სამხრეთ ამერიკის სუპერკლასიკო. ნიკოლას ლეოსის თასი. პირველი მატჩი
გოიასის შტატის ქალაქ გოიანიაში ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა - მსოფლიო ფეხბურთის კლასიკა: ბრაზილია-არგენტინა.

გუნდები ძირითადი შემადგენლობით არ თამაშობდნენ, ორივე ნაკრებში მხოლოდ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მოთამაშე ფეხბურთელები იყვნენ გამოძახებულნი.

მატჩი ამხანაგური არ გახლდათ - გუნდები ერთმანეთს ნიკოლას ლეოსის (კონმებოლის მოქმედი პრეზიდენტი) სახელობის თასის გამო ერკინებიან ორმატჩიან დუელში, რომლის პირველი თამაშიც ბრაზილიაში შედგა.

შემადგენლობებზე ერთი თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ ბრაზილიის ნაკრები გაცილებით კარგად იყო დაკომპლექტებული და მათი საბოლოო გამარჯვება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა "სელესაოს" გაუჭირდა და მხოლოდ 94-ე წუთზე გატანილი პენალტით მოიგო (იხილეთ ვიდეო).

ორივე გუნდის რიგებში იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნული ნაკრების მუდმივი წევრები არიან, თუმცა სხვაობა აქაც კოლოსალურია, როგორც ფეხბურთელთა კლასში, ასევე მოთამაშეთა პერსპექტივაში. თუ მანო მენეზეშს ეროვნულ ნაკრებშიც კი უმეტესად ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავს, ალეხანდრო საბელია თავის გაუგებარ სელექციას აგრძელებს და ასეთ მატჩებშიც კი უცნაურ საკადრო გადაწყვეტილებებს იღებს.

ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებულთაგან ყველაზე ასაკოვანი 31 წლის ლუიშ ფაბიანო იყო, იმ დროს, როდესაც არგენტინის ნაკრებში 34 წლის პაბლო გინიასუმ, 33 წლის ლეანდრო დესაბატომ, 33 წლის როდრიგო ბრანიამ, 32 წლის სებასტიან დომინგესმა, 31 წლის კლემენტე როდრიგესმა, 31 წლის ლეანდრო სომოსამ და ასევე 31 წლის მაქსი როდრიგესმა ითამაშეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ნაკრები პერსპექტიულის გარდა, ყველაფერი იყო.

"ალბისელესტეს" ქომაგებისთვის ყველაზე საგანგაშო კი არის ის, რომ საბელია ჩამოთვლილ ფეხბურთელთაგან ეროვნული ნაკრების მუდმივ კანდიდატებად მხოლოდ სება დომინგესს და ლეანდრო სომოსას არ მიიჩნევს. ალბათ, იმის გამო, რომ მათ მასთან ერთად "ესტუდიანტესში" არ უმუშავიათ.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უკანასკნელ დროს მთავარ მწვრთნელს არ აკრიტიკებდნენ, იყო კარგი შედეგი, რომელიც არგენტინას ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ხულიო გრონდოდა დროულად ვერ მიხვდება თავის შეცდომას (და ალბათ ვერ მიხვდება, რაშიც წარსული წლების გამოცდილება გვარწმუნებს), არგენტინის ნაკრებს ალეხანდრო საბელიას ხელში კარგი დღეები არ ელის.

ამ გადმოსახედიდან არგენტინას 2014 წლის ჩემპიონატზე გამარჯვების შანსი არ ექნება; მით უმეტეს, თუ საბელია იქ 2 წლით დაბერებულ დესაბატოს, გინიასუს, ბრანიას და თავის სხვა მეგობრებს წაიყვანს.

ამ დროს ბრაზილიის ეროვნულ გუნდში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. ნაკრები უნიჭიერესი ფეხბურთელებით არის სავსე, რომლებმაც 2 წლის მერე კიდევ უფრო უკეთ უნდა ითამაშონ.

შეხვედრა, რა თქმა უნდა, მასპინძლების შეტევებით დაიწყო და აშკარად ჩანდა, თუ რომელი გუნდი იყო უკეთესი. ამის ფონზე კიდევ უფრო მოულოდნელი იყო გოლი, რომელიც არგენტინამ გაიტანა. 12-პასიანი კომბინაციის ბოლოს კლემენტე როდრიგესმა "კორინთიანსის" ფორვარდ ხუან მანუელ მარტინესს გადააწოდა, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა კარისკენ. ჟეფერსონი უძლური იყო და მე-20 წუთზე სტუმრები წინ გავიდნენ.

"სელესაო" გაშვებულმა გოლმა არ დააბნია და ანგარიშიც მალე გათანაბრდა - ნეიმარმა სტანდარტულიდან საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ყველას "კორინთიანსის" კიდევ ერთმა წევრმა, პაულინიომ დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გაქვითა.

მეორე ტაიმში, მიუხედავად სათამაშო უპირატესობისა, ბრაზილია საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა, არგენტინა კი, ძირითადად, თავდაცვაზე იყო გადასული. საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა "ველეს სარსფილდის" 20 წლის მარჯვენა მცველმა ჯინო პერუციმ, რომელმაც მოახერხა და ნეიმარი ამოკეტა.

აქტიური გახლდათ ლუკას მოურა, მაგრამ ეს ყველაფერი გოლის გასატანად საკმარისი არ იყო.

მენეზეშმა გარდატეხის შეტანა ცვლილებებით სცადა. მწვრთნელმა მოედანზე გამოცდილი ტიაგო ნევეში, უკანასკნელ პერიოდში სერია ა-ს გამორჩეული ფიგურა, უნიჭიერესი ველინგტონ ნემი და ლეანდრო დამიაო შემოიყვანა. საბელიამ კი თამაშში სანტიაგო ვერხინი, როხელიო ფუნეს მორი და ლეანდრო სომოსა ჩართო.

პირველი ცვლილება იძულებითი ხასიათის იყო, რადგან ლისანდრო ლოპესმა (არ აგერიოთ "ლიონის" ფორვარდ ლისანდრო ლოპესში) ტრავმა მიიღო.

თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, როდესაც 93-ე წუთზე ლეანდრო დესაბატომ "ესტუდიანტესში" თავის თანაგუნდელ როდრიგო ბრანიას მიბაძა და საჯარიმოში ხელით ითამაშა (ბრანიამ 8 სექტემბერს პარაგვაისთან მატჩში ზუსტად მსგავსი რამ ჩაიდინა). დაინიშნა პენალტი, რომელიც ნეიმარმა გამოიყენა და საკუთარ გუნდს მოაგებინა.

ეს მოგება მნიშვნელოვანი იყო მანო მენეზეშისთვის, რადგან ბრაზილიელ სპეციალისტს საკუთარ ქვეყანაში საკმაოდ ბევრი მოკრიტიკე ჰყავს. ახლა სკეპტიკოსები დროებით მაინც დადუმდებიან. საპასუხო მატჩი ორ კვირაში, 3 ოქტომბერს, უკვე არგენტინაში გაიმართება.

სამხრეთ ამერიკის სუპერკლასიკო. ნიკოლას ლეოსის თასი. I მატჩი

ბრაზილია-არგენტინა 2:1

ბრაზილია (4-2-2-2): ჯეფერსონი - ლუკასი, რევერი, დედე, ფაბიო სანტოსი - პაულინიო, რალფი - ჟადსონი (ტიაგო ნევეში 62), ლუკას მოურა (ველინგტონ ნემი 76) - ნეიმარი, ლუიშ ფაბიანო (ლეანდრო დამიაო 68).

არგენტინა (3-4-2-1): უსტარი - ს. დომინგესი, დესაბატო, ლისანდრო ლოპესი (ვერხინი 73) - პერუცი, ბრანია, გინიასუ, კლემენტე როდრიგესი - მაქსი როდრიგესი, ხუან მარტინესი (სომოსა 87) - ბარკოსი (როხელიო ფუნეს მორი 76).

გოლები: 0:1 ხუან მარტინესი (20), 1:1 პაულინიო (26), 2:1 ნეიმარი (94-პენ.)

გაფრთხილება: პაულინიო, ნეიმარი - დესაბატო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს