სნოუბორდში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი შონ უაიტი სასტუმროში მოწყობილი აურზაურის გამო ამერიკის პოლიციამ დააკავა
სნოუბორდში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი შონ უაიტი სასტუმროში მოწყობილი აურზაურის გამო ამერიკის პოლიციამ დააკავა. ცნობილი სპორტსმენი ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

26 წლის უაიტმა ქალაქ ნეშვილის სასტუმრო Loews Vanderbilt Hotel-ში მოაწყო დებოში. თავიდან მან სახანძრო სიგნალიზაცია ჩართო, რის გამოც სასტუმროს ყველა ბინადარი სასწრაფოდ იქნა ევაკუირებული. გარდა ამისა, თვითმხილველთა თქმით, უაიტმა სასტუმროს ტელეფონი დაამსხვრია. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა, უაიტმა ტაქსით გაქცევა სცადა, მაგრამ ის სასტუმროს ერთ-ერთმა ბინადარმა შეაჩერა. სნოუბორდისტი მას დაუსხლტა და ისევ გაიქცა, მაგრამ დაეცა და ღობეს თავი დაარტყა.

უაიტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც 18 სექტემბერს გამოწერეს და მაშინვე დააპატიმრეს. მას ვანდალიზმსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ედება ბრალად. უაიტი თავდებით გაუშვეს და სასამართლოში 10 ოქტომბერს დაიბარეს.

შონ უაიტი ოქროს მედლის მფლობელია ტურინისა (2006) და ვანკუვერის (2010) ოლიმპიადებზე. ის სნოუბორდის სახეობა - ჰალფ-პაიპში გამოდის. სპორტსმენი უშვებს ტანსაცმლის საკუთარ ხაზს, ვიდეოთამაშებსა და ფილმებს სნოუბორდზე. გარდა ამისა, უაიტი საკმაოდ ცნობილი სკეიტბორდისტია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა