ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ბრაზილია. სერია ა. XXV ტური: სენსაციები, სენსაციები...

ბრაზილია. სერია ა. XXV ტური: სენსაციები, სენსაციები...

სერია ა-ს 25-ე ტურში პირველ ოთხ ადგილზე მყოფი გუნდიდან გამარჯვება ვერცერთმა მოიპოვა
სერია ა-ს 25-ე ტური მართლაც სენსაციური გამოდგა. პირველ ოთხ ადგილზე მყოფი გუნდიდან გამარჯვება ვერცერთმა მოიპოვა, მაგრამ თუ "ვასკო და გამამ" და "გრემიომ" ძლიერ მეტოქეებთან, თანაც სტუმრად, ქულა აიღეს, "ატლეტიკო" და "ფლუმინენსე" დამარცხდნენ.

განსაკუთრებით მოულოდნელი "ფლუს" მარცხი იყო...

საოცარი მატჩი ვოლტა რედონდაში

"ფლუმინენსე" ბოლოზე მყოფ გოიანიას "ატლეტიკოს" ქალაქ ვოლტა რედონდაში მასპინძლობდა. ამ ტურს აბელ ბრაგას გუნდი 12-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდა.

ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 25 შეხვედრაში კი "ფლუს" მხოლოდ ერთი ჰქონდა წაგებული ("გრემიოსთან" ჩემპიონატში). ამასაც რომ თავი გავანებოთ, "ფლუ" რეკორდსმენი იყო - აქამდე არც ერთ გუნდს 25 ტურის შემდეგ 53 ან მეტი ქულა არ მოეგროვებინა.

ამ ყველაფრის ფონზე, მატჩი ძალიან უცნაური სანახავი იყო - უპირატესობას ხომ "ატლეტიკო გოიანიენსე" ფლობდა და პირველ ტაიმში გუნდმა ორი გოლიც გაიტანა. პირველ შემთხვევაში ძალიან ლამაზი გოლი დიეგო ჯარეტამ შეაგდო.

სტუმრებმა საჯარიმო გაითამაშეს და დასარტყმელად ჯარეტას გაუგორეს. მარცხენა მცველის დარტყა ძალიან ძლიერი და ზუსტი იყო, დიეგო კავალიერის შანსი არ ჰქონდა.

ტაიმის მიწურულს კი აუტსაიდერმა მეორედაც იხეირა - კუთხურის შემდეგ საჯარიმოში ყველას რენიემ აჯობა. ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა, ოდნავ წინ გამოსულ კავალიერის თავზე გადააფრინდა და პირდაპირ კარში ჩაეშვა. 0:2 პირველი ტაიმის შემდეგ.

ბრაგამ სიტუაციის შეცვლა ცვლილებებით სცადა, მოედანზე ორი 19 წლის (მაიკლი და იგორი) და ერთი 18 წლის (უოლასი) ფეხბურთელები გამოუშვა. მეორე ნახევარში სულ სხვა "ფლუ" ვიხილეთ. მასპინძლები უტევდნენ და მომენტებსაც ქმნიდნენ, თუმცა შესანიშნავად თამაშობდა სტუმართა კიპერი და კაპიტანი მარსიო (რომელიც გარეგნობით ძალიან წააგავს "ვასკოს" ბომბარდირ ალეკსანდროს).

მარსიო, სხვათა შორის, საკუთარი გუნდის თანაბომბარდირია. მეკარის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე სამი გოლია.

ამ შეხვედრაში კარის დარაჯს გოლის გატანა არ დასჭირვებია, საკუთარი მოვალეობა მოიხადა და გუნდი არაერთხელ იხსნა. საბოლოოდ 1:2 და ვოლტა რედონდაში ბრაზილიის ამ ჩემპიონატის მთავარი სენსაცია დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ "ფლუს" მეორე ტაიმში მომენტები ჰქონდა, ეს საკმარისი მაინც არ იყო. ბევრ ადამიანს ამ მატჩთან დაკავშირებით შესაძლოა ეჭვიც კი გასჩენოდა და რთულია, მათ რაიმე საწინააღმდეგო უთხრა.

აბელ ბრაგა: "ძალიან უკმაყოფილო და გაწბილებული ვარ. ჩვენ დღეს კარგი გაკვეთილი მივიღეთ, თუ როგორ არ შეიძლება თამაში. მთავარია, კონცენტრაცია არ დავკარგოთ და ამ მარცხისგან სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ. მოგება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ფეხბურთში ასეთი დღეებიც არის და ამ დღეების იოლად გადატანა უნდა შეგეძლოს".

აქვე გეტყვით, რომ "ატლეტიკო გოიანიენსესთვის" ეს პირველი საგარეო გამარჯვება იყო...

ფლუს ატლეტიკომაც მიბაძა

დამარცხდა "ატლეტიკო მინეიროც", მაგრამ რონალდინიოს გუნდის წაგება მაინცდამაინც გასაკვირი არ იყო, რადგან ჩემპიონატის პოტენციური ლიდერი რესიფეში "ნაუტიკოს" ეთამაშებოდა.

"ნაუტიკო" შინ, პრაქტიკულად, უძლეველია. სერია ა-ს დებიუტანტებმა საკუთარ მოედანზე "სან პაულო" (3:0), "სანტოსი" (3:0), "ბოტაფოგო" (3:2), "გრემიო" (1:0) და ახლა უკვე "ატლეტიკოც" დაამარცხეს. შინ მოგროვებული ქულების მიხედვით, რესიფელები ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე არიან.

კუკას, პრაქტიკულად, ძირითადი შემადგენლობა ჰყავდა. ერთადერთი დანაკლისი ფორვარდი ჟო იყო, რომელიც თერთმეტეულში ლეონარდომ შეცვალა. ვერც დანილინიომ, ვერც რონალდინიომ და ვერც ბერნარდმა "ნაუტიკოს" წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს.

მასპინძლები 49-ე წუთზე სოუზამ დააწინაურა, 69-ეზე კი არაუჟომ პენალტი ვერ გაიტანა, თორემ რესიფელების უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური იქნებოდა.

ამ ტურში ვერ მოიგო "გრემიომაც". არადა, ლუშემბურგოს გუნდი "ფლამენგოს" პირველი ტაიმის შემდეგ უგებდა და მატჩის სადავეებსაც აკონტროლებდა.

მეორე ტაიმში "ფლა" გააქტიურდა, მაგრამ მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა, ხოლო "გრემიოს" კი კონტრშეტევებისთვის სივრცეები ეხსნებოდა, მაგრამ სტუმრები რატომღაც ამით არ სარგებლობდნენ და ტემპს აგდებდნენ.

ვანდერლეი ლუშემბურგომ გუნდის დაცვაზე გადაწყობა ნაადრევად გადაწყვიტა. ბურთი, პრაქტიკულად, ბოლომდე მასპინძლებს დაუთმო და ამის გამო მალე დაისაჯა. მასპინძელთა 17 წლის ტალანტმა ადრიანმა საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა - 1:1 62-ე წუთზე და წინ კიდევ ნახევარი საათი იყო.

დარჩენილმა დრომ დორივალ ჟუნიორის გუნდის შეტევებში ჩაიარა, მაგრამ მეორე გოლის გატანა "ფლამენგომ" ვერ შეძლო. პარალელურ მატჩში "ფლას" კონკურენტმა "სპორტ რესიფემ" "ინტერთან" სტუმრად ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ბრაზილიის ყველაზე პოპულარულ გუნდს კარგი საჩუქარიც გაუკეთა. ახლა რესიფელებს და რიოელებს შორის სხვაობა ისევ 4 ქულაა.

ამ ტურის გამორჩეული მოვლენებიდან აღვნიშნოთ "პალმეირასის" მორიგი მარცხი - ამჯერად მოსისხლე მტერ "კორინთიანსთან" და ნეიმარის გოლები.

"სანტოსის" ლიდერმა "კურიტიბას" ორი გოლი გაუტანა (მასპინძელთა მხრიდან "სანტოსის", "ფენერბაჰჩეს" და "ფლამენგოს" ყოფილმა ფორვარდმა დეივიდმა გაიტანა, აკინოს კი არ უთამაშია). ახლა ნეიმარს 9 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი და თუ ასე გააგრძელა, ბომბარდირთა დავაშიც მალე დაწინაურდება.

ბრაზილია. სერია ა. XXV ტური

ფლუმინენსე-ატლ. გოიანიენსე 1:2

გოლები: 0:1 დიეგო ჯარეტა (18), 0:2 რენიე (45), 1:2 მაიკლი (64).

სან პაულო-პორტუგეზა 3:1

გოლები: 1:0 ოსვალდო (6), 1:1 ბრუნო მინეირო (37), 2:1 კორტესი (57), 3:1 ლუიშ ფაბიანო (78).

პალმეირასი-კორინთიანსი 0:2

გოლები: 0:1 რომარინიო (22), 0:2 პაულინიო (54).

კრუზეირო-ვასკო და გამა 1:1

გოლები: 1:0 რენატო სილვა (4-საკ. კარში), 1:1 ნილტონი (28).

კურიტიბა-სანტოსი 1:2

გოლები: 1:0 დეივიდი (10), 1:1 ნეიმარი (71), 1:2 ნეიმარი (83).

ნაუტიკო-ატლ. მინეირო 1:0

გოლები: 1:0 სოუზა (49).

ბაია-ფიგეირენსე 2:1

გოლები: 0:1 ჟულიო სეზარი (33), 1:1 ელდერი (73), 2:1 კლაუდიო პიტბული (90).

ფლამენგო-გრემიო 1:1

გოლები: 0:1 მორენო (18), 1:1 ადრიანი (62).

ინტერნასიონალი-სპორტ რესიფე 2:2

გოლები: 0:1 რიტიელი (36), 0:2 ჟილსინიო (42), 1:2 კასიანო (63), 2:2 ლეანდრო დამიაო (76)

პონტე პრეტა-ბოტაფოგო 0:0

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ფლუმინენსე 25 15 8 2 41-17 53

2. ატლ. მინეირო 24 15 6 3 39-17 51

3. გრემიო 25 15 3 7 37-21 48

4. ვასკო და გამა 25 12 7 6 32-26 43

5. სან პაულო 25 12 3 10 37-28 39

6. ბოტაფოგო 25 11 6 8 39-31 39

7. ინტერნასიონ. 25 9 10 6 30-22 37

8. კრუზეირო 25 10 5 10 32-35 35

9. კორინთიანსი 25 9 8 8 28-24 35

10. პონტე პრეტა 25 8 9 8 30-32 33

11. სანტოსი 25 8 9 8 30-32 33

12. ნაუტიკო 25 9 4 12 30-40 31

13. ბაია 25 7 10 8 26-27 31

14. პორტუგეზა 25 7 8 10 25-29 29

15. კურიტიბა 25 8 4 13 38-45 28

16. ფლამენგო 24 7 7 10 24-34 28

17. სპორტი 25 5 9 11 22-35 24

18. ფიგეირენსე 25 5 7 13 28-42 22

19. პალმეირასი 25 5 5 15 22-35 20

20. ატლ გოიანიენ. 25 4 8 13 26-44 20

ბომბარდირები:

11 - ფრედი (ფლუმინენსე), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო); 10 - ვაგნერ ლავი (ფლამენგო); 9 - ალეკსანდრო (ვასკო და გამა), ველინგტონ პაულისტა (კრუზეირო), ბრუნო მინეირო (პორტუგეზა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს

"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა