"პალერმოს" პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი მწვრთნელებს არ ინდობს და მათ გასათავისუფლებლად განსაკუთრებული საბაბი არ სჭირდება
ცნობილი ამბავია, რომ "პალერმოს" პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი მწვრთნელებს არ ინდობს და მათ გასათავისუფლებლად განსაკუთრებული საბაბი არ სჭირდება.

ეგ კი არა, ხანდახან სრულიად უსაფუძვლოდ ხსნის მწვრთნელებს და მათ ნაცვლად ახალი სპეციალისტი მიჰყავს.

მაგალითად, ასე იყო სტეფანო პიოლის შემთხვევაში, რომელიც ისე მოხსნა პოსტიდან, რომ მისი თავკაცობით "პალერმოს" ერთი მატჩიც არ ჰქონდა ჩატარებული.

"პრეზიდენტის" ბოლო მსხვერპლი ჯუზეპე სანინიო გახლავთ, რომელმაც მხოლოდ სამ თამაშზე უთავკაცა გუნდს და უმუშევარიც დარჩა. მის ნაცვლად "პალერმო" ჯამპიერო გასპერინიმ ჩაიბარა და გასაგებ მიზეზთა გამო, კონტრაქტში ისეთი პუნქტის ჩამატება მოითხოვა, რომელიც მის ფინანსურ დაზღვევას ითვალისწინებს - ანუ კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, ის ჩვეულებრივად მიიღებს ყოველთვიურ გასამრჯელოს გათვალისწინებული ვადის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ ძამპარინი ასეთი პუნქტის ჩამატებას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ გასპერინის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვა.

ამასობაში "კორიერე დელო სპორტმა" "პალერმოს" პრეზიდენტის მიერ გათავისუფლებული მწვრთნელების რეიტინგი შეადგინა და ისინი ორ ნაწილად გაყო: იღბლიანი და უიღბლო მწვრთნელები - ბოლოს სწორედ ამ რეიტინგს გავეცნოთ...

იღბლიანი მწვრთნელები

ფრანჩესკო გვიდოლინი (112 მატჩი პალერმოს მთავარი მწვრთნელის რანგში), ალბერტო ძაკერონი (95), ვალტერ ნოველინო (72), დელიო როსი (59), პიეტრო მაროზო (44), ჩეზარე პრანდელი (43).

უიღბლო მწვრთნელები

ეძიო გლირენი (3), რენცო გობო (3), ჯუზეპე მატერაცი (3), ჯუზეპე სანინიო (3), სერჯო ბუზო (1), სტეფანო პიოლი (0).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა