გასულ კვირას ჩატარებულ ორ ტურნირში (კვებეკსა და ტაშკენტში) ელიტის მოთამაშეები ვერ ვიხილეთ
ამერიკის ღია პირველობის შემდეგ წამყვანმა ქალმა ჩოგბურთელებმა პაუზა აიღეს. ამიტომაც გასულ კვირას ჩატარებულ ორ ტურნირში (კვებეკსა და ტაშკენტში) ელიტის მოთამაშეები ვერ ვიხილეთ. ასეთ დროს თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ რეიტინგის ქვემოთ მყოფ ჩოგბურთელებს, აგრეთვე, ახალგაზრდა მოთამაშეებს. მაგალითად, შარშან ტაშკენტში პირველობა ქსენია პერვაკმა მოიპოვა, მაგრამ წელს ყაზახმა ტრავმის გამო ვერ შეძლო ტიტულის დაცვა და ახალ რეიტინგში პირველი ასეულის მიღმა აღმოჩნდა.

უზბეკური ტურნირის საწყისი წრის მატჩებიდან უნდა გამოვყოთ ანა ჩაკვეტაძის მოგება - მან იანვრის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო WTA-ს ტურში, თუმცა მეორე წრეში პირწმინდად დამარცხდა გალინა ვოსკობოევასთან - 1:6, 3:6. სამაგიეროდ, ჩაკვეტაძემ ვესნა დოლონცთან ერთად წყვილების ფინალში გააღწია, მაგრამ იქ წააგო კაიანსა და პეხოვას დუეტთან.

ტურნირის მთავარი სენსაცია გახდა ხორვატი დონა ვეკიჩი, რომელსაც ამ ზაფხულს 16 წელი შეუსრულდა. ვეკიჩს გარკვეული წარმატებები ჰქონდა ITF-ის ტურნირებზე და TOP200-შიც შეაღწია, მაგრამ აქამდე WTA-ს ტურნირებზე არასოდეს ეთამაშა. ხორვატმა გაიარა კვალიფიკაცია, შემდეგ კი მოულოდნელად ფინალამდე მიაღწია; თანაც, გზად საკმაოდ ძლიერი მეტოქეები დაამარცხა - რიბარიკოვა, იოვანოვსკი, არუაბარენა და ბირნეროვა, რომელიც შარშანდელი ფინალისტი იყო. დონა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში WTA-ს ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი გახდა.

უკანასკნელად, პირველივე ცდიდან WTA-ს ტურნირის მოგება ლეგენდარულმა ჟუსტინ ანენმა შეძლო, მაგრამ ვეკიჩმა ვერ გაიმეორა ბელგიელის შედეგი. ფინალში უფრო გამოცდილმა ირინა ბეგუმ შეძლო დონას დამარცხება. რუმინელს ძალიან დაეხმარა საკუთარი მოწოდება. ხორვატმა მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთი ბრეიკი გააკეთა, ბეგუმ - სამი და ამის ხარჯზე 6:4, 6:4 მოიგო. რუმინელისთვის ეს პირველი ტიტულია კარიერაში. შარშან მან ორჯერ ფინალი ითამაშა და ორივეჯერ დამარცხდა.

კვებეკის ტურნირსაც მოკრძალებული შემადგენლობა ჰყავდა. არადა, თავის დროზე აქ გაუმარჯვიათ ლინდსი დავენპორტს, ჯენიფერ კაპრიატისა და მარია შარაპოვას.

ბადის ქვედა მხრიდან ფინალამდე მიაღწია ლუსი ჰრადეცკამ. ჩეხი ბრწყინვალედ გამოდის წყვილთა თანრიგში, სადაც რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს. მას კარგი მოწოდება ახასიათებს და ამ ტურნირის დროს 40 ეისი შეასრულა, მათ შორის - 16 ნახევარფინალში, სადაც კრისტინა მლადენოვიჩი დაამარცხა. ეს ფრანგი აგრძელებს პროგრესს და კარიერაში პირველად მიაღწია WTA-ს ტურნირის ნახევარფინალამდე.

ბადის ზედა ნაწილიდან მოულოდნელი ფინალისტი გახდა კირსტენ ფლიპკენსი. თავის დროზე ბელგიელი იმედისმომცემ მოთამაშედ მიიჩნეოდა, მაგრამ შარშან სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა და ძალიან დაქვეითდა რეიტინგში. საბოლოოდ, ის წელს მხოლოდ მესამედ მოხვდა WTA-ს ტურნირის ძირითად ბადეში.

ბელგიელს ბადის მხრივ დიდად არ გაუმართლა: პირველივე წრეში შეხვდა პირველ ნომრად განთესილ დომინიკა ციბულკოვას და დაძაბულ ბრძოლაში მოუგო მას. ასევე რთული ბრძოლები გადაიტანა მირიანა ლუჩიჩთან და მონა ბარტელთან და მხოლოდ ანა ტატიშვილს მოუგო იოლად, რაშიც ქართველის ტრავმა დაეხმარა.

ფინალის პირველ პარტიაში ფლიპკენსს სოლიდური უპირატესობა ჰქონდა, მეორეში კი დაძაბული ბრძოლა იყო. გადამწყვეტი აღმოჩნდა ბელგიელის ბრეიკი მე-11 გეიმში, შემდეგ კი მან წარმატებით ჩააწოდა კარიერაში თავის პირველ ტიტულზე - 6:1, 7:5. კირსტენმა ფინალის შემდეგ განაცხადა, რომ მუდმივი სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა კიმ კლაისტერსთან, რომელსაც თავის უფროს დად მიიჩნევს. ამ მოგების წყალობით, ფლიპკენსმა რეიტინგში 102-დან 69-ე ადგილამდე გადაინაცვლა.

Tashkent Open

ტაშკენტი (უზბეკეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

ირინა ბეგუ (რუმ)-დონა ვეკიჩი (ხორ) 6:4, 6:4.

Bell Challenge

კვებეკი (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

კირსტენ ფლიპკენსი (ბელ)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ, 8) 6:1, 7:5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო