 დაამარცხა.

ვიგოელები თანასწორად ეთამაშნენ მასპინძლებს, მაგრამ ორივე ტაიმის დასაწყისში ყურადღების მოდუნება გოლად დაუჯდათ - პირველში ვიერას პასით სოფიან ფეგულიმ დააწინაურა თავისიანები, მეორეში ტინო კოსტას ჩამოწოდებულს საჯარიმოს ხაზიდან თავით მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი "ლოს ჩეს" ფრანგმა ახალწვეულმა ალი სისოკომ.

ამ ორ გოლს შორის იყო ბრაზილიის ნაკრების მეკარის, დიეგო ალვეშის უხეში შეცდომა, რასაც კაბრალის გოლი მოჰყვა.

ბარსა, სრული სვლით

ტიტო ვილანოვამ მხოლოდ მეორე ტაიმში შემოუშვა მოედანზე ლიონელ მესი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია არგენტინელისთვის, მატჩის გმირი გამხდარიყო. "ხეტაფემ" ამ სეზონში "რეალი" დააჩოქა, ხოლო გასულ სეზონში - "ბარსელონა". ამიტომაც ამ გუნდთან მობილიზება იყო საჭირო.

პირველი ტაიმი "ბარსამ" ადრიანოს გოლით მოიგო, თუმცა ამ გოლში უფრო დიდი წვლილი სესკ ფაბრეგასს მიუძღვის.

მეორე ტაიმში მესიმ ჯერ პენალტით (რომელიც პედროს წაქცევისთვის დაინიშნა), შემდეგ კი ახლო მანძილიდან დარტყმით, დუბლი შეასრულა. "ხეტაფემ" გაიბრძოლა - სარაბიას დარტყმული სახეში მოხვდა მასკერანოს, რის გამოც არგენტინელს ავტოგოლი მიეთვალა.

ბოლოს კი 15 წუთის წინ გამოსულმა დავიდ ვილიამ ფაბრეგასის შორეული პასი მკერდით დაამუშავა და მოია მეოთხედ დაამწუხრა - 1:4. ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ვიტიენეს ტეიშეირა სუსტი არბიტრია. კარლეს პუიოლმა კვლავ ტრავმა მიიღო (ამჯერად მუხლი დაიზიანა) და მომავალ კლასიკოს დააკლდება.

მიჩელის პირველი

"ამ წუთისათვის მე გუნდი არ მყავს", - აცხადებდა გამწარებული ჟოზე მოურინიო თამაშის შემდეგ - "რეალმა" ზედიზედ მეორედ წააგო და ცხრილის ქვედა ნაწილშია. "სევილიამ" წუთისა და 9 წამის გასვლის შემდეგ გაუტანა თბილისიდან გამარჯვებით დაბრუნებულ იკერ კასილიასს - რაკიტიჩის კუთხურს პიოტრ ტროხოვსკის დიდებული დარტყმა მოჰყვა, გერმანელმა დი მარიას დაასწრო.

"სანჩეს პისხუანზე" მეტი გოლი არც გასულა - 1:0. გონსალო იგუაინი უკვე მესამე წუთზე გადაურჩა წითელ ბარათს, ფერნანდო ნავაროსთან უხეშობისთვის. "რეალი" ბევრს ვერაფერს ახერხებდა, თუკი მწვანე ფერში გამოწყობილ "სამეფო კლუბს" რაიმე გამოსდიოდა, ანდრეს პალოპი ყოჩაღობდა. მოკლედ, ანდალუსიელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. "რეალის" ლეგენდა მიჩელმა მწვრთნელის რანგში პირველად დაამარცხა თავისი გუნდი.

ლონგო საინტერესოა, ადურისი - დიდებული

"კორნელია ელ პრატზე" 6-გოლიანი თრილერი ვიხილეთ გუნდებისგან, რომელთაც პრიმერას სტარტი აშკარად ჩაუვარდათ. "ესპანიოლმა" და "ბილბაომ" 3:3 ითამაშეს.

მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა - პირველში "ესპანიოლმა" ლიდერის, ჟოან ვერდიუს წყალობით ძალიან დაჩაგრა ბასკური გუნდი (გოლები ხავი ლოპესმა და თავად ვერდიუმ გაიტანეს), მეორეში კი მარსელო ბიელსამ იბაი გომესი და ფერნანდო ლორენტე შეიყვანა მოედანზე. პირველის ჩაწოდებისა და ადურისის თავურის წყალობით "ბილბაომ" ერთი გაიტანა, მეორე კი სეზონში პირველად მოთამაშე ლორენტეს ანგარიშზეა.

"ესპანიოლი" მაინც გავიდა წინ (ლონგო), მაგრამ ადურისის სუპერმაკრატელამ 3:3 დააფიქსირა. არ შეიძლება 20 წლის იტალიელ ყმაწვილ სამუელ ლონგოზე არ ვთქვათ - პირველ ტაიმში მან მეკარეც კი მოატყუა, მაგრამ გოლი ვეღარ გაიტანა. ვერდიუს გოლიც მისი ბრწყინვალე თამაშის შედეგია. მეორეში გოლი მაინც გაიტანა მან, მაგრამ შეცდომაც უმალ დაუშვა, როცა მაყურებლებში გადავიდა გოლის აღსანიშნავად - ლონგოს უკვე ჰქონდა ყვითელი ბარათი და მსაჯმა ის მოედნიდან გააძევა.

უცნაური მატჩი ვისენტე კალდერონზე

ებრაელმა ტომერ ჰემედმა მე-4 ტურში მე-4 გოლი გაიტანა და "მალიორკა" კვლავ დაუმარცხებელი დატოვა - მან ოსასუნელი კიკე სოლას თავურს თავურითვე უპასუხა.

პირველ ტაიმში ჩხუბისთვის ბასკთა ფორვარდი ხოსება ლორენტე და სტუმართა პორტუგალიელი კაპიტანი ჟოზე ნუნიეში გააძევეს - 1:1. ასეთივე ანგარიშით დასრულდა მატჩი ანდალუსიაში, სადაც "გრანადა" "დეპორტივოს" დაუზავდა.

პირველ ტაიმში გალისიელები პორტუგალიელმა ნელსონ ოლივეირამ დააწინაურა, ანგარიში კი მატჩის მიწურულს ფლორო ფლორესმა გაათანაბრა. მადრიდულ დერბიში უცნაური მატჩი ვიხილეთ - 82-ე წუთამდე "ატლეტიკო" "რაიო ვალეკანოს" 4:0-ს ანადგურებდა, თუმცა "ელვებმა" ბოლოს სამი გოლი გაუტანეს ტიბო კურტუას და კინაღამ ქულა იხსნეს - 4:3.

ლა ლიგა. IV ტური

მალაგა-ლევანტე 3:1

მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - ს. სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ნაჩო კამაჩო, ელიზეუ (81. დუდა) - პორტილიო, ისკო, ხოაკინი (73. რესიო) - სავიოლა (68. სანტა კრუსი).

ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ლელი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი - დიოპი (74. რ. გარსია), ბარკერო (65. პალიარდო) - ელ-ჟარი (61. პ. რიოსი), მიჩელი, ხუანლუ - გეკასი.

გოლები: 1:0 სავიოლა (26), 1:1 მიჩელი (46), 2:1 ხოაკინი (58), 3:1 პორტილიო (93)

გაფრთხილება: ს. სანჩესი, კამაჩო, კაბალიერო - ლელი, ბალესტეროსი, დიოპი, მიჩელი

გაძევება: ს. სანჩესი (87)

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 6-5; კარში დარტყმა: 12-5 (5-1); ბურთის ფლობა: 64%-36%.

მაყურებელი: 22 000

ვალენსია-სელტა 2:1

ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რამი, რუისი, სისოკო - პარეხო, ტ. კოსტა - ფეგული, ჟონასი (66. ვალდესი), ვიერა (77. ჟ. პერეირა) - სოლდადო (92. რ. კოშტა).

სელტა (4-2-3-1): ვარასი - მალიო, კაბრალი, ტუნიესი, ლაგო - ოუბინია, ინსა (61. დე ლუკასი) - ა. ფერნანდესი (71. ბერმეხო), ა. ლოპესი, კრონ-დელი - ასპასი (71. პარკი).

გოლები: 1:0 ფეგული (3), 1:1 კაბრალი (15), 2:1 სისოკო (50)

გაფრთხილება: პარეხო, ბარაგანი, რამი - ინსა, კაბრალი

კუთხური: 8-11; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 15-15 (4-4); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 37 000

ხეტაფე-ბარსელონა 1:4

ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, ლოპო, ალექსისი, მ. ტორესი - ხ. ტორესი, მიჩელი (68. ლასენი) - პედრო ლეონი (78. სარაბია), ბარადა, დ. კასტრო - კოლუნგა (59. ა. ვასკესი).

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - მონტოია, პიკე, პუიოლი (56. მასკერანო), ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ტ. ალკანტარა (58. მესი) - ტელიო (75. ვილია), ფაბრეგასი, პედრო.

გოლები: 0:1 ადრიანო (32), 0:2 მესი (74-პენ), 0:3 მესი (78), 1:3 მასკერანო (80 ს.კ.), 1:4 ვილია (90)

გაფრთხილება: მიჩელი, ვალერა - ბუსკეტსი, პიკე

კუთხური: 1-7; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 6-15 (3-9); ბურთის ფლობა: 36%-64%.

მაყურებელი: 9 200

სევილია-რეალი 1:0

სევილია (4-3-3): პალოპი - სისინიო, სპაჰიჩი, ბოტია, ფ. ნავარო - მადურო, მედელი, რაკიტიჩი (60. დელ მორალი) - ხესუს ნავასი, ნეგრედო (69. ლუნა), ტროხოვსკი (81. კონდობია).

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა (64. კალეხონი), პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია (46. ბენზემა), იოზილი (46. მოდრიჩი), რონალდო - იგუაინი.

გოლი: 1:0 ტროხოვსკი (2)

გაფრთხილება: ნავარო, რაკიტიჩი, ლუნა - დი მარია, პეპე, იგუაინი

კუთხური: 3-4; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10-18 (7-6); ბურთის ფლობა: 39%-61%.

მაყურებელი: 51 000

ესპანიოლი-ბილბაო 3:3

ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ხ. ლოპესი, რ. როდრიგესი, მორენო, კაპდევილა (74. ტეხერა) - ფორლინი, ვ. სანჩესი - რუი ფონტე (65. სტუანი), ვერდიუ, ვაკასო (82. ვ. ალვარესი) - ლონგო.

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი, ამორებიეტა, ი. პერესი (40. სან ხოსე) - იტურასპე, დე მარკოსი (46. ი. გომესი) - სუსაეტა, მუნიაინი, ი. ლოპესი (68. ფ. ლორენტე) - ადურისი.

გოლები: 1:0 ხ. ლოპესი (18), 2:0 ვერდიუ (44), 2:1 ადურისი (55), 2:2 ლორენტე (66), 3:2 ლონგო (80), 3:3 ადურისი (85)

გაფრთხილება: ლონგო, როდრიგესი, ფორლინი, ვერდიუ - მუნიაინი, ი. პერესი, გურპეგი, სან ხოსე, ამორებიეტა

გაძევება: ლონგო (81)

კუთხური: 3-4; ჯარიმა: 27-20; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15-16 (5-7); ბურთის ფლობა: 38%-62%.

მაყურებელი: 22 000

გრანადა-დეპორტივო 1:1

გრანადა (4-2-3-1): ტონიო - ნიომი, ი. ლოპესი, მაინსი, სიკეირა - ირინეი, მ. რიკო (71. ხაიმე) - ტორჟე, ელ-არაბი (46. ბრაჰიმი), ორელიანა (78. მაჩისი) - ფლორო ფლორესი.

დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო, აიტამი, მარჩენა, ევალდო - ხ. დომინგესი, ა. აგილარი - გამა (72. აიოსე), პიცი, კამუნიასი (58. ბერგანტინიოსი) - რიკი (38. ოლივეირა).

გოლები: 0:1 ოლივეირა (41), 1:1 ფლორო ფლორესი (81)

გაფრთხილება: სიკეირა, ტონიო, ხაიმე - პაბლო, ევალდო, არანსუბია, აიტამი

კუთხური: 7-4; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 13-14 (2-5); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 18 600

ოსასუნა-მალიორკა 1:1

ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, ოიერი, ფლანიო, დამია - ლოლო, ტიმორი - სეხუდო (85. ნინო), სისი (67. ლამა), არმენტეროსი (57. კიკე სოლა) - ხ. ლორენტე.

მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ჩ. ნავარო (73. არისმენდი), ნუნიეში, ა. კონსეისაო, ა. ლოპესი - პინა (65. ჟოაო ვიქტორი), ხ. მარკესი - ნსუე, ალფარო (41. ჟერომელი), მ. პერეირა - ჰემედი.

გოლები: 1:0 კიკე სოლა (69), 1:1 ჰემედი (78)

გაფრთხილება: ოიერი, დამია - ჟერომელი

გაძევება: ხ. ლორენტე (34), ნუნიეში (34)

კუთხური: 14-7; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 20-7 (7-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.

მაყურებელი: 19 000

სოსიედადი-სარაგოსა 2:0

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა, ილარამენდი - ველა (84. იფრანი), ზურუტუზა (77. ხ. რიოსი), გრიზმანი - აგირეჩე (82. ხოსე ანხელი).

სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპუნარუ, ალვარო, პარედესი, აბრაამი - სუკულინი (62. აპონიო), ხოსე მარი - ე. ორიოლი (63. არანდა), ბაბოვიჩი (74. ხავი ალამო), მონტანიესი - პოშტიგა.

გოლები: 1:0 ი. მარტინესი (55), 2:0 ველა (61-პენ)

გაფრთხილება: დე ლა ბელა, ბერგარა, ველა, გრიზმანი - პარედესი, აბრაამი

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7-12 (3-2); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 25 500

ატლეტიკო-ვალეკანო 4:3

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - არდა თურანი (66. ადრიან ლოპესი), მ. სუარესი (62. ტიაგო), გაბი, კოკე - დ. კოშტა (56. კ. როდრიგესი), ფალკაო.

რაიო ვალეკანო (3-4-3): დანი - ტიტო, ამატი, კასადო - პიტი (53. ლ. ბანგურა), ფუეგო, ტრაშორასი, ადრიანი (69. დელიბაშიჩი) - ლეო კარილიო, ბილე-ნილსენი (), ხოსე კარლოსი.

გოლები: 1:0 მ. სუარესი (29), 2:0 კოკე (49), 3:0 არდა თურანი (51), 4:0 ფალკაო (55), 4:1 დელიბაშიჩი (82), 4:2 დელიბაშიჩი (85), 4:3 ლეო კარილიო (89)

გაფრთხილება: ხოსე კარლოსი, ფუეგო, ადრიანი, ტრაშორასი

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 10-11 (5-6); ბურთის ფლობა: 42%-58%.

მაყურებელი: 40 000

ვალიადოლიდი-ბეტისი დღეს. 23:30

სატურნირო მდგომარეობა

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

ბარსელონა

4

4

0

0

12-3

12

2.

მალაგა

4

3

1

0

6-2

10

3.

მალიორკა

4

2

2

0

5-3

8

4.

სევილია

4

2

2

0

4-2

8

5.

ატლეტიკო

3

2

1

0

9-4

7

6.

ვალეკანო

4

2

1

1

6-5

7

7.

დეპორტივო

4

1

3

0

7-5

6

8.

ვალიადოლიდი

3

2

0

1

3-2

6

9.

სოსიედადი

4

2

0

2

5-7

6

10.

ვალენსია

4

1

2

1

6-6

5

11.

რეალი

4

1

1

2

5-4

4

12.

ხეტაფე

4

1

1

2

5-8

4

13.

ლევანტე

4

1

1

2

5-8

4

14.

ბილბაო

4

1

1

2

8-12

4

15.

ბეტისი

2

1

0

1

6-5

3

16.

სელტა

4

1

0

3

4-5

3

17.

სარაგოსა

4

1

0

3

2-5

3

18.

გრანადა

4

0

2

2

2-6

2

19.

ესპანიოლი

4

0

1

3

7-10

1

20.

ოსასუნა

4

0

1

3

2-7

1

ბომბარდირები

6 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 4- ტომერ ჰემედი (მალიორკა), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 3 - არიც ადურისი (ბილბაო), გონსალო იგუაინი (რეალი), ხორხე მოლინა (ბეტისი).

მომდევნო ტური

22 სექტემბერი: სარაგოსა-ოსასუნა, სელტა-ხეტაფე, ბეტისი-ესპანიოლი, ბარსელონა-გრანადა.

23 სექტემბერი: მალიორკა-ვალენსია, ლევანტე-რეალ სოსიედადი, ატლეტიკო-ვალიადოლიდი, ბილბაო-მალაგა, რაიო ვალეკანო-რეალი.

24 სექტემბერი: დეპორტივო-სევილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა