ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვატო წერეთელი: ქართულ ფუტსალში გამყინვარება დასრულდა

ვატო წერეთელი: ქართულ ფუტსალში გამყინვარება დასრულდა

"იბერია სტარის" პრეზიდენტი წლეულს მომხდარ ცვლილებებზე "ლელოს" თავის მოსაზრებას უზიარებს
საქართველოს ჩემპიონმა "იბერია სტარმა" სლოვენიაში ჩატარებულ უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა და ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

ელიტრაუნდის შეხვედრებს კი, სადაც ოთხთა ფინალის ერთ-ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, 9-დან 14 ოქტომბრამდე თბილისი უმასპინძლებს. ეს დიდწილად ახალგაზრდა ბიზნესმენის, ვატო წერეთლის დამსახურებაა, რომელიც წლების წინ "იბერიას" გაჭირვების დროს შეეხიდა.

დღეს კი საქართველოს უცვლელი ჩემპიონი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია - თბილისელებს ცნობილი ბრაზილიელი სპეციალისტი სერჟიო ბენატი ავარჯიშებს, ამავე ქვეყნიდან გამოცდილი და მაღალი კლასის მოთამაშეების მთელი ჯგუფი დაიმატეს და ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრას იმედოვნებენ.

"იბერია სტარის" პრეზიდენტი ვატო წერეთელი წლეულს მომხდარ ცვლილებებზე "ლელოს" თავის მოსაზრებას უზიარებს:

"საერთოდ, ქართულ ფუტსალში ძალიან დიდი გამყინვარება იყო, მით უფრო, ბოლო ორი წლის განმავლობაში. რამდენიმე ადამიანმა ეს სახეობა მხრებით ვათრიეთ და მაინც გადავარჩინეთ.

ფუტსალის ასოციაციაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ კი იმედი გამიჩნდა, რომ მდგომარეობა სასიკეთოდ ახლა მაინც შეიცვლება: ახალი პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი საქმეს აქტიურად შეუდგა, ფინანსებს იზიდავს, სპორტის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია ჩართო და საერთოდაც, დიდი გეგმები აქვს.

რაც მთავარია, ეს ადამიანი ფუტსალში მოღვაწე ორიოდე ბიზნესმენის აზრით დაინტერესდა და განზე არ დამდგარა, ერთად დავსხედით და დავილაპარაკეთ. საკლუბო და სანაკრებო დონეზე დიდი ამბიცია გვაქვს.

რაც მთავარია, ახალი კლუბების ჩამოსაყალიბებლად კომპანიებს ელაპარაკება".

წერეთელი მედიის როლსაც შეეხო:

"მთავარია, ფუტსალი გულშემატკივრამდე მივიტანოთ. ჩვენ თუ მოვახერხებთ, მედიას უფრო დავაინტერესებთ და კარგ გარემოს შევქმნით, საქმის კეთება გაცილებით გაგვიადვილდება და ბიზნესმენები ფულის ჩადებას დაიწყებენ.

ახლა რომელიმე ბიზნესმენი თუ გვეხმარება, ეს მხოლოდ ერთჯერადი ადამიანური თანადგომა უფრო არის, ვიდრე ფუტსალით დაინტერესება და მეტი არაფერი. სერიოზულად ჩვენს სახეობას ჯერ არავინ ეტანება. როგორც შევძლებთ მუშაობას, ასოციაციაზე არის დამოკიდებული".

ფუტსალის დასრულებული ჩემპიონატი "იბერია სტარმა" უნიკალური შედეგით დაასრულა - თბილისელებმა ყველა 14 შეხვედრა მოიგეს, თანაც საშუალოდ მატჩში 12,9 გოლი გაიტანეს, რეალური კონკურენტი კი ამჯერადაც არ ჰყოლიათ.

წერეთელი გვიყვება, როგორ წარმოუდგენია ეროვნული ნაკრებისა და ქვეყნის ჩემპიონატის გაძლიერება და არ მალავს, რომ ეს ყველაზე მეტად სწორედ მას ადარდებს:

"ჩვენ ევროპის საუკეთესო კლუბებს ვამარცხებთ, მაგრამ შინ სათანადო წინააღმდეგობას ვერ ვაწყდებით. ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი მომზადებით ევროსარბიელზე კიდევ ბევრს ვაღწევთ.

ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერების გარეშე ვერც ჩვენი კლუბი განვითარდება და ვერც ეროვნული ნაკრები. არადა, შიდა ტურნირები უნდა გახდეს ჩვენი მომავალი წარმატებების საფუძველი.

იმედია, რომ წლევანდელი ჩემპიონატი შარშანდელზე უკეთესი იქნება და ბევრად მეტი ფულიც დაიხარჯება. დასანანია, რომ "ალგო" დაიშალა. მოთამაშეები გადავიდნენ თსუ-ში, "თელასში", "სოკარში", მაგრამ არის ახალი კლუბები და ეს მაიმედებს".

"იბერია სტარის" პრეზიდენტი ფუტსალში არსებულ საკადრო პრობლემებზეც გველაპარაკა:

"ჩვენთან გამორჩეული მწვრთნელები არველაძე და ასათიანი არიან. საერთოდ კი, ამ კუთხით საკმაოდ მწვავე პრობლემა გვაქვს. უკრაინელი ოლეგ სოლოდოვიკი რომ ჩამოვიყვანე, მივხვდი, გამყინვარების პერიოდში წამყვან ქვეყნებს როგორ ჩამოვრჩით.

სერჟიო ბენატიმ კი სულ გადამრია, მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

იმედი გამიჩნდა, რომ ბრაზილიელის ხელმძღვანელობით "იბერია" დიდ წარმატებებს მიაღწევს. ჩვენს მწვრთნელებს ნიჭი აქვთ, მაგრამ განვითარებაში ხელი უფულობის გამო ეშლებათ. მათ უნდა დავეხმაროთ და სასწავლებლად უცხოეთში მივავლინოთ, ადგილზე სემინარები მოვუწყოთ და ა.შ. მარტო საქართველოში ჯდომით ვერ გავიზრდებით. ამიტომ ამ კუთხითაც ბევრი სამუშაოა.

სოლოდოვიკმა საგანგებოდ სემინარები გააკეთა და მწვრთნელებს ესეც წაადგათ, მაგრამ ეს სისტემატურად უნდა ხდებოდეს და არა პერიოდულად".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა