იმერელთა მცველი გორის "დილასთან" საშინაო მატჩში გამარჯვებას იმედოვნებს
"ზესტაფონმა" საქართველოს ჩემპიონატი არცთუ დამაჯერებლად დაიწყო, რასაც მთავარი მწვრთნელის შეცვლა მოჰყვა.

დავით მუჯირისა და ზაზა ზამთარაძის დუეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩი კი წარმატებული გამოდგა - საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ფოთში "კოლხეთს" სძლია.

"ზესტაფონის" გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს იმედი აქვთ, რომ გუნდი მალე ძველ დონეზე ათამაშდება. ოპტიმისტურადაა განწყობილი იმერელთა მცველი თემურ ღონღაძეც, რომელიც დღეს "ლელოს" რესპონდენტია.

- როგორ ფიქრობ, ბევრი აშორებს "ზესტაფონს" თამაშის ხარისხის საგრძნობ გაუმჯობესებამდე?

- ვფიქრობ, რომ მალე ყველაფერი დალაგდება, თუმცა პროგრესისთვის გარკვეული დრო მაინც გვჭირდება.

ევროთასებზე წარუმატებელმა ასპარეზობამ და რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის წასვლამ "ზესტაფონის" თამაშს დაღი დაასვა, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება - აღმასვლას ჩავარდნა მოსდევს, რის შემდეგაც ისევ წინსვლის დრო დგება ხოლმე.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მალე "ზესტაფონი" ძველ დონეს დაუბრუნდება. საამისოდ თითოეული ჩვენგან მაქსიმუმს აკეთებს.

ჩვენმა გუნდმა ფოთში საკმაოდ ხარისხიანად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. იმედია, გორის "დილასთან" საშინაო მატჩშიც იგივეს შევძლებთ.

- საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებ?

- არც საკუთარი თავით ვარ კმაყოფილი. ოპტიმალურ ფორმამდე ჯერ არ მივსულვარ, რაშიც ხელი ტრავმამ შემიშალა. საბედნიეროდ, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მალე ძველ კონდიციებში ჩავდგები.

სამწუხაროდ, გორის "დილასთან" საშინაო მატჩს ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო დავაკლდები, მაგრამ არა უშავს, მთავარია, რომ საკუთარ თავსაც და გუნდსაც უკვე ვატყობ უკეთესობას.

- როგორ შეხვდა გუნდი მწვრთნელებად დავით მუჯირისა და ზაზა ზამთარაძის დანიშვნას?

- რა თქმა უნდა, დადებითად. დათოს მწვრთნელად დანიშვნა ფეხბურთელებისთვის დიდი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო. მან კარიერაში უდიდესი გამოცდილება დააგროვა და თუ აქამდე როგორც თანაგუნდელი, ისე გვიზიარებდა ცოდნას, ახლა მწვრთნელის ამპლუიდან დაგვეხმარება განვითარებაში.

კვალიფიციური სპეციალისტია ზაზა ზამთარაძე და ვფიქრობ, ისიც წარმატებულად იმუშავებს.

აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და დიდი პატივისცემითა და მადლიერებით მოვიხსენიებ "ზესტაფონის" ყოფილ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს, რომელმაც ჯერ ასისტენტის, შემდე კი მთავარი მწვრთნელის ამპლუაში აქ ძალიან ნაყოფიერი პერიოდი გაატარა, გუნდისთვის და ფეხბურთელებისთვის ბევრი რამ გააკეთა და ჩვენთან ერთად საკმაო წარმატებებსაც მიაღწია.

- როგორია ახალი სამწვრთნელო შტაბის ხედვა და საფეხბურთო გემოვნება?

- როგორც ჩანს, "ზესტაფონის" სათამაშო სტილში ბევრი რამ არ შეიცვლება - კვლავ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ. თუმცა ისიც ნათელია, რომ შეტევაშიც და ყველა რგოლშიც გაძლიერება გვჭირდება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ გვყავს ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები, რომლებიც უახლოეს მომავალში თავიანთ სიტყვას იტყვიან.

- დღევანდელი გადასახედიდან, რა მიზანი შეიძლება დაისახოს "ზესტაფონმა" მიმდინარე სეზონში?

- არასახარბიელო სტარტიდან გამომდინარე, ჩემპიონობაზე ლაპარაკი ჯერ გამიჭირდება, ჩვენი პროგრამა-მინიმუმი კი ჩემპიონატის საუკეთესო სამეულში მოხვედრა და ევროთასების საგზურის მოპოვებაა. თუმცა ეს მხოლოდ მინიმუმია და გვაქვს იმის პერსპექტივა, რომ უფრო მაღალი მიზნებიც დავისახოთ.

- ცოტა ხნით აზერბაიჯანშიც გითამაშია. როგორ ფიქრობ, იქაურმა ჩემპიონატმა დონით ჩვენსას გაუსწრო?

- აზერბაიჯანელები უდავოდ გვჯობნიან ფინანსური პირობებით, ხოლო საფეხბურთო მხარეს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ჩვენ წინ ვართ. საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანში ფეხბურთით არ ცხოვრობენ.

- ექტორ კუპერის დროს საქართველოს ნაკრებში გითამაშია. თუ გაქვს ეროვნულ გუნდში გამოძახების იმედი?

- ეს ჩემი უპირველესი ოცნებაა, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, ისევ მომიწევს თუ არა ნაკრების მაისურის ჩაცმა. მე შრომას ძველებურად გავაგრძელებ და ასეც რომ არ მოხდეს, საქართველოს ნაკრების დიდ გულშემატკივრად დავრჩები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზაზა ზამთარაძე: მე და დავით მუჯირი თანამოაზრეები ვართ

საქართველოს პრემიერლიგის V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა