შემოდგომის ბაშოს ორი მესამედი გავიდა და ელიტაში მოჭიდავე ორივე ქართველმა - ტოჩინოშინმა და გაგამარუმ ამოწურა წაგებათა ლიმიტი
შემოდგომის ბაშოს ორი მესამედი გავიდა და ელიტაში მოჭიდავე ორივე ქართველმა ამოწურა წაგებათა ლიმიტი. ახლა მორიგი მარცხი თითოეული მათგანისთვის უარყოფითი ბალანსის დაბევების ტოლფასი იქნება.

ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კომუსუბის ტიტულის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. ამიტომ ჩვენებური გააფთრებით იბრძვის. 18 სექტემბერს მან უფრო მაღალი რანგის რიკიში მიოგირიუ დაამარცხა. გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) კი ტოიონოშიმასთან ორთაბრძოლის ბოლო მომენტში დაუშვა შეცდომა. ქართველმა კიდესთან მიიყვანა მეტოქე, მაგრამ მას მხარი დაანება და ტოიონოშიმამაც კატასუკაშის ილეთით გაიმარჯვა.

18 სექტემბერს პირველად დამარცხდა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო. თანაც, მონღოლს რიგითმა მაეგაშირამ აჯობა - ტოჩიოძანმა - იოკოძუნამ ვერ გათვალა შეტევის სიმძლავრე და თავად დაეცა დოჰიოზე. ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს - მონღოლი ოძეკი ჰარუმაფუჯი, რომელმაც ყველა (10-ივე) ბრძოლა მოიგო.

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ტოჩიოძანი-ჰაკუჰო (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ (შიტატენაგე), კისენოსატო-გოეიდო (სუკუინაგე), კაკურიუ-კიოკუტენჰო (ცურიდაში), ტოჩინოშინი-მიოგირიუ (იორიტაოში), აოიამა-შოჰოზანი (ჰატაკიკომი), კაისეი-ტოიოჰიბიკი (ოშიდაში), ტოიონოშიმა-გაგამარუ (კატასუკაში), ტოკიტენკუ-არანი (იორიკირი), ჰომაშო-იოშიკაძე (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა

10-0: ჰარუმაფუჯი (ოძეკი)

9-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), კიოკუტენჰო (მაეგაშირა 11).

8-2: კაკურიუ (ოძეკი), ოკინოუმი (მ 8), ტაკაიასუ (მ 9)... 3-7:: ტოჩინოშინი (კომუსუბი), გაგამარუ (მ 2).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-გოეიდო, ამინიშიკი-კისენოსატო, კაკურიუ-კაისეი, ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი, მიოგირიუ-ტოჩიოძანი, გაგამარუ-აოიამა, ტოჩინოშინი-შოჰოზანი, ტოიონოშიმა-არანი, ჰომაშო-კიოკუტენჰო, ტოიოჰიბიკი-ტაკაიასუ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

idioma
ისე კოკაი რას შვრება???
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
დემბელე დღესაც არ იქნება - პსჟ-ის "მონაკოსთან" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
უეფას სამართალი - "რეალთან" მატჩის წინ პრესტიანი და შესაბამისად "ბენფიკაც" დასაჯეს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა