შემოდგომის ბაშოზე ნახევარზე მეტი, 8 დღე მიილია, 31 წლის ლევან ცაგურია კი არ გამოჩენილა ძურიოს დივიზიონში
შემოდგომის ბაშოზე ნახევარზე მეტი, 8 დღე მიილია, 31 წლის ლევან ცაგურია (კოკაი) კი არ გამოჩენილა ძურიოს დივიზიონში.

ტრავმირებულ ქართველს 0-8 ბალანსი აქვს და ის აუცილებლად დაქვეითდება მესამე დივიზიონ მაკუშიტაში, სადაც ჭიდაობას ის, სავარაუდოდ, არ მოისურვებს.

ველით, რომ უახლოეს დღეებში "შავი ზღვა" 11-წლიანი პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს.

შაბათ-კვირას ზედიზედ ორი ორთაბრძოლა მოიგო დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) და ტიტულის შენარჩუნების შანსიც გაუჩნდა. ტოჩინოშინს 2-6 ბალანსი აქვს, ისევე, როგორც გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც უქმეებზე ორივე ორთაბრძოლა წააგო.

სექტემბრის ბაშოს 5 რიკიში ლიდერობს დაუმარცხებლად. მათ უკვე დაიბევეს დადებითი ბალანსი. ბუნებრივია, ლიდერთა შორისაა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო.

VII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ჰომაშო (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-გაგამარუ (ოშიდაში), კისენოსატო-აოიამა (შიტატენაგე), კაკურიუ-შოჰოზანი (ჰატაკიკომი), მიოგირიუ-კაისეი (ოშიდაში), გოეიდო-არანი (იორიტაოში), ტოჩინოშინი-ტოიონოშიმა (ცურიოტოში), ამინიშიკი-მიაბიამა (ოშიდაში), ტოჩიოძანი-ტაკეკაძე (ჰატაკიკომი).

VIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოიონოშიმა (იორიკირი), კისენოსატო-შოჰოზანი (უვატენაგე), კაკურიუ-ამინიშიკი (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ (კუბინაგე), გოეიდო-გაგამარუ (უვატენაგე), ტოჩინოშინი-არანი (იორიკირი), აოიამა-კაისეი (ჰიკიოტოში), ტოჩიოძანი-ჰომაშო (ოშიდაში), ტაკაიასუ-ჩიოტაირიუ (ცუკიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

8-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ტაკაიასუ (მაეგაშირა 9), კიოკუტენჰო (მ 11).

7-1: კაკურიუ (ოძეკი), ოკინოუმი (მ 8)... 2-6: ტოჩინოშინი (კომუსუბი), გაგამარუ (მ 2).

IX დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ამინიშიკი, კაკურიუ-მაიოგირიუ, ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა, კისენოსატო-ჰომაშო, გოეიდო-შოჰოზანი, არანი-აოიამა, ტოჩინოშინი-კაისეი, გაგამარუ-მასუნოიამა, კიოკუტენჰო-ტოჩიოძანი, ტაკაიასუ-ოკინოუმი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა