11-დღიანი შეკრების შემდეგ მედიკოსების გუნდი, კახა შენგელიას ხელმძღვანელობით, ვარჯიშს თბილისში გააგრძელებს
საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე კლუბები აქტიურ მზადებაში არიან - სუპერლიგის დაწყებამდე ხომ ერთი თვეც არ დარჩა.

სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი ამჟამად მთავარი მწვრთნელის, კახა შენგელიას ხელმძღვანელობით, მზადებას ბაკურიანში გადის.

11-დღიანი შეკრების შემდეგ მედიკოსები ბარში დაეშვებიან და ვარჯიშს თბილისში განაგრძობენ.

გასული სეზონის შემდეგ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რაზეც ბატონი კახა მოგვითხრობს:

"იმ გუნდიდან, რომელიც 2011-12 წლების სეზონში თამაშობდა, მხოლოდ გაბისონია და ფერიაშვილი დაგვრჩა.

დავიმატეთ ახალგაზრდა კალათბურთელები: რომან ტუკვაძე, გიორგი რევაზაშვილი, დავით ბაბუნაშვილი, ლევან ელიაძე, ბექა ჭიჭვეიშვილი...

ყველაზე გამოცდილი რუსთაველი დავით არწივიძეა".

როგორც ხედავთ, "სამედიცინო" კარსმომდგარ სეზონში შედარებით ახალგაზრდული გუნდი იქნება. დანარჩენს უშუალოდ თამაშები გვიჩვენებს.

მოგეხსენებათ, კახა შენგელია საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრია. ამასთან, იგი თორნიკე შენგელიას მამაა. ამიტომ მას სანაკრებო თემაზეც ვკითხეთ.

"ნაკრების გამოსვლა პოზიტიურად უნდა შეფასდეს, გუნდმა ხომ მიზანს მიაღწია. თუმცა, ისე, როგორც ყველა გუნდის თამაშში, აქაც იყო ხარვეზები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის უნდა გამოვასწოროთ.

საერთოდ კი, თამამად შეიძლება ითქვას, დღევანდელ ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს".

საინტერესოა, რას ფიქრობს მამა თორნიკეს გარჯაზე.

"მეც და თორნიკეც არ ვართ კმაყოფილები. უკეთესადაც შეიძლებოდა გამოსულიყო. ბოლო მატჩებში მას ტრავმამ შეუშალა ხელი, ლატვიაში ფეხი აწუხებდა, ხოლო ჰოლანდიასთან ექიმების გადაწყვეტილებით დაისვენა".

როგორც კახა შენგელიამ გვითხრა, ტრავმა გადაღლილობამ გამოიწვია, თუმცა სერიოზული არ არის და დასვენების შემდეგ ყველაფერი მოწესრიგდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა