185 სმ სიმაღლის, 1981 წელს დაბადებულ ამერიკელს შეუძლია თანაბარი წარმატებით როგორც გამთამაშებლად, ასევე მსროლელად თამაში
საკალათბურთო კლუბი "არმია" ნელ-ნელა ივსება - "ევრობასკეტის" ინფორმაციით, გუნდში ჩაირიცხა გამოცდილი უკანახაზელი კერტის მილეიჯი.

ამერიკელი კალათბურთელი 1981 წელსაა დაბადებული და 185 სმ სიმაღლისაა. შეუძლია თანაბარი წარმატებით როგორც გამთამაშებლად, ასევე მსროლელად თამაში.

მილეიჯთან სიტყვა "გამოცდილი" შემთხვევით არ გაჩენილა. მას არაერთი კლუბი აქვს მოვლილი როგორც აზიაში, ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში.

არიზონის კოლეჯის დამთავრების შემდეგ იგი თამაშობდა ჩინეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, სლოვენიაში, უკრაინაში, რუსეთსა და ლატვიაში.

გასულ სეზონში იგი ლატვიური "ვეფ რიგის" ღირსებას იცავდა და ევროთასზე საშუალოდ 9.3 ქულას, 2.8 მოხსნას, 2.7 პასსა და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა. ბალტიის ლიგაზე მისი მონაგარი ასეთი იყო: 7.5 ქულა, 4.8 მოხსნა, 4.4 პასი, 2.2 ჩაჭრა. 2011-12 წლებში იგი ლატვიის საუკეთესო დამცველად დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ კერტისამდე "არმიაში" ლემეინ უილსონი ჩაირიცხა. ისიც საკმარისად გამოცდილია, 1980 წელსაა დაბადებული, ამპლუით ფორვარდია (204 სმ).

უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ჩემპიონის რიგებში მომავალი სეზონისთვის მინიმუმ კიდევ ერთ უცხოელს ვიხილავთ. ქართველ ახალწვეულებზე უკვე მოგახსენეთ - "ოლიმპიდან" გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე გადავიდა, ხოლო "სოხუმიდან" - ასევე უკანახაზელი ლაშა ფარღალავა.

"არმია" ქვეყნის ღირსებას ევროჩელენჯზე დაიცავს, რომლის დაწყებამდე დაახლოებით თვენახევარი დარჩა - ჯგუფური ეტაპის პირველი ტური 6 ნოემბერს გაიმართება. მანამდე 8 კლუბი ჯგუფში მოსახვედრი ოთხი საგზურისთვის იბრძოლებს.

საკვალიფიკაციო მატჩების შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი, სადაც 32 გუნდი 8 ჯგუფადაა გაყოფილი. არმიელებს იოლად დასაძლევი მეტოქეები ნამდვილად არ შეხვედრიათ - "ანტვერპენის" (ბელგია), "ბონის" (გერმანია) და "ჰაპოელის" (ჰოლონი, ისრაელი) წინააღმდეგობის დაძლევას შეეცდებიან.

მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე ორი საუკეთესო გავა. მატჩების გამართვის თარიღები ივლისში წილისყრის დასრულებისთანავე გაირკვა. მოგვიანებით კი დაწყების საათი დაზუსტდა. ქვემოთ მოცემულია თბილისის დრო.

I ტური

6 ნოემბერი

23:30 ანტვერპენი-ტელეკომი

7 ნოემბერი

19:30 ჰაპოელი-არმია

II ტური

13 ნოემბერი

18:00 არმია-ანტვერპენი

14 ნოემბერი

22:30 ტელეკომი-ჰაპოელი

III ტური

20 ნოემბერი

23:30 ტელეკომი-არმია

21 ნოემბერი

19:30 ჰაპოელი-ანტვერპენი

IV ტური

27 ნოემბერი

18:00 არმია-ჰაპოელი

28 ნოემბერი

22:30 ტელეკომი-ანტვერპენი

V ტური

4 დეკემბერი

23:30 ანტვერპენი-არმია

19:30 ჰაპოელი-ტელეკომი

VI ტური

11 დეკემბერი

23:30 ანტვერპენი-ჰაპოელი

20:30 არმია-ტელეკომი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროჩელენჯზე მოთამაშე "არმიას" პირველი ლეგიონერი ლამეინ უილსონია

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა