ქართველ მოჭადრაკეთა უმრავლესობისთვის იზმირის (თურქეთი) საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10 250 დოლარი) ბოლო ტური წარმატებული აღმოჩნდა
ქართველ მოჭადრაკეთა უმრავლესობისთვის იზმირის (თურქეთი) საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10 250 დოლარი) ბოლო ტური წარმატებული აღმოჩნდა. განსაკუთრებით, ბაჩანა მორჩიაშვილისა და გიგა ყუფარაძის გამარჯვებები უნდა აღინიშნოს.

ფინიშის სწორზე 6,5-6,5 ქულით ერთბაშად 9 მოჭადრაკე ინარჩუნებდა პირველ ადგილზე გასვლის შანსს. მათგან შედეგიანად მხოლოდ სამმა დაასრულა პარტია: მორჩიაშვილმა შავი ფიგურებით ივან როზუმი დაამარცხა, ყუფარაძემ თეთრებით ივან პოპოვს სძლია, ნაზარ ფირმანმა (უკრაინა) ჰანძარ ოდეევს აჯობა. სამივემ 7,5-7,5 ქულას მოუყარა თავი.

უკეთესი კოეფიციენტით პირველობა და 2000 დოლარი ფირმანს ხვდა. მეორე ადგილზე (1500 დოლარი) მორჩიაშვილი გავიდა, რომელმაც რეიტინგი ერთბაშად 31 პუნქტით გაიმდიდრა. მესამე ადგილი და 17 პუნქტი გიგა ყუფარაძეს (1000 დოლარი) ერგო.

ჩვენებურთაგან ფინიშზე სხვა მოჭადრაკეებმაც გამოიჩინეს თავი: არმენ გრიგორიევი - დავით მაღალაშვილი 0:1, ფეტი ეფეიდინი - ზურაბ ჯავახაძე 0:1, კონსტანტინე შანავა - სერხან გუდერი 1:0, კირილ სტუპაკი - ივერი ჭიღლაძე 1:0, შოთა აზალაძე - მარიამ ჭოლაძე 1:0.

ცხრა მოჭადრაკემ, მათ შორის - მაღალაშვილმა და ჯავახაძემ, 9-9 ქულა მოაგროვეს. ამის მიუხედავად, დათომ რეიტინგში შვიდი პუნქტი დაკარგა; ხოლო ზურაბმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინათ სტამბულში, ფიდეს კონგრესზე საერთაშორისო ოსტატობა მიენიჭა, მონაგარი ერთი პუნქტით გაიმდიდრა. კონსტანტინე შანავა - 6,5 (-14 პუნქტი), შოთა აზალაძე - 6 (-12), არმენ გრიგორიევი - 6 (+10), ალექსანდრე ებრალიძე - 6 (0), ივერი ჭიღლაძე - 5,5 (-7), მარიამ ჭოლაძე - 5,5 (+11) ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა