სან პაულუს "პალმეირასის" დამრიგებელმა ლუის ფელიპე სკოლარიმ ბრაზილიის ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტისგან ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. სახელგანთქმულმა ბრაზილიელმა მწვრთნელმა 19 სექტემბერს "ფლამენგოსთან" 0:2 წაგებული მატჩის მსვლელობისას რეფერის აგინა...

სან პაულუს "პალმეირასის" დამრიგებელმა ლუის ფელიპე სკოლარიმ ბრაზილიის ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტისგან ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. სახელგანთქმულმა ბრაზილიელმა მწვრთნელმა 19 სექტემბერს "ფლამენგოსთან" 0:2 წაგებული მატჩის მსვლელობისას რეფერის აგინა.

პირველ ტაიმში "პალმეირასის" ფეხბურთელებმა საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლება მიიღეს და სკოლარის მოეჩვენა, რომ არბიტრმა ჟოზე ენრიკე დე კარვალიუმ "სან პაულუს" მეკარის მიერ "აშენებული კედელი" სათანადო დისტანციაზე არ დაწია. მწვრთნელმა უკმაყოფილება უხეში ფორმით გამოხატა და მისი სიტყვები ერთ-ერთი ლაინსმენის ყურამდეც მივიდა.

ასისტენტმა მთავარ მსაჯს მყისვე აცნობა სკოლარის გამოხტომის შესახებ და დე კარვალიუმაც ლუის ფელიპეს წითელი ბარათი უჩვენა. 6 ოქტომბერს კი ბრაზილიის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ამ ინციდენტის გამოძიების მასალები შეაჯამა და ვერდიქტიც გამოიტანა – სკოლარის თავისი გუნდის ორი მომდევნო მატჩის ყურება სტადიონის ტრიბუნიდან მოუწევს და არა სამწვრთნელო ადგილიდან.

აქვე გეტყვით, რომ 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა მწვრთნელმა "პალმეირასთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ სამხრეთაფრიკული მუნდიალის დაწყებამდე გააფორმა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოვალეობების შესრულებასაც შეუდგა. დღეს "პალმეირასი" ბრაზილიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა