ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვანო წილოსანი: საქართველოს ნაკრების ფორმის ჩაცმა საოცარი შეგრძნება იყო

ვანო წილოსანი: საქართველოს ნაკრების ფორმის ჩაცმა საოცარი შეგრძნება იყო

ამ 16 წლის ბიჭმა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდისა და ფინალური ეტაპის მატჩებიდან თავი ყველას კარგად დაგვამახსოვრა
დუბლების ჩემპიონატის ბოლო ტურში თბილისის "დინამო" გორის "დილას" "ქართლის" სტადიონზე დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. მატჩის გმირი სტუმართა თავდამსხმელი ვანო წილოსანი გახლდათ, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ამ 16 წლის ბიჭმა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდისა და ფინალური ეტაპის მატჩებიდან თავი ყველას კარგად დაგვამახსოვრა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა თბილისში უკრაინასთან შესრულებული სოლო-რეიდი, როდესაც სამ მეტოქეს თავბრუ დაახვია და თანაგუნდელს გამარჯვების ერთადერთი გოლი გაატანინა.

"ლელოს" დღევანდელი სტუმარი ვანო წილოსანი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი არის.

"დინამოს" დუბლშემადგენლობის თავდამსხმელი განვლილ შეხვედრებსაც იხსენებს, ბავშვობას, თბილისის "დინამოში" გადასვლას და ა.შ.

- ახალგაზრდა ფეხბურთელის წარდგენისას, უპირველესად, იმ ხალხით ვინტერესდებით, ვინ გაზარდა და დააკვალიანა.

- ლანჩხუთელი ვარ და თავიდან ავთო ნარიაშვილი მავარჯიშებდა. მერე ფეხბურთზე ვარჯიში სერიოზულად რომ გადავწყვიტე, დანტეს ჯეჯელავა და დათო მელაძე მწვრთნიდნენ.

ცოტა ხნით ვთამაშობდი ბათუმის "ლუკაში", სადაც "ფოქს სკიდსის" ფინალში გავედით და ნიკა ჭანტურიას "ლოკომოტივთან" წავაგეთ. მერე ისევ ლანჩხუთის "გურიაში" დავბრუნდი.

- ნაკრებში როგორ მოხვდი?

- "გურიას" მწვრთნელმა მითხრა, რომ ნაკრების სელექციონერები მოთამაშეებს არჩევდნენ და ბათუმში წამიყვანეს. იქ ერთმანეთს გურიისა და აჭარის ნაკრებები ხვდებოდნენ. ჩემდა ბედად, შეხვედრას ვასილ მაისურაძეც ესწრებოდა. ერთი კვირის შემდეგ ზესტაფონში დამიბარეს, სადაც უკვე დასავლეთის ზონის ნაკრების წევრებს არჩევდნენ. ამის შემდეგ კი უკვე საბოლოო შეკრებაზეც გამომიძახეს.

ნაკრები საგურამოს ბაზაზე ვარჯიშობდა. ეტყობა, ცუდი შთაბეჭდილება არ დამიტოვებია, რადგან ზუსტად ერთ თვეში ისევ გამომიძახეს. კარგად მახსოვს, გლდანში 50 მოთამაშე შევიკრიბეთ და მწვრთნელები ორი თვე გვაკვირდებოდნენ - ჯერ თბილისში, შემდეგ ზუგდიდში და ველოდებოდი, მოვხვდებოდი თუ არა საბოლოო სიაში.

მაშინ ჩემთვის ძალიან დიდი რამ მოხდა: ნაკრები თბილისის "დინამოს" ერთი წლით უფროსების გუნდს შევხვდით და მითხრეს, გვინდა, "დინამოს" აკადემიაში დარჩე და დაგაკვირდეთო. ლანჩხუთელისთვის "გურია" ყველაფერია, "დინამო" კი ყველა ქართველის საოცნებო კლუბია და ბედნიერი ვარ, ამ დიდ კლუბში რომ მოვხვდი.

- ნაკრებში პირველი შეხვედრა გახსოვს?

- პირველი ტურნირი აზერბაიჯანში გვქონდა, მაგრამ კოჭი მტკიოდა და ვერ წავედი. ნაკრების ფორმა პირველად საგურამოში, საკონტროლო შეხვედრის დროს ჩავიცვი - ეს მართლაც საოცარი შეგრძნება იყო.

- ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდი, რომ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი გახდებოდი...

- ყველა ადამიანს მეტის მიღწევა სურს, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვათ, არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა გათავისებული, რა შეიძლება მომხდარიყო და ახლაც ბოლომდე ვერ ვხვდები, რა და როგორ გავაკეთეთ.

საქართველოს ნაკრებს ხომ არათუ ევროპის ჩემპიონატზე არ ჰქონდა მედალი მოპოვებული, ჩვენამდე ფინალურ ეტაპზე სულ სამი ასაკობრივი ნაკრები გავიდა. ასეთი შედეგი ვერ წარმოგვედგინა.

ბელორუსის ტურნირზე მეორე ადგილი რომ დავიკავეთ, დავრწმუნდით, რომ აბსოლუტურად ყველა ნაკრებთან შეიძლებოდა თანაბარი ბრძოლის გამართვა და მოგება. ეს რომ სწორი დასკვნა იყო, მერე ლუქსემბურგში გამართულმა შეკრებამაც დაგვარწმუნა.

- როდესაც ყველაფერი დასრულდა, მშვიდ გონებაზე წარმატება როგორ ახსენი?

- ეს ერთსულოვნების, თავდადებისა და მწვრთნელებისა და ბიჭების იდეალური ურთიერთობის შედეგია.

- ყურადღება ყოველთვის ეროვნული ნაკრების მიმართ არის მიპყრობილი. ამ დროს საინტერესოა, რა პირობებში ემზადება თქვენი გუნდი.

- ძალიან კარგ პირობებში. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი გაგვიკეთეს, წარმატებისთვის რომ მიგვეღწია - გვქონდა ბევრი შეკრება, ტურნირები, საკონტროლო მატჩები და ევროპაში თავი უცხოდ არ გვიგრძვნია, ახალ გარემოსთან ადვილად შეგუება და ადაპტაცია ვისწავლეთ. ეს ფეხბურთში ძალიან ბევრს ნიშნავს. თამაშები კი შეთამაშებაში დაგვეხმარა. არადა, წაგების მიზეზი ხშირად შეუთამაშებლობა არის. სულ სხვა იყო ნაკრები დასაწყისში და სულ სხვა ევროპის ჩემპიონატზე - ბიჭები ნელ-ნელა გაიხსნენ.

- და მაინც - ეს ბრინჯაოს მედალი დიდი გზის დასაწყისია, რომელსაც ნიჭიერი მოთამაშე მხოლოდ დიდი შრომითა და მოთმინებით გაივლის. გულშემატკივარს კი ეშინია, ბევრი თაობასავით თქვენც თვითკმაყოფილებას არ მიეცეთ.

- სხვათა შორის, ამაზე ბევრი მიფიქრია და მიმაჩნია, რომ ეს წარმატება ჩემს კარიერაში მხოლოდ ერთი ფურცელია, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა. ამას არასოდეს დავივიწყებ, მაგრამ წინ უნდა გავიხედო, თორემ მხოლოდ ამ "ფურცლით" გზას ვერ გავივლით.

სიმართლე გითხრათ, კმაყოფილების გრძნობა არ მაქვს. უფრო რაღაც დამაკლდა, რადგან ფინალში ვერ გავედით. იქ რაც მსაჯმა გააკეთა, ყველამ ნახა, მაგრამ რომ დავფიქრდები, ვინ იცის, ასეთი შანსი კიდევ როდის მოგვეცემა.

კიდევ იმაზეც მიფიქრია, რომ პატარა ასაკში მხოლოდ ჩვენ არ გამოგვიჩენია თავი. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები წარმატებებს ხშირად აღწევენ, მაგრამ დიდებში ასე არ არის და სულ ვფიქრობ, რატომ? დიდების დატვირთვებს ვერ ვუძლებთ, საქმეს არასწორად ვუდგებით თუ მიზეზი რა არის?

- იმიტომ, რომ ბევრი უცხოეთში ვერ მიდის და ადგილზე ვერ იზრდება?

- ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უახლოესი ორი წელი გაზრდაზე უნდა ვიფიქრო და არა მხოლოდ უკეთეს ლიგაში გადასვლაზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე. ფული კარგია, მაგრამ თუ არ გაიზარდე, ყურადღებას მხოლოდ ძველი წარმატებისთვის არ მოგაქცევენ.

ფიზმომზადება, თეორიული და ტაქტიკური მომზადება თუ სრულწლოვნებამდე არ შეიძინე, მერე ევროპაში ძალიან გაგიჭირდება.

ჰოლანდიას ჰყავდა ფეხბურთელი, რომელიც ყველა ამ კომპონენტით ასაკზე მაღლა იდგა. იმიტომ, რომ ერედივიზიონის "ალკმაარში" თამაშობდა და დიდებთან უფრო გაიზარდა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩემთვის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში თამაშიც ბევრს ნიშნავს.

- უცხოეთში 17-წლამდელების ბევრი ფეხბურთელი მიიწვიეს, შენს წინადადებებზე კი არაფერი გვსმენია.

- ვიცი, რომ წინადადებები იყო, მაგრამ კონკრეტულად ჩემთვის არაფერი უთქვამთ. "დინამოს" ფეხბურთელი ვარ და ამ საკითხზე გუნდში უფრო მეტი ეცოდინებათ. ისედაც, სრულწლოვნებამდე ევროკავშირის ქვეყანაში პრობლემა შემექმნება. უცხოეთში კარგია, მაგრამ გაურკვევლად წასვლას აქ ვარჯიში და თამაში მირჩევნია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვასილ მაისურაძე: დღეს ყველაზე მეტად გუნდურობა გვჭირდება

ჰოლანდია-საქართველო 2:0 - მადლობა ყველაფრისთვის! [+VIDEO]

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა