მსოფლიოს ჩემპიონატებია კარს მომდგარი და შერჩევის მიზნით საქართველოს (საშემოდგომო) ჩემპიონატი მეორედ იმართება
წლეულს საქართველოს პირველობები სამბოში (ჭაბუკები, ახალგაზრდები, დიდები) გაზაფხულზე ევროპის პირველობის წინ უკვე ჩატარდა. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატებია კარს მომდგარი და შერჩევის მიზნით საქართველოს (საშემოდგომო) ჩემპიონატი მეორედ იმართება.

რეგიონების სახელით მოასპარეზე 300-ზე მეტ მოჭიდავეს დიღომში, ძიუდოს დარბაზი ერთი დღე ჭაბუკებს, მეორე - ახალგაზრდებს დაეთმოთ. საერთო რაოდენობაში ჭაბუკები ჭარბობდნენ...

კვარცხლბეკი

ჭაბუკები

48კგ. 1. ირაკლი კუპატაძე (კახეთი), 2. ლევან შონია (იმერეთი), 3. ლერი ბედინაძე (აჭარა), 3. დავით კორტი (იმერეთი).

52კგ. 1. იაგო დიხამინჯია (იმერეთი), 2. ანზორ მაჩიტაძე (სამეგრელო-ზემ. სვანეთი) 3. სანდრო ხუციანიძე (კახეთი), 3. გიორგი შავდათუაშვილი (შიდა ქართლი).

56კგ. 1. გიორგი ნათათრალაშვილი (რაჭა-ლეჩხუმი-ქვ. სვანეთი), 2. სოლომონ თედიაშვილი (კახეთი), 3. ივანე გაჩეჩილაძე, 3. ვარლამ შალიკაშვილი (ორივე - იმერეთი).

60კგ. 1. ლევან თანიაშვილი (თბილისი), 2. ზაზა როსტომაშვილი (კახეთი), 3. მურზა გუჯეჯიანი (ქვ. ქართლი), 3. ბაჩანა ჭიკაიძე (თბილისი).

65კგ. 1. ლევან კირკიტაშვილი, ცოტნე მელაშვილი (ორივე - თბილისი), 3. ბექა ფალიანი (სამეგრელო-ზემო სვანეთი), 3. კობა მჭედლიშვილი (კახეთი).

70კგ. 1. თომა თავზარაშვილი (თბილისი), 2. პავლე ქავთარაძე (მცხეთა-მთიანეთი), 3. აპალონ ზურაბიანი (რაჭა-ლეჩხუმი-ქვ. სვანეთი), 3. გიორგი მათიაშვილი (შიდა ქართლი).

75კგ. 1. უშანგი მარგიანი (იმერეთი), 2. სოლომონ ჯოჯუა (ქვ. ქართლი), 3. ლევან ცოკიაშვილი (კახეთი), 3. გურამ ხოხობაშვილი (თბილისი).

81კგ. 1. ზაურ მამარდაშვილი (კახეთი), 2. მიხეილ მეზურნიშვილი (თბილისი), ჯემალ შინჯიკაშვილი (კახეთი), 3. ჯონი ჭითანავა (სამეგრელო-ზემო სვანეთი).

87კგ. 1. ილია ოტიაშვილი (კახეთი), 2. გოგიტა ითაშვილი (ქვ. ქართლი), 3, ნიკა ნიქაბაძე (იმერეთი), 3. მერაბ ქალდანი (ქვ. ქართლი).

+87კგ. 1.გიორგი ლაზუაშვილი, გუგა კიბორძალიძე (ორივე - იმერეთი), 3. გიგა გელაშვილი, 3. ჯემალ დაბრუნდაშვილი (ორივე - შიდა ქართლი).

ახალგაზრდები

48კგ. კგ. 1. ლერი ჯიხვაშვილი (იმერეთი), 2. გიორგი მირუაშვილი (შიდა ქართლი), 3. ავთანდილ მზარეულიშვილი (თბილისი).

52კგ. 1. გივი ნადარეიშვილი (სამეგრელო-ზემო სვანეთი), 2. ლევან ბერბერაშვილი (მცხეთა-მთიანეთი), 3. გიგა ბუკია (სამეგრელო-ზემო სვანეთი), 3. გიორგი რაზმაძე (კახეთი).

57კგ. 1. თორნიკე მუზაშვილი (თბილისი), 2. ნუკრი ღვინჯილია (სამეგრელო-ზემო სვანეთი), 3. ლევან ჩხეტიანი (ქვ. ქართლი), 3. იოსებ ცერცვაძე (თბილისი).

62კგ. 1. ლაშა გიუნაშვილი (შიდა ქართლი), 2. ლუკა ჯაში (თბილისი), 3. დავით თარაშვილი (შიდა ქართლი), 3. გიორგი ქალდანი (თბილისი).

68კგ. 1. ირაკლი ლომიძე, 2. ვანიკო თოთლაძე (ორივე - შიდა ქართლი), 3. ზაზა პირველი (თბილისი), 3. გიორგი კაცია (სამეგრელო-ზემო სვანეთი)

74კგ. 1. მიხეილ ჩოხელი (კახეთი), შმაგი შარიფაშვილი (შიდა ქართლი), 3. ანდრო გვენეტაძე (თბილისი), 3. ჯაბა ბიწაძე (კახეთი).

82კგ. 1. ამირან იანვარაშვილი (შიდა ქართლი), 2. გიორგი მახარაშვილი, 3. თორნიკე მნათობიშვილი (ორივე - მცხეთა-მთიანეთი), 3. გიორგი ჯაფარიძე (სამეგრელო- ზემო სვანეთი).

90კგ. 1. თეიმურაზ ხაჩიძე, 2. შალვა ნინიძე, 3. ავთანდილ სომხიშვილი (სამივე - თბილისი), 3. თემურ ნიჟარაძე (იმერეთი).

100კგ. 1. თორნიკე ოთინაშვილი (სამაჩაბლო), 2. დავით მერაბიშვილი (თბილისი), 3. გიორგი პარუნაშვილი (ორივე - თბილისი), 3. ბექა წყალობაშვილი (კახეთი).

+100კგ. 1. უშანგი კოკაური (შიდა ქართლი), 2. სლაბა რეზესიძე (ქვ. ქართლი), 3.

გიგა გელაშვილი (შიდა ქართლი), 3.გიორგი ზაქარიაძე (იმერეთი).

შეგახსენებთ, რომ ევროპის წლევანდელ პირველობაზე ჭაბუკებმა გუნდური პირველი, ახალგაზრდებმა მეორე, დიდებმა კი მესამე ადგილი მოიპოვეს (სულ 24 მედალი).

2012 წლის მსოფლიოს ჩემპიონატები ბულგარეთში (ახალგაზრდები-ჭაბუკები, ოქტომბერი) და ბელორუსში (მამაკაცები, ნოემბერი) გაიმართება. მანამდე ჩვენი კადეტები ევროპის პირველ ღია პირველობაზე იჭიდავებენ (ტალინი 20-24 სექტემბერი). ჩვენი სამბისტები ამ საერთაშორისო შეჯიბრებებიდან, ვფიქრობთ, უხვი ნადავლით დაბრუნდებიან შინ.

სამბოს დედოფალი

სამბოსა და ძიუდოს მწვრთნელი ქალბატონი ნანი კირკიტაძე 12 წელიწადია, ბათუმში მუშაობს და მოჭიდავეებს ზრდის. თვითონ მძლეოსანი იყო და არასდროს უჭიდავია... ჭიდაობის სიყვარულმა გახადა ფალავანთა დამრიგებელი.

წლეულს ნანის აღსაზრდელებმა ირინე ლეონიძემ (80კგ) და შორენა შარაძემ (64კგ) მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე სამბოში შესაბამისად ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ქალბატონ ნანი კირკიტაძეს 2012 წლის 29 აგვისტოს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიანიჭა ჭიდაობა-სამბოში.

ანაბაჯის სამშობლოში ნანი კირკიტაძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც დამსახურებული მწვრთნელის წოდებას ფლობს ჭიდაობის ერთ-ერთ სახეობაში.

გაბრიელ ბარჯაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
"არსენალმა" "დორტმუნდის" შემტევთან მოლაპარაკებები დაიწყო
"მადრიდის რეალზე" ფიქრის დრო საერთოდ არ მრჩება" - კაზემირო
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
[VIDEO] უიმედოდ, უგერგილოდ - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან განადგურდა
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ნადგურდება
ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ადვილად მოუგო
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
დანაკლისი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე - ესპანეთს საქართველოსთან ჰიუსენი ვერ დაეხმარება
[VIDEO] მბაპემ უკრაინასთან ეს გააკეთა - კილიანი ცუდ საქციელშია ეჭვმიტანილი
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს