ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

შარუნას მარჩიულიონისი: ჯორჯ კარლს ვუთხარი: ქურდი ხარ!

შარუნას მარჩიულიონისი: ჯორჯ კარლს ვუთხარი: ქურდი ხარ!

კალათბურთი. ინტერვიუ შარუნას მარჩიულიონისთან

1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონის - სსრკ-ის ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა შარუნას მარჩიულიონისი იყო.

"ის თითქოს NBA-სთვის არის შექმნილი - ისეთივე ფეთქებადი და ფიზიკურად ძლიერი, როგორიც შავკანიანი კალათბურთელები არიან", - ამბობდნენ მაშინ ლიტველზე. შემთხვევითი არ არის, რომ საბჭოთა და იუგოსლაველი ვარსკვლავებიდან სწორედ შარუნასი წავიდა პირველი NBA-ში.

დღეს გთავაზობთ ინტერვიუს ლიტვური კალათბურთის ლეგენდასთან, რომელიც იხსენებს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გატარებულ პერიოდს, თავის მთავარ ჯილდოებს; აგრეთვე, საუბრობს ლიტვური კალათბურთის დღევანდელ პრობლემებზე.

- ინტერნეტის მეშვეობით თქვენ შესახებ ვიგებთ, რომ ლიტვაში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი ხართ. ეს ასეა?

- გააჩნია, რას გულისხმობთ "წარმატებულში". ჩვენს დროში წარმატებულ ბიზნესმენად შეიძლება ჩაითვალოს ის, ვისაც ბანკში კრედიტი არ აქვს. ამ მხრივ, წარმატებული ვარ.

- მართალია, რომ თავის დროზე NBA-ში რეკორდსმენი იყავით შტანგის აზიდვაში?

- არა, ეს ჭორია. იყო სხვა ვარჯიში - თითო ხელით 45 კილოგრამი ფეხზე მდგომს უნდა აგეწია. ათამდე ავდიოდი.

- მიღებულია, რომ სწორედ თქვენ გაუკვალეთ გზა ევროპელებს NBA-ში. თქვენი წყალობით, საკალათბურთო სამყარომ პირველად გააცნობიერა, რომ ევროპელებს არათუ შეუძლიათ მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში დამკვიდრება, არამედ მაღალ დონეზე თამაშიც.

- ბოლომდე ასე არ ყოფილა - ხუთნი წავედით თითქმის ერთდროულად: ჟარკო პასპალი, ვლადე დივაცი, დრაჟენ პეტროვიჩი, ალექსანდრ ვოლკოვი და მე. შესაძლოა, მე მათზე უფრო ადრე გავაფორმე კონტრაქტი. თან, მე და ვლადე ოდნავ უფრო მეტ სათამაშო დროს ვიღებდით, ვიდრე სხვები. საერთოდაც, პირველი წელი NBA-ში ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო.

- მართლა რთული ურთიერთობები გქონდათ დონ ნელსონთან? ამბობენ, რომ მან გუნდში საკუთარი ვაჟი სწორედ იმისთვის მიიყვანა, რომ თქვენთვის მისი ბრძანებები გადაეთარგმნა...

- უმცროს ნელსონთან ადრე ხშირი ურთიერთობა მქონდა. ამიტომაც მას უმარტივდებოდა ჩემამდე აზრის მოტანა. პრინციპში, ამერიკელებთან კავშირი თავიდანვე ნორმალური მქონდა, მაგრამ მოედანზე ენის არცოდნა ფსიქოლოგიურად მიშლიდა ხელს.

დონ ნელსონთან კი კარგი ურთიერთობა მქონდა. მე მას პატივს ვცემ, თუნდაც იმიტომ, რომ უდიდესი ზეწოლა ჰქონდა ჩემზე, ხანდახან, ზედმეტადაც კი. ის ჩემგან ბევრს ელოდა და შესაბამისად, ბევრსაც ითხოვდა.

მისთვის ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იყო - მოთამაშის აყვანა სრულიად სხვა სამყაროდან. პრობლემები იყო, მაგრამ ჩვენ ამ ექსპერიმენტში გვაერთიანებდა ის, რომ არც მას და არც მე არ გვინდოდა წაგება. გავიმეორებ: მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ნელსონს და მისი მადლიერი ვარ.

- განსხვავებით ჯორჯ კარლისგან?

- დიახ.

- რა იყო თქვენ შორის პრობლემა?

- პირველი პრობლემა ის იყო, რომ "სიეტლში" მძიმე ტრავმის შემდეგ მივედი, რომლის გამოც 18 თვე არ მითამაშია. მან თავიდანვე მოინდომა ჩემი ხილვა იმ ფორმაში, რომლითაც მოედანზე წელიწადნახევრის წინ გავდიოდი.

ამასთან, "სუპერსონიქსში" ექვსი ცნობილი კალათბურთელი ვიყავით: ჰოკინსი, მაკმილანი, პეიტონი, გილი, ესკიუ და მე და კარლი თითოეულს 30 წუთ სათამაშო დროს დაგვპირდა. როცა ეს გავარკვიეთ, სერიოზული სკანდალი იყო. მას ხომ არ ეგონა, რომ ჩვენ ყოველ მატჩში 4-4 ოვერტაიმი უნდა გვეთამაშა? ის დამპირდა, რომ პლეი ოფში ჩემს გამოცდილებას გამოიყენებდა, რომ აუცილებლად ვითამაშებდი, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებად დარჩა. ერთი წამიც არ მითამაშია პლეი ოფში და მაშინ მას ვუთხარი: შენ ხარ... როგორ ვთქვა - thief?

- ქურდი.

- დიახ, ვუთხარი: შენ ხარ ქურდი. შენ ყველაფერში მომატყუე, მომპარე რწმენა და არ მინდა ამიერიდან შენთან საქმის დაჭერა. რა საჭირო იყო ყველა ჩვენგანის მოტყუება? უნდა იყო გულწრფელი და პატიოსანი, ილაპარაკო ის, რაც რეალურად არის.

- გახსოვთ NBA-ში თქვენი მთავარი წარმატება?

- ასეთად 1991 წლის პლეი ოფს დავასახელებდი. მაშინ პლეი ოფში კონფერენციის მეშვიდე ადგილიდან გავედით. "სან ანტონიო" მეორე იყო და ამ გუნდს ოთხ მატჩში მოვუგეთ. მაშინ ბევრს ვთამაშობდი და გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყავი (მარჩიულიონისმა იმ სერიაში საშუალოდ 17.2 ქულა დააგროვა).

- იმ პერიოდში, როცა NBA-ში ერთი-ორი ევროპელი თამაშობდა, ხომ არ ყოფილა მათი "დაჩაგვრის" მცდელობები?

- მე გამიმართლა - "გოლდენ სტეიტში" ძალიან კარგი მიკროკლიმატი იყო. ლიდერები - მალინი და რიჩმონდი მხარში მედგნენ. ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ მქონია - არც თამაშების დროს, არც გასახდელში და არც ყოველდღიურ ცხოვრებაში.

- ან, უბრალოდ, ვერავინ რისკავდა თქვენთან ურთიერთობის გაფუჭებას - ყოველთვის ძლიერი ათლეტი იყავით...

- რა თქმა უნდა, მოინდომეს ჩემი შემოწმება, მაგრამ ყოველთვის მზად ვიყავი მათთვის პასუხის გასაცემად. ერთი-ორი სიტყვა, რომლის გაგონებაც არავის სურდა და თავს მანებებდნენ. მაგრამ ეს სხვა გუნდის ბიჭებს ეხებათ, თანაგუნდელებთან ასეთი რამ არ ყოფილა.

- ბევრი ინდივიდუალური და გუნდური ჯილდო გაქვთ. რომელია მთავარი? 1992 წლის ოლიმპიადაზე ლიტვასთან ერთად მოგებული ბრინჯაო?

- ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სეულის ოქრო - ეს ხომ ოლიმპიადაზე გამარჯვება იყო! ის ძალიან ძვირფასია. ის ოლიმპიადა რომ არა, სავარაუდოდ, NBA-ში ვერ მოვხვდებოდი. ყველა წარმატება მნიშვნელოვანია. თუნდაც 1995 წელს ევროპის ჩემპიონატი, როცა ჩვენ ვერცხლის მედალი ავიღეთ, მე კი ტურნირის MVP გავხდი. ჩემთვის ამას უდიდესი მორალური მნიშვნელობა ჰქონდა - მძიმე ტრავმებისა და "სიეტლში" წარუმატებელი სეზონის შემდეგ. მინდოდა იმ პრიზის ასლი ჯორჯ კარლისთვის გამეგზავნა.

- 1992 წლის ბრინჯაო იმიტომ ვახსენე, რომ ლიტვის იმ ნაკრების გარშემო რომანტიკული გარემო იყო შექმნილი. ბევრი სწორედ მას უწოდებდა ნამდვილ "დრიმ თიმს". ავიღოთ თუნდაც უცნაური ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დააფინანსა სახელოვანმა როკჯგუფმა "გრეიტფულ დედმა" ლიტვის ნაკრების გამგზავრება 1992 წლის ოლიმპიადაზე.

- ეს ურთულესი წელი იყო. ლიტვა ახალი გამოსული იყო საბჭოთა კავშირიდან და არ გვქონდა პროცესების არანაირი ორგანიზაცია. ოლიმპიური კომიტეტიც არ არსებობდა. არადა, საჭირო იყო თამაშებზე მოხვედრა კვალიფიკაციის გავლით.

ეს ახლა ჰგონიათ, რომ ბარსელონას ბილეთები ლიტვის დროშასთან ერთად მივიღეთ. ჩვენი კი მაშინ ზედიზედ 11 მატჩი მოვიგეთ. მათ შორის, ძალიან ძლიერ მეტოქეებთან - იტალიასთან, ხორვატიასთან... ამასთან, ფული არ გვქონდა არაფერზე. უნდა ითქვას, რომ "გრეიტფულ დედის" შემოწირულობა დიდი არ ყოფილა, ალბათ, საერთო ბიუჯეტის 10 პროცენტი, მაგრამ ყველამ სწორედ ეს მომენტი დაიმახსოვრა, რადგან ის სიმბოლური იყო.

- ლიტვის დღევანდელი ნაკრების გამო იმედგაცრუებული ხართ?

- ლიტვაში ნაკრების მიმართ დამოკიდებულება, ერთგვარად, ავადმყოფურია. მოთამაშეებისგან ძალიან ბევრს ითხოვენ. კოლოსალური ზეწოლა არსებობს და ისინი ამას ვერ უმკლავდებიან. ეს კარგად გამოჩნდა ერთი წლის წინ, საშინაო ევრობასკეტზე. ასეა ახლაც.

ოლიმპიადის კვალიფიკაციაში დიდი გაჭირვებით მოვუგეთ პუერტო რიკოს. თანაც, გამოცდილ იასიკიავიჩუსს ბოლო წუთებზე რომ არ გამოეჩინა თავი, ლონდონში საერთოდ ვერ მოვხვდებოდით. ოლიმპიადაზე კი ჩვენი ლიდერების მიმართ არასაკმარისი ნდობის ფაქტორი იყო. ლიდერებმა უნდა ითამაშონ, მაშინაც კი, როცა თავიდან შეცდომებს უშვებენ.

თუ შენ მეოთხედფინალში პირველივე მეოთხედში 20 შეცვლა გააკეთე, ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშის გეგმა არ გაგაჩნია და არ გაქვს ლიდერების ნდობა. მათ არ უნდა ითამაშონ მხოლოდ ბოლო 30 წამი, როგორც კლეიზას შემთხვევაში იყო, არამედ, მთელი ბოლო მეოთხედი. და სცადო თუნდაც წაგებული მატჩის გადარჩენა.

კალათბურთში სასწაულები ხდება, ეს ჩვენ ყველამ ვიცით. და თუ მწვრთნელს არ აქვს საკუთარი მოთამაშეებისადმი რწმენა, მაშინ წარმატებას ვერ მიაღწევ.

- როგორ უყურებთ დევიდ სტერნის იდეას - ოლიმპიადა ახალგაზრდულ ტურნირად გადააქციოს?

- ვფიქრობ, მისი ლოგიკა იმაშია, რომ ფეხბურთისგან სურს მაგალითის აღება. სპორტის ყველაზე განვითარებული სახეობა - ფეხბურთია და კალათბურთს სურს მის კვალდაკვალ სიარული. ამისთვის, სავარაუდოდ, საჭიროა აქცენტი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაკეთდეს.

დღეს კი ვარსკვლავები იტოვებენ უფლებას, არ გაემგზავრნონ ამ ტურნირზე. არადა, იქ უფრო მეტი სასპონსორო თანხის მოზიდვა შეიძლება, ვიდრე ოლიმპიადაზე. ვფიქრობ, მომავალი სიახლის ლოგიკა სწორედ ამაში მდგომარეობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გენიალური სტეფ კარის შოუ ნიკოლა იოკიჩის "დენვერ ნაგეთსთან"

[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"

[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს

მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა

ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა

[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა

კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა

"მისით არ ვინტერესდებით" - "სპორტინგმა" საფონოვთან დაკავშირებული ჭორები უარყო