გლაზგოური გრანდის წლიურმა ბრუნვამ 57 მილიონ ფუნტამდე (71 მლნ ევრო) დაიკლო. სამაგიეროდ, გაზრდილია მიმდინარე ხარჯები და შესაბამისად, უარყოფითი ფინანსური ბალანსი
დამოუკიდებელი აუდიტების მიერ “სელტიკის” ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გლაზგოური გრანდის წლიურმა ბრუნვამ 57 მილიონ ფუნტამდე (71 მლნ ევრო) დაიკლო. სამაგიეროდ, გაზრდილია მიმდინარე ხარჯები და შესაბამისად, უარყოფითი ფინანსური ბალანსი.

გლაზგოელთა საერთო ვალი სულ ორი მილიონი ფუნტია, რაც, დაგვეთანხმებით, სულაც არ არის დიდი თანხა. ამას გარდა, არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ გუნდმა წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია, რაც მის შემოსავლებზე დადებითად აისახება. ასე რომ, რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, “სელტიკი” თანაქალაქელი “რეინჯერსის” ბედს არ გაიზიარებს.

“ჩვენი კლუბი ბოლო წლებში განუხრელად ვითარდება. რაკი წელს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ, იმედი გვაქვს, რომ “სელტიკის” პროგრესი კიდევ უფრო სწრაფად მოხდება. გვესმის, რომ წინ რთული დროება გველის, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. გარკვეული გარემოებების გამო მცირე ზარალი ვნახეთ, რისი თავიდან აცილებაც იანვარში ორიოდე წამყვან ფეხბურთელთან გამოთხოვებით შეგვეძლო, მაგრამ გუნდის წინაშე დასახული ამოცანების გადასაჭრელად შემადგენლობის შენარჩუნება იყო აუცილებელი.

სტაბილური ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნება მაინც შევძელით, რაც ჩვენს ვალზეც აისახა. უარყოფითი ბალანსის მიუხედავად, ინვესტორებისგან მხოლოდ 3 მილიონი ფუნტის სესხება დაგვჭირდა, ჩვენი კალიბრის ორგანიზაციისთვის კი ეს არცთუ ისე დიდი თანხაა. ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის წყალობით უარყოფითი ბალანსი მთლიანად დავფარეთ, ლიგის შემოსავლებით კი ხელ-ფეხი კიდევ უფრო გაგვეხსნება,” – ამბობს პიტერ ლოუელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა