ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უაზრო ხარჯები აღარ იქნება

უაზრო ხარჯები აღარ იქნება

თუ ფორმულა1-ის გუნდები და ხელმძღვანელობა 30 პროცენტით არ შეამცირებს ხარჯებს, უახლოესი სამი წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს
ცოტა ხნის წინ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა განაცხადა, რომ თუ გუნდები და ჩემპიონატის ხელმძღვანელობა დაახლოებით 30 პროცენტით არ შეამცირებს ხარჯებს, უახლოესი სამი წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს.

რესურსების შეზღუდვის შესახებ ახალი ხელშეკრულების განხილვისას წარმოიშვა წინადადება, რომ დაუბრუნდნენ ბიუჯეტების მკაცრი ლიმიტირების იდეას, რომლის ინიციატორი, თავის დროზე, ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მაქს მოსლი იყო. სამი წლის წინ ამ იდეამ პოპულარობა ვერ მოიპოვა, მაგრამ ახლა ისევ მიიქცია გუნდების ყურადღება.

Autosport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "ზაუბერის" აღმასრულებელმა დირექტორმა მონიშა კალტენბორნმა განაცხადა, რომ ყოველთვის მხარს უჭერდა ბიუჯეტის შეზღუდვის იდეას, ოღონდ იმ პირობით, რომ ეს ციფრი უნდა დაფიქსირებულიყო გუნდებისთვის საჭირო დონეზე.

"ჩვენ კვლავაც გვჯერა ბიუჯეტის ლიმიტირების იდეისა და ვცდილობთ მის წინ წამოწევას, რადგან ასე გუნდები შეძლებენ თავიანთი ძლიერი მხარეებს გამოყენებას. ბიუჯეტის მკაცრი ჩარჩოები გაათანაბრებს გუნდების შესაძლებლობებს; ამასთან, თითოეული თავად აირჩევს იმ გზას, რომელიც მას მოსწონს. ჩემი აზრით, ჩვენი სპორტი ამით მხოლოდ მოგებული დარჩება.

ამასთან, დონე, რომლითაც ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ, დღევანდელზე ნაკლები არ უნდა იყოს. გულშემატკივრებს სურთ იხილონ პილოტების ბრძოლა და თან ესმოდეთ ჩვენი გადაწყვეტილებები გუნდების განვითარების სტრატეგიისა და ტრასაზე მუშაობის მხრივ", - ამბობს "ზაუბერის" შეფი.

"მერსედესის" ხელმძღვანელს როს ბრაუნს მიაჩნია, რომ ხარჯების შემცირება ჩემპიონატის განვითარების უფრო ეფექტური საშუალება იქნება, ვიდრე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების გამკაცრება.

"მე მგონია, რომ სიამოვნებით მივიღებთ ნებისმიერ სამართლიან და დასაბუთებულ იდეას რესურსების შეზღუდვის შესახებ. არ გვსურს იმაზე მეტი თანხის დახარჯვა, ვიდრე ფორმულა 1-ში წარმატებულ და კონკურენტუნარიან მუშაობას სჭირდება. სავარაუდოდ, ბევრი ჩვენგანი არ იცავს ამ პირობებს, მაგრამ არსებობს ხუთი-ექვსი გუნდი, რომლებიც მართლაც მოთხოვნების ზედა ზღვარის პირობებში მუშაობენ.

არ ვიცნობ არავის, ვისაც არ სურს ხარჯების შემცირება კონკურენტუნარიანი მანქანის შექმნისთვის, ოღონდ იმ პირობით, რომ ეს იდეა სამართლიანად იქნება რეალიზებული და არ მიანიჭებს რომელიმე კონკურენტს უპირატესობას.

ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს რესურსების შეზღუდვის ხელშეკრულებას, რადგან მისი გამოყენება სრულიად მარტივად მიგვაჩნია. წელს ჩვენ ვხარჯავთ გარკვეული ოდენობის თანხას, მომავალ წელს მას 20 პროცენტი მოაკლდება, კიდევ ერთი წლის შემდეგ - 40 პროცენტი. ასე რომ, ხარჯების შემცირება საკმაოდ მარტივია.

ფორმულა 1-ში მუშაობის პერიოდში მე არ მინახავს, რომ არსებობდა ხარჯების შემცირების რაიმე მრავალწლიანი გეგმა ტექნიკური რეგლამენტის შეცვლის ხარჯზე, თუ არ ჩავთვლით წარმატებულ შეზღუდვებს ძრავებისა და გადაცემათა კოლოფის გამოყენების მხრივ.

თუ შევზღუდავთ ყველა ტექნიკური ელემენტის გამოყენებას, მაშინ ჩვენ ფორმულა 1-ის "გაფუჭების" რისკზე წავალთ, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, დავიცავ რესურსების შეზღუდვის იდეას. არ შეიძლება განსაზღვრულ თანხაზე მეტის დახარჯვა, დაუშვებელია თანამშრომელთა რაოდენობის უსასრულოდ ზრდა, მაგრამ, ამასთან, აუცილებელია, რაც შეიძლება ეფექტურად შეასრულო შენი სამუშაო. ჩვენ შევძლებთ ფორმულა 1-ის ყველა უპირატესობის შენარჩუნებას. ვფიქრობ, ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ", - ამბობს როს ბრაუნი.

"ლოტუსის" ხელმძღვანელი ერიკ ბულიე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის ლიმიტირება - მხოლოდ ერთ-ერთია იმ სამი ვარიანტიდან, რომლითაც უნდა დაწესდეს კონტროლი ფორმულა 1-ში დანახარჯებზე.

ერიკ ბულიე: "არსებობს დანახარჯებზე სამი სახის კონტროლი: ბიუჯეტის შეზღუდვა, ახალი ხელშეკრულება რესურსების შეზღუდვაზე და უფრო კონსერვატიული ტექნიკური და სპორტული რეგლამენტი. დარწმუნებული ვარ, სპორტული რეგლამენტის გარკვეული ცვლილება ხარჯების შემცირების საშუალებას მოგვცემს. მაგრამ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ, ის ყველა გუნდს უნდა აწყობდეს".

ღამის რბოლა მოახლოვდა

ახალი ამბები სინგაპურის გრანპრის წინ. ფინელმა კიმი რაიკონენმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ მომავალ სეზონში მან შესაძლოა “ფერარიში” ფელიპე მასას ან “მაკლარენში” ლუის ჰემილტონის ადგილი დაიკავოს. ფინელმა განაცხადა, რომ მას აწყობს ის სიტუაცია, რომელიც ამჟამად მის გუნდში - “ლოტუსშია” შექმნილი.

“გუნდთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ყველანი 100-პროცენტიანი მონდომებით ვმუშაობთ. ჩვენს გუნდს შედეგის მიღწევა სურს - ეს კარგი ათვლის წერტილია. მომწონს ამ ადამიანებთან მუშაობა, მომწონს ეს გუნდი, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. ახლა კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები.

სინგაპურის გრანპრი სიცხისა და ტენიანობის გამო რთულ პირობებში გაიმართება. გარდა ამისა, რბოლა ღამით ჩატარდება, რაც ართულებს სიტუაციას, მაგრამ შევეცდებით კარგი შედეგის ჩვენებას. ქუჩის ტრასაზე ყოველთვის რთულია მანქანისგან მაქსიმუმის მიღება, რადგან მცირე შეცდომის გამო შეიძლება კედელს შეეჯახო. ამის მიზეზი ისაა, რომ იქ არ არსებობს უსაფრთხოების ზონები.

რბოლებში გამარჯვება - ტიტულის მოპოვების ყველაზე მარტივი ხერხია, მაგრამ, სამწუხაროდ, წელს მე ვერ შევძელი ვერც ერთი გამარჯვების მოპოვება. მაგრამ გუნდი ახლოსაა წარმატებასთან, ყოველ შემთხვევაში, გვქონდა შანსი. რაც მთავარია, ჩვენ სერიოზულ შეცდომებს არ ვუშვებდით”, - ამბობს ფინელი პილოტი.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა სეზონის დარჩენილ ნაწილში თავის მიზნებზე ილაპარაკა.

“ალონსოს ბოლიდი არც ისე ცუდია, როგორც ამის შესახებ მუდმივად ლაპარაკობენ. მხოლოდ სეზონის დასაწყისში არ იყო “ფერარი” კონკურენტუნარიანი. ფერნანდო ნებისმიერ პირობებში ლიდერთა შორისაა, მისი მანქანა ყოველთვის მაღალი საიმედოობით გამოირჩევა - სწორედ ამის გამო მივიჩნევ ალონსოსა და “ფერარის” წყვილს უძლიერესად.

თუ ჩემზე ვილაპარაკებთ, ბუნებრივია, კარგია, როცა ქულებით ლიდერი ხარ, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაშიც ჩვენი საქმისადმი მიდგომა არ იცვლებაა - მინდა მაქსიმუმს მივაღწიო ჩემგან და ჩემი გუნდისგან. ჩვენი მიზანია სეზონის ყველა დარჩენილი რბოლის მოგება. ვნახოთ, რა გამოვა”, - ამბობს ფეტელი.

ამასობაში, პრაქტიკულად, გაირკვა, რომ მომავალი სეზონისთვის “ფორს ინდიას” შემადგენლობა არ შეიცვლება. მას შემდეგ, რაც გაჩნდა ჭორები “მაკლარენიდან” ლუის ჰემილტონისა და “ფერარიდან” ფელიპე მასას წასვლის თაობაზე, ინდური საჯინიბოს პილოტებს - პოლ დი რესტასა და ნიკო ჰიულკენბერგს მათ შემცვლელებად მოიაზრებდნენ, მაგრამ ყველა ჭორი უარყო “ფორს ინდიას” ხელმძღვანელმა.

“ნიკოსაც და პოლსაც აქვთ კონტრაქტები მომავალი სეზონისთვის და ისინი ჩვენთან რჩებიან”, - განაცხადა ვიჯეი მალიამ.

ამასობაში ჩემპიონატის მონაწილეები სინგაპურში ჩავიდნენ, სადაც ჩემპიონატის აზიური ნაწილი იხსნება. "ფერარი" და "მაკლარენი" ეცდებიან შეწყვიტონ "მაკლარენის" მოგებათა სერია. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლოდროინდელი წარმატებებისგან ბრიტანულ საჯინიბოს დიდი დივიდენდები არ მიუღია.

გარდა ამისა, საინტერესო იქნება რომენ გროსჟანის გამოსვლაზე დაკვირვება - მან მოიხადა ერთრბოლიანი დისკვალიფიკაცია და ყველას სურს იმის გაგება, რამდენად მოუხდა მას ეს სასჯელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, არ არის გამორიცხული, კვირის რბოლა წვიმიანი იყოს...

სინგაპურის გრანპრი

ჩატარების ადგილი - სინგაპური

წრის სიგრძე - 5 073 მ

საუკეთესო წრე - 1:45,599 (რაიკონენი, 2008)

საერთო ჩათვლა

1. ალონსო (ფერარი) - 179

2. ჰემილტონი (მაკლარენი) - 142

3. რაიკონენი (ლოტუსი) - 141

4. ფეტელი (რედ ბული) - 140

5. უებერი (რედ ბული) - 132

6. ბატონი (მაკლარენი) - 101

7. როსბერგი (მერსედესი) - 83

8. გროსჟანი (ლოტუსი) - 76

განრიგი

21 სექტემბერი, 15:00 - I პრაქტიკა

21 სექტემბერი, 18:00 - II პრაქტიკა

22 სექტემბერი, 14:00 - III პრაქტიკა

22 სექტემბერი, 17:00 - კვალიფიკაცია

23 სექტემბერი, 16:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა