დადებითი შედეგი აჩვენა დოპინგ-ტესტმა, რომელიც მექსიკელისა და არგენტინელი სერხიო მარტინესის ბრძოლის შემდეგ აიღეს
მექსიკელი მოკრივის, ხულიო სესარ ჩავესის ორგანიზმში მარიხუანას კვალი აღმოაჩინეს. დადებითი შედეგი აჩვენა დოპინგ-ტესტმა, რომელიც მექსიკელისა და არგენტინელი სერხიო მარტინესის ბრძოლის შემდეგ აიღეს.

15 სექტემბერს ლას ვეგასში ჩავესი WBC-ის ვერსიით საჩემპიონო ტიტულს იცავდა. მარტინესთან ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდა და გამარჯვებულად არგენტინელი გამოცხადდა – 117:110, 118:109, 118:109.

დოპინგ-ტესტის შემდეგ ჩავესს საკრივო ლიცენზიის ჩამორთმევა ემუქრება. გარდა ამისა, 26 წლის მექსიკელმა, შესაძლოა, ის სამი მილიონიც დაკარგოს, რომელიც მან მარტინესთან ჩხუბისთვის მიიღო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩავესმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო. 2009 წლის ნოემბერში, მორიგი ბრძოლის შემდეგ, მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი დიურეტიკი აღმოაჩინეს. მაშინ მექსიკელს შვიდი თვე გაუცდა დისკვალიფიკაციის გამო. გარდა ამისა, 2012 წლის იანვარში ლოს ანჯელესის პოლიციამ ჩავესი მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავა.

მარტინესთან მარცხი პირველი იყო ჩავესის კარიერაში. ადრე მან 46 ბრძოლა მოიგო, მათ შორის 32 ნოკაუტით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა