"რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა დრო იხელთა და პორტუგალიელ თავკაცს შეუტია
"მოურინიოს შავი სექტემბერი" - ასე დაასათაურა თავისი სტატია "მარკამ". აი, რას გულისხმობს გავლენიანი ესპანური გამოცემა - "თუკი ჟოზე მოურინიოს დამთხვევების არ სჯერა, უჯობს, ეს ისტორიული პარალელები ნახოს. სექტემბერი ყოველთვის რთული თვე იყო მისთვის, მაგრამ განსაკუთრებით 2007 წლის სექტემბერს გამოვყოფთ.

მაშინ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15-ში "განსაკუთრებულმა" ვერაფერი მოუხერხა "ბლექბერნს", 18-ში კი ფრეზე მეტს ვერ გამორჩა შინ "როსენბორგთან" მატჩში. აქედან ორ დღეში მან აბრამოვიჩის გუნდი დატოვა. წლეულსაც იგივე დღეებია - 15-ში მარცხი "სევილიასთან" და 18-ში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა "მანჩესტერ სიტისთან". თუკი "რეალი" ამ შეხვედრას მოიგებს, კრიზისი გადაივლის; თუ არადა, მაშინ საინტერესო თარიღი 20 სექტემბერი იქნება", - "მარკა" პორტუგალიელის შესაძლო აბარგებაზე მიუთითებს.

ეს სტარტი ყველაზე უარესია ჟოზე მოურინიოს კარიერაში - 4 ტურის შემდეგ მის გუნდს 12 შესაძლებლიდან მხოლოდ 4 ქულა აქვს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მოურინიოს გუნდს, როგორც წესი, ახასიათებს ცუდი სტარტი - შარშან ამდენივე ტურში "რეალმა" 5 ქულა დაკარგა, მაგრამ საბოლოდ მაინც ჩემპიონი გახდა.

"რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა დრო იხელთა და პორტუგალიელ თავკაცს შეუტია. რადიოინტერვიუში ის აღშფოთებული იყო მოურინიოს გამონათქვამით - ახლა მე გუნდი არ მყავსო: "მოურინიოს ასეთი კომენტარები გუნდს ვერაფერში ეხმარება. ფეხბურთელებს, თავის მხრივ, თავისუფლად შეუძლიათ, თქვან, ჩვენ ახლა მწვრთნელი არ გვყავსო. ვფიქრობ, ბიჭები არ იქნებიან კმაყოფილები მოურინიოს ამ გამონათქვამის გამო", - განაცხადა კალდერონმა.

ამასობაში სერხიო რამოსი ამბობს, რომ გუნდი სრული შემადგენლობითაა პასუხისმგებელი წარუმატებელ სტარტზე: "ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ვიგებთ ერთად და ვაგებთ ასევე ერთად. "ბარსელონა" უკვე 8 ქულით გვისწრებს. უკვე რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. იქამდე კი შორია".

როგორც ჩანს, დღევანდელი "რეალის" "აქილევსის ქუსლი" სტანდარტული მდგომარეობებია - "სევილიასთან" გუნდმა ამ სიტუაციაში გაუშვა გოლი - ივან რაკიტიჩი კუთხურს აწოდებდა, ხოლო საჯარიმოს ცენტრში ანხელ დი მარიასგან უმეთვალყურეოდ დატოვებულმა პიოტრ ტროხოვსკიმ გაიტანა. ამ სეზონში უკვე გაუშვა "სამეფო კლუბმა" მსგავსი ტიპის გოლები "ვალენსიასა" და "ხეტაფესგან". სამი გოლი სტანდარტული მდგომარეობისას - დღეისათვის "რეალი" ამ მაჩვენებლით ლა ლიგის უცუდესი კლუბია.

და მაინც, რის ხარჯზე მოუგო მიჩელმა თავის ყოფილ გუნდს? "რეალის" ლეგენდამ კარგად შეარჩია სტრატეგია და "სევილიას" შუა ხაზის ცენტრში 4 მცველის წინ ორი საყრდენი დააყენა: მადურო და მედელი. ამით ანდალუსიელთა ნახევარდაცვა გაძლიერდა და "რეალსაც" კონტრშეტევებისას შანსები შეუმცირდა. ამას დაერთო სწრაფი გოლი და ერთი-ორი ეპიზოდი, როცა მასპინძლებს აშკარად გაუმართლათ.

ესპანეთი. ლა ლიგა. IV ტური

ვალიადოლიდი-ბეტისი 0:1

ვალიადოლიდი (4-2-3-1): ხაიმე – რუკოვინა, რუედა, ვალიენტე, ბალენსიაგა – რუბიო (61. სასტრე), ვ. პერესი – ებერტი, ოსკარი, ომარი (82. ბუენა) – გერა (72. მანუჩო).

ბეტისი (4-2-3-1): კასტო – ნელსონი, პაულაუ, მარიო, ნაჩო – ბენიატი, რ. პერესი – აგრა (63. ა. მარტინესი), რ. კასტრო, ნონო (58. ნოსა) – მოლინა (70. ხ. პერეირა).

გოლები: 0:1 რ. კასტრო (89)

გაფრთხილება: სასტრე – პაულაუ, პერეირა

კუთხური: 5-3; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10-7 (3-2); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 16 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 4 4 0 0 12-3 12

2. მალაგა 4 3 1 0 6-2 10

3. მალიორკა 4 2 2 0 5-3 8

4. სევილია 4 2 2 0 4-2 8

5. ატლეტიკო 3 2 1 0 9-4 7

6. ვალეკანო 4 2 1 1 6-5 7

7. ბეტისი 3 2 0 1 7-5 6

8. დეპორტივო 4 1 3 0 7-5 6

9. ვალიადოლიდი 4 2 0 2 3-3 6

10. სოსიედადი 4 2 0 2 5-7 6

11. ვალენსია 4 1 2 1 6-6 5

12. რეალი 4 1 1 2 5-4 4

13. ხეტაფე 4 1 1 2 5-8 4

14. ლევანტე 4 1 1 2 5-8 4

15. ბილბაო 4 1 1 2 8-12 4

16. სელტა 4 1 0 3 4-5 3

17. სარაგოსა 4 1 0 3 2-5 3

18. გრანადა 4 0 2 2 2-6 2

19. ესპანიოლი 4 0 1 3 7-10 1

20. ოსასუნა 4 0 1 3 2-7 1

ბომბარდირები: 6 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 4- ტომერ ჰემედი (მალიორკა), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 3 - არიც ადურისი (ბილბაო), გონსალო იგუაინი (რეალი), ხორხე მოლინა (ბეტისი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა