საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ "ტარტუ როკში" გადასვლის წინ თქვა - ესტონეთში იმიტომ მივდივარ, რომ ძველი ფორმა დავიბრუნოო. ბალტიის ლიგაზე ჯერ მხოლოდ ორი ტურია ჩატარებული და "ტარტუს" გულშემატკივარს ძველი ცინცაძე უკვე დაუბრუნდა. ის ლატვიურ "ვალმეირასთან" მატჩში თანაგუნდელებს კარგად გაუძღვა და 86:66 მოაგებინა...

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ "ტარტუ როკში" გადასვლის წინ თქვა - ესტონეთში იმიტომ მივდივარ, რომ ძველი ფორმა დავიბრუნოო. ბალტიის ლიგაზე ჯერ მხოლოდ ორი ტურია ჩატარებული და "ტარტუს" გულშემატკივარს ძველი ცინცაძე უკვე დაუბრუნდა. ის ლატვიურ "ვალმეირასთან" მატჩში თანაგუნდელებს კარგად გაუძღვა და 86:66 მოაგებინა.

ცინცაძის მონაგარი ასეთი იყო - 23 წუთი, 14 ქულა, 1 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა. გიორგიმ ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა 1 ორქულიანი, 2 სამიანი და 6 საჯარიმოდან ერთიც არ აუცილებია. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით ის "როკში" მეორე იყო (18), მხოლოდ ვაალო აალინგუს ჩამორჩა (21).

ცინცაძემ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, პირველ 5 წუთში 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ზედაც ორი პასი, ერთი ჩაჭრა მიაყოლა და 15:8... საწყისი პერიოდი ესტონელებმა 19:13 მოიგეს.

პირველ ტაიმში მასპინძლებმა ყველაზე დიდ უპირატესობას ცინცაძის საჯარიმოების შემდეგ მე-19 წუთზე მიაღწიეს - 40:28.

დიდი შესვენების მერე ლატვიელებმა სიტუაცია გამოასწორეს და სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს (49:53), თუმცა მეოთხე პერიოდის დაწყებასთან ერთად გამოცდილმა ესტონელმა იანარ ტალტსმა ორი 3-ქულიანი გამოიყენა და "ვალმეირაც" გატყდა. ცინცაძემ მეორე 3-ქულიანი სირენამდე 3:44 წუთით ადრე ჩააგდო და თანაგუნდელთა 17-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა (74:57), საფინალო ანგარიში უკვე მოგახსენეთ - 86:66.

ბალტიის ლიგაზე "როკისთვის" ეს პირველი გამარჯვება იყო. გემახსოვრებათ, ესტონელებმა პირველ ტურში შვედეთში "დელფინებთან" ოვერტაიმში რომ წააგეს. მესამე ტურის მატჩს "როკერები" 14 ოქტომბერს შინ ჩაატარებენ. მათი მეტოქე ლიტვის "ნევეჟისი" იქნება.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა