საქართველოს სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ ჩვენი წყალბურთელ ვაჟთა გუნდი ევროპის ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობს
საქართველოს სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ ჩვენი წყალბურთელ ვაჟთა გუნდი ევროპის ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობს.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის სამგზისმა ჩემპიონმა "ლიგამუსი-თბილისმა" ლენტროფის გათამაშებაში გამოცდილება შეიძინა, კლუბის მესვეურებმა გადაწყვიტეს, ჩემპიონთა ლიგაშიც მოესინჯათ ძალები. ერთ-ერთ საკვალიფიკაციო ჯგუფს თბილისმა უმასპინძლა. პირველი ტურის შედეგი უკვე გაუწყეთ.

გასულ უქმეებზე გუნდებმა ორ-ორი შეხვედრა გამართეს. შაბათს "ლიგამუსი-თბილისი" ესპანეთის თასის მფლობელსა და ვიცე-ჩემპიონ "საბადელს" დაუპირისპირდა.

ლიგამუსი-თბილისი (საქართველო) - საბადელი (ესპანეთი)

12:11 (0:2, 7:5, 4:2, 1:2)

ლიგამუსი-თბილისი: ჭუმბურიძე, ქენქაძე, ჩიქვინიძე, რუსიშვილი, ლაითაძე (3), ურუშაძე, ხვედელიანი, ბაღათურია (2), რურუა (4), გეგელაშვილი, ნიკოლეიშვილი (3), სულაძე, კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი ჩომახიძე.

საბადელი: მოტოსი, ენრიკე (6), კარილო (2), სოლერი, ტორილო, ფენოი, ესპორზადო, ნონელი, კარაბანტესი (2), ჰერნანდესი. მთავარი მწვრთნელი ჰერნანდესი.

პირველი პერიოდის ხუთი წუთი ისე მიილია, რომ თავის გამოჩენა ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. მე-6 წუთზე კი ენრიკემ სტუმრები დააწინაურა. ერთი წუთის შემდეგ მანვე ორამდე გაზარდა ანგარიში.

მასპინძლებს, რომლებმაც პირველი მატჩი პოლონეთის ჩემპიონებთან იოლად მოიგეს, ეგონათ, ესპანელთა ახალგაზრდულ გუნდთანაც იოლი გასეირნება ექნებოდათ.

საკუთარ კარში მიღებულმა ორმა გოლმა ისინი გამოაფხიზლა და დიდ შესვენებამდე წონასწორობა აღადგინეს - 7:7. მესამე-მეოთხე პერიოდებშიც დაძაბული პაექრობა გაგრძელდა. ჩვენი წყალბურთელები საფინალო სასტვენამდე ერთი ბურთის უპირატესობით მივიდნენ და გათამაშების ცხრილში მორიგი გამარჯვება ჩაიწერეს.

რევაზ ჩომახიძე, "ლიგამუსი-თბილისის" მთავარი მწვრთნელი: "საბადელი" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მართალია, თბილისში საასპარეზოდ ახალგაზრდული შემადგენლობით ჩამოვიდა, მაგრამ პირველი პერიოდი შემართებით ითამაშა და მოგვიგო კიდეც.

თავიდან დაცვაში გვიჭირდა. მერე თანდათან "დავლაგდით" და შეხვედრაც მოვიგეთ, რითაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოვიპოვეთ. ეს კი ქართული წყალბურთის დიდი წარმატებაა.

გაბრიელ ჰერნანდესი, "საბადელის" მწვრთნელი: დაძაბული, საინტერესო მატჩი იყო. პირველ პერიოდში დავწინაურდით, მაგრამ უპირატესობა მოკლე სკამის გამო დავთმეთ. ძირითადი შემადგენლობის 7 წყალბურთელი ამჟამად ბარსელონაში იმყოფება და ესპანეთის სუპერთასისთვის ემზადება კატალონიის "ბარსელონიტასთან" სათამაშოდ.

თბილისში გამოცდილების მისაღებად, უმთავრესად, ახალგაზრდები წამოვიყვანეთ. თქვენი გუნდი, რომელსაც ახლო წარსულში სახელოვანი წყალბურთელი რევაზ ჩომახიძე წვრთნის, ძალიან მომეწონა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში თქვენი ბიჭები უფრო დაიხვეწებიან და მერვედფინალში გასვლა არ გაუჭირდებათ. თბილისის ტურნირის ორგანიზაციითაც კმაყოფილი დავრჩი. თქვენს დედაქალაქში ჩამოსვლის შესაძლებლობა კიდევ თუ მომეცემა, უფრო ძლიერი გუნდით გეწვევით...

არკონია (პოლონეთი) - ვიტბიში (ბელორუსი)

6:8 (2:3, 1:0, 1:4, 2:1)

არკონია: ლესჩეკი, კოლოდზიესკი, ბ. შიმანსკი, პ. შიმანსკი, ულჩურსკი (2), ლავნიჩაკი (1), ტუროვსკი, დრვილა (1), სეკულა (2), პეპლინსკი, მთავარი მწვრთნელი სეკულა.

ვიტბიში: კავალევსკი, კუზმენკა, კაზელსკი, ხარლაპი, მანუხი (1), ივანოვი (2), მინუტსკი (1), პავლენკა, ხომჩანკა (1), ჩარბაშანი (2), ჩუპრინა (1), არხიპაუ. მთავარი მწვრთნელი კოშევოი.

საკვალიფიკაციო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულმა "ვიტბიშმა", პირველი მატჩის მსგავსად, შაბათის ორთაბრძოლაც დიდი გაჭირვებით მოიგო. პირველ და მესამე პერიოდებში სძლია მეტოქეს, მეორე და მეოთხე რვაწუთიანი მონაკვეთები კი დათმო. ბოლო ოთხი წუთის განმავლობაში გუნდი მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა და ორბურთიანი სხვაობის შენარჩუნება შეძლო, რითაც ლიგის შესარჩევ ჯგუფში თამაშის უფლება გაინაღდა.

16 სექტემბრის შეხვედრებს, ფაქტობრივად, სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, შესარჩევი ეტაპის რომელ ჯგუფში ითამაშებდნენ ქართველები და ბელორუსები.

ლიგამუსი-თბილისი (საქართველო) - ვიტბიში (ბელორუსი)

16:6 (3:1, 4:1, 4:3, 5:1)

ლიგამუსი-თბილისი: ჭუმბურიძე, ქენქაძე (1), ჩიკვაიძე, რუსიშვილი (1), ლაითაძე (3), ურუშაძე (2), ხვედელიანი (1), ბაღათურია (2), რურუა (1), გეგელაშვილი (2), ნიკოლეიშვილი (3), სულაძე, კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი ჩომახიძე.

ვიტბიში: კავალევსკი, კუზმენკა, კაზელსკი, ხარლაპი (3), მანუხი (1), ივანოვი (1), მინუტსკი, პავლენკა, ხომჩანკა (1), ჩარბაშანი, ჩუპრინა, არხიპაუ. მთავარი მწვრთნელი კოშევოი.

მატჩის პირველი წუთები ორმხრივი იერიშებით წარიმართა. მე-3 წუთზე ხვედელიანმა ანგარიში გახსნა. ორი წუთის შემდეგ ხარლაპმა წონასწორობა აღადგინა.

პირველი პერიოდის დარჩენილ დროში ურუშაძემ და ნიკოლეიშვილმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს კავალევსკის კარში. მომდევნო პერიოდებში მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო და ჩვენმა ბიჭებმა შეხვედრა ათბურთიანი სხვაობით დაასრულეს - 16:6.

ამ გამარჯვებით საქართველოს ჩემპიონმა საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

იქ კი 22 გუნდი ოთხ ჯგუფში იბრძოლებს მერვედფინალის საგზურებისთვის (თითოეულიდან - ოთხ-ოთხი საუკეთესო). "ლიგამუსი-თბილისი" A ჯგუფში უნგრეთის "ეგერს", ვოლგოგრადის (რუსეთი) "სპარტაკს", ჰანოვერის (გერმანია) "ვასპო 98"-ს, საბერძნეთის "ვულიაგმენსა" და ჰოლანდიის "შურმანს" გაუწევს მეტოქეობას. გუნდები თითო შეხვედრას შინ და გარეთ ჩაატარებენ. საქართველოს ჩემპიონი 26 სექტემბერს შესარჩევი ტურნირის სტარტზე უნგრეთის "ეგერს" სტუმრად ეთამაშება. ჩვენების დანარჩენი შეხვედრების განრიგი ასეთია:

6 ოქტომბერი. "ლიგამუსი-თბილისი" - "შურმანი", 20 ოქტომბერი. "სპარტაკი" - "ლიგამუსი-თბილისი", 14 ნოემბერი. "ლიგამუსი-თბილისი" - "ვასპო 98", 28 ნოემბერი. "ვულიაგმენი" - "ლიგამუსი-თბილისი", 12 დეკემბერი. "ლიგამუსი-თბილისი" - "ვულიაგმენი", 9 იანვარი. "ვასპო-98" - "ლიგამუსი-თბილისი", 23 იანვარი. "ლიგამუსი-თბილისი" - "სპარტაკი", 2 თებერვალი. "შურმანი" - "ლიგამუსი-თბილისი", 27 თებერვალი. "ლიგამუსი-თბილისი", - ეგერი".

საბადელი (ესპანეთი) - არკონია (პოლონეთი)

12:5 (1:1, 5:1, 4:1, 2:2)

საბადელი: მოტოსი, ენრიკე, კარილო (3), სოლერი, ტორილო, ფენოი (1), ესპორზადო (7), ნონელი (1), კარაბანტესი, ჰერნანდესი. მთავარი მწვრთნელი ჰერნანდესი.

არკონია: ლესჩეკი, კოლოძიესკი, ბ. შიმანსკი, პ. შიმანსკი (1), ულჩურსკი, ლავნიჩაკი (2), ტუროვსკი, დრვილა, სეკულა, პეპლინსკი. მთავარი მწვრთნელი სეკულა.

პირველი პერიოდის შემდეგ (1:1) ვერავინ იფიქრებდა, რომ ესპანელები საგრძნობ უპირატესობას მოიპოვებდნენ.

გადამწყვეტი მეორე რვაწუთიანი მონაკვეთი აღმოჩნდა, როცა პირინეელები 4 ბურთით დაწინაურდნენ.

საბოლოოდ კი 12:5 გაიმარჯვეს და მესამე ადგილზე გავიდნენ. მე-4 ადგილი პოლონელებს ერგოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა