სახელოვანი ქართველი მწვრთნელის, ნელი სალაძის სახელობის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის სასპორტო კლუბმა ”გრაციამ” მეხუთედ უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს
სახელოვანი ქართველი მწვრთნელის, ნელი სალაძის სახელობის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის სასპორტო კლუბმა ”გრაციამ” მეხუთედ უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს, რომელშიც აკადემიის აღსაზრდელებთან ერთად, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდნენ ექვს ასაკში. გაგაცნობთ მათ ვინაობას.

9-წლიანები. 1. სალომე ოქროპირიძე, 2. ანა ოჰანესიანი (სომხეთი), 3. მარი ჩხეიძე. 10-წლიანები. 1. ლამაი ჰაჯიევა (აზერბაიჯანი), 2. ნატალია თაბაგარი, 3. დარია სოროკინა (აზერბაიჯანი). 11-წლიანები. 1. ლეილა იბრაგიმოვა (აზერბაიჯანი), 2. ანი ნიკაგოსიანი (სომხეთი), 3. ნატო მიმინოშვილი. 12-წლიანები. 1. რუქია საფაროვა (აზერბაიჯანი), 2. მარინა კაკაბაძე, 3. ბელა ვართანიანი (სომხეთი). 13-წლიანები. 1. ნინია როხვაძე, 2. ქეთევან ლომაძე, 3. ლუიზა მანუკიანი.

განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა პაექრობები 1998 წელს დაბადებულთა შორის. მრავალჭიდში ყველას აზერბაიჯანელმა ლამან დადაშმა (93,775) აჯობა. მანვე ცალკეულ საგნებშიც იყოჩაღა და სამი პირველი ადგილი დაიკავა. ბურთით ვარჯიშში პირველი იყო სალომე ურუშაძე, რომელმაც მრავალჭიდში 88.675 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო გურზებით მეორე ადგილი დაიკავა. მრავალჭიდში 88.800 ქულით მეორე ადგილი ლიზი აფაქიძეს ერგო. მასვე ლენტით მეორე, გურზებითა და ბურთით მესამე ადგილები ხვდა.

- მხატვრული ტანვარჯიში მსოფლიოში სულ უფრო მეტად იხვეჭს პოპულარობას, - გვითხრა ნელი სალაძემ, - ამიტომ კონკურენციაც გაიზარდა. ამ პროცესებს არ უნდა ჩამოვრჩეთ, რომ კონკურენტუნარიანი სპორტსმენები გავზარდოთ. ჩვენი აკადემია და სასპორტო კლუბი ყოველმხრივ ცდილობს, ნიჭიერი ახალგაზრდები შემოიკრიბოს და საერთაშორისო სარბიელისკენ გზა გაუკაფოს. ეს ტურნირიც სწორედ მოზარდი ტანმოვარჯიშეების დათვალიერება იყო. კარგი თაობა მოდის და მათ დაოსტატებას ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის