ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

აკაკი დევაძე: გიორგი ლორია დიდი ფეხბურთისთვის უკვე მზად არის

აკაკი დევაძე: გიორგი ლორია დიდი ფეხბურთისთვის უკვე მზად არის

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ ევრო 96-ზე გერმანიასთან მატჩი გაიხსენა და პარალელები ესპანეთთან, 11 სექტემბრის შეხვედრასთან გაავლო
90-იანი წლები, დამოუკიდებელი საქართველოს და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პირველი პერიოდი, როცა ბევრი რამ ინერციით მოდიოდა და როცა ბევრი რამ თავიდან იწყებოდა...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შესარჩევი 1994-95 წლებში ითამაშა, ევრო 96-ის საგზურისთვის იბრძოდა. დიახ, მაშინ ეს უფრო რეალური იყო, ვიდრე ახლა, როცა ფეხბურთის ფედერაციას და ნაკრებებს სახელმწიფოსგან მილიონობით დოტაცია აქვთ...

პირველად საქართველოს ნაკრებს დიდი გუნდი 1995 წელს ეწვია - ნაციონალმანშაფტი, ბერტი ფოგთსის გაწვრთნილი გერმანიის ნაკრები...

მაშინ საქართველოს ნაკრების კარს აკაკი დევაძე იცავდა. იმ დროს ის იყო ყველაზე ნიჭიერი ქართველი მეკარე. დევაძემ გერმანიის წინააღმდეგ თბილისშიც ითამაშა და ნიურნბერგშიც, როცა 1:4-ით დავმარცხდით...

გერმანიასთან თბილისური მატჩი სულ სხვა იყო, ეროვნულ სტადიონზე ასი ათასზე ნაკლები გულშემატკივარი ნამდვლად არ მისულა.

გერმანიამდე ჩვენმა ნაკრებმა შინ უელსი დაამარცხა, სტუმრად კი ალბანეთს აჯობა. ცუდად დაწყებული ციკლის მერე გამოჩნდა, რომ საკმაოდ საინტერესო გუნდი გვყავდა, გულშემატკივარიც მაქსიმალისტი გახდა და ნაკრებისგან უკვე ევრო 96-ზე მოხვედრას მოითხოვდა.

მეტოქე კი გერმანია იყო, რომელმაც ევრო 96-ზე პირველი ადგილი მოიპოვა...

დევაძეს გერმანიასთან მატჩებზე ვესაუბრეთ და მერე ახლანდელი სიტუაციაც მიმოვიხილეთ...

- როგორ ემზადებოდით გერმანიასთან მატჩისთვის, ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე ყველაზე უფრო რაზე აკეთებდა აქცენტს?

- ისეთი მნიშვნელობის მატჩი იყო, განსაკუთრებული მომზადება არც გვჭირდებოდა, ყველას გაცნობიერებული გვქონდა, თუ რა დონის ნაკრებთან მოგვიწევდა თამაში.

რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ გერმანია ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ ჩვენი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა და ყველაფერი შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო. ძალა აღმართს ხნავდა და დავმარცხდით - საბოლოოდ ასე დასრულდა ყველაფერი.

- საქართველოს ნაკრებმა ახლახან ესპანეთის ნაკრებთან ზედმიწევნით დაცვითი ფეხბურთი ითამაშა და 87-ე წუთამდე გოლი არ გაუშვია. როგორ იყო მაშინ, 1995 წელს გერმანიასთან, ნაკრების მწვრთნელმა მაშინაც მსგავსი დავალება მისცა ფეხბურთელებს?

- არა, მაშინ მსგავსი არაფერი ყოფილა, 4-5-1 სქემით ვითამაშეთ. წინ შოთა არველაძე გვყავდა, რომელსაც შეტევაში გიორგი ქინქლაძე ეხმარებოდა. თავდაცვითი სტილი ჩვენს ნაკრებს მაშინ არ აურჩევია.

- ასე ვთქვათ, მანდრაჟით თამაშისგან თავის დაღწევა მაშინ გაუჭირდა საქართველოს ნაკრებს?

- ჩემი მხრიდან არანაირი მანდრაჟი არ ყოფილა და არც ნაკრების სხვა ფეხბურთელებს ეტყობოდათ რამე ასეთი. უბრალოდ, კლასმა გაიმარჯვა.

- გერმანიამ თბილისში 2:0 გაიმარჯვა. პირველი გოლის დროს არ შეგეძლოთ გუნდის გადარჩენა?

- მარიო ბასლერმა კუთხური ისე ჩააწოდა, რომ კარიდან გამოსვლა ძალიან რთული იყო; ასე ვთქვათ, ჩემგან წამსვლელი ბურთი იყო. ალბათ გახსოვთ, რომ ბასლერი კუთხურის ჩაწოდების ნამდვილი ოსტატი გახლდათ.

კუთხურის დროს თითოს თითო მეტოქე უნდა აგვეყვანა. მე უფრო ხაზზე თამაში მევალებოდა, ასე უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შემეძლო გუნდისთვის. ტიპურად გამოსვლებზე მოთამაშე მეკარე არ ვყოფილვარ.

ნაკუთხურალ ბურთზე იურგენ კლინსმანი ძალიან მაღლა ახტა. ის გამოიქცა ბურთზე, მურთაზ შელიას კი, ფაქტობრივად, ადგილიდან მოუწია მასთან ორთაბრძოლაში შესვლა და გერმანელთა თავდამსხმელსაც ამან კიდევ ერთი უპირატესობა მისცა.

- კლინსმანის მეორე გოლის დროსაც არ გქონდათ შანსი?

- დარტყმის მომენტში ბურთს ვერ ვხედავდი, კლინსმანმა კვლავ უმაღლესი ოსტატობით შეასრულა ყველაფერი და არც მეორე ჯერზე დამიტოვა შანსი.

- მოდით, ასეთი რამ წარმოვიდგინოთ - საქართველოს ნაკრებს მაშინ გერმანიასთან ისე რომ ეთამაშა, როგორც ახლა ესპანეთთან, უფრო მეტი იყო გერმანიასთან არწაგების ალბათობა?

- მაშინდელი გერმანია და ახლანდელი ესპანეთი - ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა გუნდია. ესპანეთი ისეთ ტექნიკურ და გამართულ ფეხბურთს თამაშობს, რომ 40 წლის ვარ და ასეთი რამ არ მახსოვს. გერმანია კი მაშინ ისეთი მძლავრი მანქანა იყო, დაცვაში რომ ჩავმჯდარიყავით, ჩვენი ფიზიკური მომზადებიდან გამომდინარე, ასეთ ზეწოლას ვერ გავუძლებდით და მეტოქე გადაგვივლიდა.

გერმანიასთან შედარებით ჩვენ ფიზიკურად მართლაც არ ვიყავით სათანადო დონეზე.

- ნიურნბერგის მატჩში კი ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დაიწყო, თემურ ქეცბაიას გოლით დავწინაურდით, მაგრამ ტაიმის ბოლოს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ...

- ანდრეას მიოლერმა ახლო კუთხეში გამიტანა. იმ მომენტში შევცდი, როცა კუთხის მოჭრას ვაპირებდი. მიოლერმაც ზუსტად მაშინ დამირტყა. გოლი ჩემი შეცდომით გავიდა.

ამ გოლმა დაგვაბნია, მეორე ტაიმი უკვე ცალკარას დაემსგავსა. დაღლაც დაგვეტყო.

მაშინ საქართველოს ნაკრები პირველ ნაბიჯებს დგამდა. რომ არა გამოუცდელობა, შესარჩევში ბულგარეთის გადასწრება და ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება რეალურად შეგვეძლო.

- აკაკი დევაძესაც რეალურად შეეძლო უფრო მაღალ დონეზე თამაში, უკეთესი კარიერის მიღწევა...

- ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. შრომა დავაკელი, ცოტა ვიზარმაცე. ამას დაერთო ისეთი ტრავმები, რომ შეუძლებელი გახდა თამაშის მაღალ დონზე გაგრძელება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩემი ბრალია...

- საინტერესოა თქვენი აზრი საქართველოს ამ ნაკრებზე და გიორგი ლორიაზე...

- კარგი ნაკრები ყალიბდება, ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან - ოქრიაშვილი, ანანიძე, თარგამაძე... ლორიას კი ყველაფერი აქვს, რაც მეკარეს უნდა ჰქონდეს. ის უკვე მზად არის დიდი ფეხბურთისთვის.

- ესპანეთთან ლორია როინ კვასხვაძემ შეცვალა...

- კვასხვაძე ძალიან მომწონს. რადგან მას ნაკრებში თამაში აქამდე არ უწევდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლორიას გარდა, სხვა კარგი მეკარე არ გვყავს.

კვასხვაძე ძალიან ნიჭიერია. თუ ზოგი მას სიმაღლეს უწუნებს, მე ეს მეკარის ნაკლად არ მიმაჩნია. იკერ კასილიასი მაღალი არ არის, მაგრამ რა დონის მეკარეცაა, კარგად მოგეხსენებათ.

ესპანეთთან კვასხვაძე თავიდან რომ მდგარიყო კარში, ალბათ, იმ ბურთის ამღებიც იყო, სოლდადომ რომ გაიტანა. ასეთი დარტყმის მოგერიება ძალიან ძნელია, მეკარეს ვერ დაადანაშაულებ, მაგრამ კვასხვაძეს ასეთებიც მოუგერიებია და უფრო სასწაულებიც. მაგრამ კვასხვაძე ახალი შესული იყო შეცვლაზე და ბოლომდე ჯერ ვერ იყო ჩართული თამაშში.

ისიც უნდა ვთქვა, რომ ლორია ესპანეთთან ისე იდგა კარში, გოლის გამშვები არ იყო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ლორია სულ მცირე, თვენახევარი ვერ ითამაშებს

გიორგი ლორია: სპორტული თავხედობა მოთამაშეს ჰაერივით სჭირდება

როინ კვასხვაძე: დღეისთვის პირველი ნომერი გიორგი ლორიაა და სავსებით დამსახურებულადაც

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა

დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ

ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა

"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! "კოლხეთს" დრო აღარ დარჩა...

ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ

"სხვა ფეხბურთელის მეგობარ გოგონას ვწერ" - "ნოტინგემ ფორესტის" მცველის აღიარება საბავშვო შოუში

რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა

არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?

"სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ, ფეხბურთით ვცხოვრობ და ვტკბები" - ლიონელ მესი

"ჩემი სახლი ვეგასი კი არა, საქართველოა!" - დვალიშვილის პრესკონფერენცია

[VIDEO] მამუკელაშვილის 37 წუთი, ჰაჩიმურას გმირობა და ლებრონის 18-წლიანი სერიის დასასრული - "ლეიკერსმა" "ტორონტო" ბოლო წამებზე დაამარცხა

მარსელო: კვარაცხელიას დრიბლინგი მომწონს

ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა

ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები

რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია

"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა

[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...

გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ

რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია