მარიუპოლის "ილიჩევეცისა" და ლუცკის "ვოლინის" მატჩში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ "გაგრას" ყოფილი ლიდერები
ეს სურათი შაბათს არის გადაღებული: უკრაინის პრემიერლიგის მორიგ ტურში მარიუპოლის "ილიჩევეცისა" და ლუცკის "ვოლინის" დაპირისპირება 0:0 დასრულდა.

შეხვედრა იმით იყო აღსანიშნავი, რომ ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ "გაგრას" ყოფილი ლიდერები.

"ილიჩევეცის" რიგებში სრულად ითამაშეს თორნიკე ოქრიაშვილმა და დავით თარგამაძემ. "ვოლინში" კი "გაგრადან" იჯარით გადასული აბაიომი სეუნ ოვონიკოკოს დებიუტი შედგა: ლუცკელთა მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი დემიანენკომ საქართველოს პასპორტის მქონე ნიგერიელი თავდამსხმელი მოედანზე 79-ე წუთზე შეიყვანა.

მართალია, ოვონიკოკოს გოლი არ გაუტანია, მაგრამ საკმაოდ აქტიური იყო. ოქრიაშვილი და ოვონიკოკო კი წელიწადნახევრის წინ "გაგრაში" გვერდიგვერდ თამაშობდნენ.

აღსანიშნავია, რომ თარგამაძე კლუბს მცირე ტრავმით დაუბრუნდა. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრისას ბევრს გაუკვირდა, თემურ ქეცბაიამ 64-ე წუთზე თარგამაძე ნიკა ძალამიძით რომ შეცვალა. როგორც შევიტყვეთ, მიზეზი თარგამაძის ტრავმა იყო - 22 წლის შემტევ ნახევარმცველს კუნთი დაეჭიმა.

საბედნიეროდ, საშიში არაფერი აღმოაჩნდა და მოედანსაც მალე დაუბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

janorhus
რას გაიგებ..........გამოჩნდება მალე, გოლის გატანაზე ლაპარაკი ზედმეტია, ბურთს ვერ აჩერებდა
irakli1805
ახლა ეჭვი მიჩნდება ეს ზანგი აქ ძალით ხო არ იტანდა გოლებს რო გუნდიდან გაესვათ და ევროპასი მოხვედრილიყო?
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა