საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარემ საქართველო-ესპანეთის მატჩი გაიხსენა
"გიორგი ლორია, ეს რა ბიჭი გვყოლია", "მეამაყები" - ამგვარი და სხვა წარწერებით ვრცელდება სოციალურ ქსელებში თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერის, გიორგი ლორიას ფოტოები.

გიორგი საქართველო-ესპანეთის თამაშის გმირი გახდა, ყველა ბურთი აიღო, რაც კარისკენ გაგზავნეს ესპანელებმა, თუმცა თამაში დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც გიორგი დაშავდა. მას მუხლი ზურა ხიზანიშვილთან შეჯახებით დაუზიანდა და შესაბამისად, თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

მოგვიანებით გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანდა, როგორ მოსდიოდა ჩვენებურ მეკარეს ცრემლები. თუმცა გიორგი ტკივილის გამო არ ტიროდა...

დღეს "რეიტინგი" ფეხბურთელს უფრო ახლოს გაგაცნობთ. ის ტელეფონით ჩავწერეთ, რადგან როდესაც ჩვენ დავუკავშირდით, გამოკვლევები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და არც დიაგნოზი დასმული.

ფეხბურთელმა სახლიდან უპასუხა ჩვენს შეკითხვებს, თუმცა გვთხოვა, პირად ცხოვრებაზე არაფერი გვეკითხა და მისი სურვილი ავასრულეთ.

- საქართველო-ესპანეთის მატჩის გმირი გახდით. ელოდით ასეთ გამოხმაურებას ქომაგებისგან?

- ქართველი გულშემატკივარი ძალიან კარგად ერკვევა ფეხბურთში. ყველამ კარგად იცოდა, როგორი დონის ნაკრები ჩამოვიდა თბილისში. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი სტუმრობდა თბილისს.

ბევრი არ ელოდა, რომ ესპანელების წინააღმდეგ მე და ნაკრების სხვა წევრები ასეთ კარგ თამაშს ვაჩვენებდით. უმრავლესობა ელოდა დიდი ანგარიშით წაგებას. ესპანეთის ნაკრებს ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გოლებს უტანენ ბუფონის და მის მსგავს მეკარეებს. მათ ჩვენთვის ვერ შეძლეს იმდენი გოლის გატანა, რამდენიც ლეგენდარული მეკარეებისთვის გაუტანიათ.

შეიძლება ისიც ითქვას, რომ გაუმართლათ, რომ ეს შეხვედრა ფრედ არ დასრულდა.

- ამბობენ იმას, რომ იმ ერთი გოლის ბედი იმან განაპირობა, რომ თამაშის დატოვება მოგიწიათ. როგორ ფიქრობთ, აიღებდით იმ ბურთს?

- ძნელი სათქმელია. ძალიან კარგი ბურთი დაურტყა ჩვენს მეკარეს და ეს ბურთი თითქმის აუღებელთა კატეგორიას ეკუთვნოდა. თუმცა, მეორე მხრივ, ვფიქრობ, თამაშის მსვლელობისას ავიღე ასევე აუღებელი ბურთებიც. არავინ იცის, შეიძლება ამეღო ან ვერ ამეღო.

- ყველას ეგონა, რომ მოედანზე ფსიქოლოგიურად გატეხილი გუნდი გავიდოდა. იმდენად უშიშრად იდექით კარში, თქვენ ხომ არ მიეცით გარკვეული სტიმული ნაკრების სხვა წევრებს?

- მე იმავენაირად ვითამაშე ბელორუსთან. ასევე ვთამაშობ საკლუბო დონეზე თბილისის "დინამოში". თამაშის წინ, ვისაც უნდა ვეთამაშებოდე, ყოველთვის ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგე გუნდშიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ორი ხელითა და ორი ფეხით.

რატომ უნდა შეძლონ და გვაჯობონ ჩვენ?!.. ამ ფიქრებით გავდივარ ხოლმე მოედანზე. ყველამ უნდა იფიქროს, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, მით უმეტეს, ქართველები ვართ და ნიჭი გვაქვს.

- ალბათ, ძალიან გინდოდათ მატჩის ბოლომდე ჩატარება. როგორი შეგრძნება იყო, როდესაც მიხვდით, რომ ამას ვერ შეძლებდით?

- როგორ გითხრათ... თავიდან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მუხლი გადამიტყდა, უფრო სწორად, საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი ვერაფერს. მეგონა, რომ მუხლი აღარ მქონდა.

როდესაც ექიმებმა დახმარება აღმომიჩინეს, ბიჭების ხმა მესმოდა, გააგრძელეო, მამხნევებდნენ. მერე გავიგე, სტადიონი რომ ყვიროდა ჩემს გვარს. ამან დიდი ძალა მომცა, შევძელი წამოდგომა, რამდენიმე ნაბიჯიც გადავდგი, მაგრამ მუხლი მეკეცებოდა.

ჩემი მოედანზე დარჩენა ღალატი უფრო იქნებოდა, რადგან ვერ შევძლებდი თამაშს. შესაძლოა, რაიმე უბრალო შეცდომა დამეშვა და ვერც ვიდექი ფეხზე, ცალი ფეხით ვერ დავდგებოდი.

- გავრცელდა ფოტო, სადაც ტირით...

- საკაცეზე რომ დამაწვინეს, ცრემლები წამომივიდა. ისეთი თამაში იყო, ძალიან მინდოდა, ბოლომდე ჩამემთავრებინა. თან, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ თუ ვერ მოვიგებდით, ფრედ მაინც დასრულდებოდა შეხვედრა. მისაღები შედეგი იქნებოდა.

ყველაზე მეტად სწორედ ამაზე დამწყდა გული, რომ შეხვედრაზე ბოლომდე ვერ დავრჩი. გუნდს ბოლომდე ვერ დავეხმარე.

- აქამდე გიტირიათ?

- არა, ცხოვრებაში პირველად ვიტირე!.. საერთოდ, არასდროს მომდის ცრემლები, არ ვარ ასეთი ადამიანი.

- მწვრთნელისგან, ალბათ, შექება დაიმსახურეთ.

- გასახდელში ჩამიყვანეს, ექიმები შემოვიდნენ. თამაში რომ მორჩა, სტადიონზე მომუშავე ადამიანებიც მოვიდნენ და თანაგრძნობას გამოთქვამდნენ. მერე თემურიც მოვიდა. გამამხნევა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებიც შემოვიდნენ.

- ალბათ, ზურა ხიზანიშვილიც...

- ფეხბურთია და ასეთი რამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ხიზანა მოვიდა და ჩამეხუტა.

იხილეთ სრულად

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ:

გიორგი ლორია: სპორტული თავხედობა მოთამაშეს ჰაერივით სჭირდება

გიორგი ლორიას გამო მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ომს იწყებენ?

გიორგი ლორია: ძალიან დამწყდა გული თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა