ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

საქართველოს ჩემპიონატი: "არმაზმა" მესამე ძნელად, მაგრამ მაინც მოიგო

საქართველოს ჩემპიონატი: "არმაზმა" მესამე ძნელად, მაგრამ მაინც მოიგო

საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტური, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა
საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტური, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა.

თითქმის ყველა შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა მატჩის ბოლო წამებამდე უცნობი იყო. საინტერესო და უშეღავათო ბრძოლა შედგა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე", სადაც თბილისის "არმაზმა" ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. არმაზელებმა ამჯერად აუტსაიდერი თბილისის "ყოჩები" დაამარცხეს - 20:16.

"არმაზი" თამამად შეიძლება მივიჩნიოთ წლევანდელი სეზონის ყველაზე დიდ მოულოდნელობად, გნებავთ აღმოჩენად. ასეთი წარმატებული სტარტი ამ გუნდს აქამდე არასდროს ჰქონია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მესამე მოგება გუნდს უდიდესი ძალისხმევის ფასად დაუჯდა.

"ყოჩების" ახალგაზრდული გუნდის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მეტოქეს საკმაოდ გამართული რაგბი შესთავაზეს. თავდაუზოგავად იბრძოლეს და 66-ე წუთამდე იგებდნენ კიდეც 16:14-ს. "ძნელია, როცა გუნდს ერთბაშად 22 მორაგბე დატოვებს, ძველებურად ისევ კარგი რაგბი ითამაშო.

გუნდში საკმაოდ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი და ასათვისებელი.

ვფიქრობ, დროთა განმავლობაში დავლაგდებით და საკუთარ თამაშს ვიპოვით" - მითხრა მატჩის შემდეგ "ყოჩების" კაპიტანმა, მესამეხაზელმა ჯაბა მალაღურაძემ.

თამაში "არმაზის" აქტიურობით დაიწყო და ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. არმაზელებმა მეტოქის ნახევარზე კარში დასარტყმელი საჯარიმო მოიპოვეს, თუმცა გუნდის მოთამაშე მწვრთნელმა, მგეზავმა და მთავარმა მექულემ დავით კიკნაძემ ბურთი აუტში გადაიტანა.

ხუთმეტრიანი დერეფანი "არმაზმა" სუფთად მოიგო, მოლი შეკრა და სამიოდ მძლავრი ბიძგის შემდეგ მეტოქის ჩათვლის მოედანში შეაღწია. ბოლო ბურთით ხელში შერკინების კვაჭი გიორგი სოსელია იყო. კიკნაძემ კიდედან ვერ გარდასახა - 5:0.

ამის შემდეგ გუნდში რაღაც მოიშალა. ძნელი სათქმელია, არმაზელებს ადრეულმა ლელომ მატჩის იოლად მოგების ილუზია გაუჩინა თუ სხვა რამე მიზეზია, მაგრამ გუნდი თავის თავს აღარ ჰგავდა. "ყოჩები" კი პირიქით, გაშვებულმა ლელომ უფრო გააშმაგა, გაცილებით კომბინაციურად და თამამად ირჯებოდა. გუნდის მორკინალებმა რამდენჯერმე მეტოქის ხაზის გაჭრაც შეძლეს და მე-16 წუთზე ანგარიშშიც დაწინაურდნენ.

მოედნის ცენტრში დანიშნული შერკინებიდან ბურთი ცხრა ნომერმა ვახტანგ ჯაფარიძემ გამოიტანა, მერე მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე შეუტია და ბურთი ფეხით მეტოქის ხაზის ზურგსუკან გადაკიდა. მასთან ყველაზე სწრაფად გარემარბი გიორგი ხარშილაძე გაჩნდა, რომელმაც ლელო კარის ძელთან ახლოს გაიტანა. მგეზავმა გიგი გაბუნიამ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:5.

ეს ანგარიში 16 წუთის განმავლობაში უცველელი იყო. არმაზელებმა რამდენჯერმე მოიპოვეს საჯარიმოს დარტყმის უფლება და ყველა ჯერზე ბურთი აუტში გადაიტანეს. ცხადია, ლელოს გატანას ნაცადი ხერხით, მოლის მძლავრი მიწოლით ცდილობდნენ, თუმცა "ყოჩებმა" ამის საშუალება ერთხელაც არ მისცეს. 32-ე წუთზე კიკნაძემ საჯარიმოს კარში დარტყმა გადაწყვიტა და გაიტანა კიდეც - 8:7.

თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. მატჩის დასკვნით ექვს წუთში უპირატესობას "ყოჩები" დაეუფლა და გიგი გაბუნიამ ზედიზედ ორი საჯარიმო გაიტანა - 13:8. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ საწყისი ათი წუთი პირველი ნახევრის მსგავსი სცენარით წარიმართა. 50-ე წუთზე გაბუნიამ კიდევ ერთხელ დალაშრა საჯარიმოთი მეტოქის კარი და სხვაობა რვა ქულამდე გაზარდა - 16:8.

"არმაზი" გარდაუვალი მარცხის საშიშროების წინაშე დადგა. ამან გუნდში ერთგვარი შინაგანი მობილიზება გამოიწვია. თამაში ნელ-ნელა დალაგდა. მგეზავმა დავით კიკნაძემ მოახერხა გუნდის შეტევების სწორად წარმართვა და ნელ-ნელა მოედანზე მიმდინარე მოვლენები რადიკალურად შეიცვალა.

53-ე და 55-ე წუთებზე კიკნაძემ ორი საჯარიმო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა - 14:16.

ამას მატჩის 64- წუთზე "ყოჩების" ლელოს მისადგომებთან მოწყობილი შტურმი მოჰყვა. არმაზელებმა სამჯერ მოიპოვეს საჯარიმოს დარტყმის უფლება და სამივეჯერ ბურთი აუტში გადაიტანეს.

მოლითა და წარმოქმნილი რაკებიდან მიძალებით მეტოქეს ვერაფერი დააკლეს. მერე ბურთის ხაზზე, მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გატანა სცადეს, თუმცა ამ შემთხვევაში ლელოს ვერ მიუახლოვდნენ. საბოლოოდ კიდევ ერთი ჯარიმა დაინიშნა, რომელიც კიკნაძემ კარში დაარტყა და თავისიანები დააწინაურა - 17:16.

მსგავსი სცენარით წარიმართა მატჩის დასკვნითი ათი წუთი, თუმცა "ყოჩებმა" საკუთარი ჩათვლის მოედანი ისევ წარმატებით დაიცვეს. "არმაზი" იძულებული გახდა, საჯარიმო ისევ კარში დაერტყა. კიკნაძე ამჯერადაც ზუსტად გაისარჯა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 20:16.

"ყოჩებმა" პირველი ქულა მიითვალეს, რომელიც მათ რვა ქულაზე ნაკლები სხვაობით წაგებისთვის ერგოთ.

არმაზი-ყოჩები 20:16

არმაზი (15-9) სირაძე, პანიაშვილი (ხუციშვილი 56), მაჩხანელი, კაიფაჯიანი, პ. მაისურაძე, კიკნაძე, მისრიაშვილი. (1-8) ჯიბლაძე (ბეჯიაშვილი 41), სოსელია, ბუკია, ჭელიძე, კანდელაკი, ლეკბორიშვილი, მინაშვილი, თიგიშვილი.

ლ: სოსელია. 5ს: კიკნაძე.

სინბინი: მინაშვილი

ყოჩები (15-9) კვარაცხელია, ხარშილაძე (ხულელიძე 54), კობაური (გარუჩავა 58), ქუშაშვილი, აბრამალიძე, გაბუნია, ჯაფარიძე. (1-8) ესაკია (ჯინჭარაძე 75), ცუცქირიძე, შენგელია (ჭიღლაძე 47), ტვილდიანი, ბელაშვილი, აფციაური, ცაგარეიშვილი (გუგეშაშვილი 59), მაღლაკელიძე.

ლ: ხარშილაძე. 3ს,გ: გაბუნია.

მსაჯი: უჩა ნარიმანიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიდი 10 | არმია 23:19 ლელო

დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები

crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი

გარანტია - ბარკოლა "ლივერპულში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს

დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა